Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all 14596 articles
Browse latest View live

CIU-ში თემაზე „დიპლომატიური კარიერის საფეხურები და მომავალ დიპლომატთა განვითარების პერსპექტივები“ შეხვედრა გაიმართა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „დიპლომატიური კარიერის საფეხურები და მომავალ დიპლომატთა განვითარების პერსპექტივები“, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ნინო ჭაბაშვილი უძღვებოდა.

სპიკერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საელჩოებსა და საკონსულოებში დასაქმების პროცედურები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები განიხილა, ასევე ისაუბრა პრაქტიკისა და სტაჟირების შესაძლებლობებზე, შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა ამირანაშვილი, დეკანის მოადგილე ეკატერინე ჭალაგანიძე და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა. მათ სტუმარს მადლობა გადაუხადეს აქტიური თანამშრომლობისთვის და სტუდენტებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

The post CIU-ში თემაზე „დიპლომატიური კარიერის საფეხურები და მომავალ დიპლომატთა განვითარების პერსპექტივები“ შეხვედრა გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება

$
0
0

10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე UNESCO-ს ეგიდით 2001 წელს დაფუძნდა. UNESCO-ს მიერ დღის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო მეცნიერების დღის ფარგლებში მრავალი ახალი კონკრეტული პროექტი და პროგრამა განხორციელდა.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოების გზით.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. იგი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე.

The post 10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

სკოლის ლიდერის სწორი ურთიერთობა თანამშრომლებთან და კომუნიკაციის მოკლე ფორმულა მომავალ დირექტორებს

$
0
0

მანანა ჯინჭარაძე, მასწავლებელი, ტრენერი

ამონარიდი 6,7

ორგანიზაციის ზრდა-განვითარება ხელს უწყობს მის სიცოცხლისუნარიანობას. განათლების ლიდერები მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ სკოლა არის/უნდა იყოს ჩართული განვითარების უწყვეტ პროცესში, რომელსაც ფინიშის გარეშე შეჯიბრს ეძახიან, ანუ ესაა სვლა მცირე ნაბიჯებით, მაგრამ შეუსვენებლივ.

„მინდა, დირექტორობის ახალგაზრდა მსურველებს, გამოცდის წინ, რაღაცით დაგეხმაროთ“ – ამონარიდები მანანა ჯინჭარაძისგან

სკოლას უნდა სჯეროდეს, რომ ადამიანები იცვლებიან! – მანანა ჯინჭარაძის მეოთხე ამონარიდი სკოლის დირექტორობის მსურველებს

ლიდერები თანხმდებიან, რომ ორგანიზაციის წევრებს ცნობიერება უნდა აუმაღლდეს ცვლილებებთან დაკავშირებით. მასწავლებლობა კონსერვატული პროფესიაა და ყველაზე ძნელად ცვლილებებს იღებს და ეგუება. თუმცა ინოვაციებზე და ცვლილებებზე პედაგოგების მოსალოდნელი რეაქციები დირექტორმა წინასწარ უნდა განჭვრიტოს და შეაფასოს.

ორგანიზაციული კულტურისთვის დირექტორს უამრავი სტრატეგია აქვს, რომელსაც მიზნამიმართულად ანხორციელებს. პირველი, მასწავლებელთა მიმართ აქტიური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მოლოდინია. პოზიტიური მოლოდინები მოტივაციას ამაღლებს და ამართლებს.

აქტიური თანამშრომლობა ორგანიზაციულ კულტურას კარგად წარმოაჩენს.
დირექტორი ახალისებს და აღიარებს მასწავლებელს, რომელსაც კოლეგებთან თანამშრომლობის მაღალი კულტურა აქვს.

იმისთვის, რომ მოდელი იყოს და პირადი მაგალითი მისცეს, დირექტორსაც ხშირი კომუნიკაცია და თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს კათედრების ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან.

რეალური თანამშრომლობა ითვალისწინებს მასწავლებლების გამოცდილების გაზიარებას ერთმანეთთან, სასწავლო პროგრამებზე ერთად მუშაობას, ერთმანეთის გამოცდილებაზე დაკვირვებას და რეგულარულ, ხშირ და გულწრფელ განხილვებს ამ გამოცდილებების შესახებ.

სასკოლო განათლება პირდაპირ ითხოვს, ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას.

კომუნიკაციის მოკლე ფორმულა:

ინფორმაციის გადაცემა ⇒ინფორმაციის მიღება ⇒ ინფორმაციაზე რეაგირება

თუ კითხვას ასე დავსვამთ, რა აზარალებს კომუნიკაციას, რიგი პასუხებისა ჩამოიწერება:

  • იმპერატიული ტონი;
  • გაუგებარი ტერმინოლოგიით საუბარი;
  • სუბიექტური დამოკიდებულება ნათქვამის მიმართ;
  • მსმენელის განწყობის გაუთვალისწინებლობა;
  • აღქმის პრობლემა;
  • ემოციური/მღელვარე ფონი;
  • კომინიკაციის დაბალი ტექნიკა;
  • არასწორი მოსმენა;
  • კრიტიკული შენიშვნები და სხვ.

ხშირად, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზად, კომპეტენციის დეფიციტი სახელდება. ასევე, აზრთა სხვადასხვაობა, არასრული ინფორმაცია, მოვალეობების დაკისრება და განსხვავებული დამოკიდებულება.

ტომას გორდონის კონცეფციის მიხედვით, კომუნიკაცია საყვედურს, მორალის წაკითხვას, სარკაზმს, დაცინვას, ზედმეტ ცნობისმოყვარეობას, სათქმელის იგნორირებას და ბრძანებებს ვერ იტანს. ნდობას და ღიაობას კი აქტიური მოსმენა, კონსტრუქციული კითხვები და კონსტრუქციული უკუგება ქმნის.

აქტიური მოსმენა პერიფრაზირებას, რეფლექსიას, შეჯამებას მოიცავს.

ანუ: მიღებულ ინფორმაციას თუ გავიმეორებთ, – დავრწმუნდებით, ყველაფერი სწორად გავიგეთ თუ არა;

თუ ემოციებსაც გამოვხატავთ, – მიხვდება მსმენელი, რომ ვუსმენთ;

თუ აქცენტს პოზიტიურზე გავაკეთებთ, ქცევას აღვწერთ და არა ადამიანს და ძლიერ მხარეებზე გავაკეთებთ აქცენტირებას, – ნდობას მოვიპოვებთ.

ყოველივე ამის შემდეგ, მტკივნეული არ იქნება მსმენელისთვის იმ ასპექტების შეხსენება, რომელიც გასაუმჯობესებელია.

წარმატებას გისურვებთ ყველას!
შევხვდებით საგანმანათლებლო სამყაროში!

ასევე იხილეთ:

სკოლის დირექტორობის მსურველთათვის – „ეს მასწავლებლები სანიმუშო მაგალითები არიან თავიანთი მოსწავლეებისათვის“

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და რეგისტრაციის ინსტრუქცია

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდის ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოქვეყნდა

The post სკოლის ლიდერის სწორი ურთიერთობა თანამშრომლებთან და კომუნიკაციის მოკლე ფორმულა მომავალ დირექტორებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ქალთა საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

$
0
0

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი, თემაზე: როგორ უნდა გაშუქდეს ფემიციდი, შშმ ქალთა საკითხები, ქალებზე ძალადობა, რელიგიური, ეთნიკური ჯგუფების საჭიროებები.

ტრენინგს უძღვებოდნენ: ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე და “ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF) საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი, იდა ბახტურიძე.

The post გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ქალთა საკითხებზე ტრენინგი გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„სკოლებში ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობაა“

$
0
0

საქართველოს პარლამენტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მულტისექტორული დისკუსია თემაზე – „ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2023-2030”.

ითქვა, რომ დასმული საკითხების გადაწყვეტამ საბოლოოდ ქვეყანაში მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ჯგუფის მათ შორის სასკოლო ასაკის პირთა ფიზიკურ აქტივობას უნდა შეუწყოს ხელი, რასაც თავის მხრივ, არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან შემცირებული ფიზიკური აქტივობა არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორია. არაგადამდები დაავადებები კი, როგორც სხდომაზე აღინიშნა დღეს ავადობის, შრომისუუნარობის და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არაგადამდები დაავადებების ტვირთი არა თუ ჯანდაცვის სისტემისთვის არის უმძიმესი, არამედ აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასაც.

„ამ პროცესის შეჩერება კი ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის გარეშე წარმოუდგენელია. ურბანიზაციის პროცესმა, კერძო ტრანსპორტის რაოდენობის ზრდამ და ახალი ტექნოლოგიების გავრცელების მასშტაბებმა ხელი შეუწყო ფიზიკურად აქტიური ადამიანების რაოდენობის პროგრესულად შემცირებას. ამას ემატება მწვანე სივრცეების არაადეკვატური რაოდენობა ქალაქების მზარდ მოსახლეობასთან მიმართებით, სკოლებში ფიზიკური აქტივობის და სპორტის გაკვეთილების ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული პრობლემები და მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობა. შესაბამისად, ფიზიკური აქტივობის სფეროში ყოვლისმომცველი პოლიტიკის განხორციელების საჭიროება დგება. გვჭირდება ეფექტური პოლიტიკის განხორციელება მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლებისა და უმოქმედობის დონის შესამცირებლად“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

The post „სკოლებში ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობაა“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

დაწყებითი კლასების მასწავლებელთა საყურადღებოდ მართვის სისტემა ინფორმაციას აქვეყნებს

$
0
0

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დრეს, 10 ნოემბერს, დაწყებითი კლასების მასწავლებელთა საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს და განმარტავს, თუ რომელი კლასის რომელ სემესტრში წერს პედაგოგი განმსაზღვრელ შეფასებას ელექტრონულ ჟურნალში.

„მასწავლებელი ელექტრონულ ჟურნალში განმსაზღვრელ შეფასებას წერს მე-5 კლასის მე-2 სემესტრიდან, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კონკრეტული ტიპის დავალების შეფასებას გულისხმობს“, – განმარტავს მართვის სისტემა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ არსებობს ორი სახის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასება წარმოაჩენს რა იცის მოსწავლემ კონკრეტულ საკითხთან/დავალებასთან მიმართებით, განმავითარებელი შეფასება კი ორიენტირებულია მოსწავლის წინსვლის აღმოჩენაზე. კერძოდ, იმის გარკვევაზე, თუ რა არ იცოდა მოსწავლემ „გუშინ“ და რა იცის დღეს, რა არ შეეძლო „გუშინ“ და რა შეუძლია დღეს.

ასევე იხილეთ:

„განმავითარებელ შეფასებაზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს“ – მარიამ ჩიქობავა X, XI და XII კლასის მოსწავლეთა შეფასების ფორმაზე

The post დაწყებითი კლასების მასწავლებელთა საყურადღებოდ მართვის სისტემა ინფორმაციას აქვეყნებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ “ევროპის უნივერსიტეტის”პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი დააჯილდოვა

$
0
0

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი დააჯილდოვა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ იუნესკოს მიერ დაწასებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი ფილოსოფია-პოლიტოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

დაჯილდოვებისას სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

მეცნიერების მსოფლიო დღე 2001 წელს იუნესკოს მიერ დაარსდა და მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად ნოემბერში აღინიშნება.

The post საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი დააჯილდოვა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„მათემატიკაში აბიტურიენტებისთვის 20%-იანი ბარიერის დაწესება კატასტროფაა“ –რა საფრთხეს ხედავს სპეციალისტი

$
0
0

„მათემატიკის ტესტი ნამდვილად საჭიროებდა ფუნდამენტურ გარდაქმნას ისე, რომ მას შეძლებოდა სისტემაში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ამ ცვლილებით ეს შეუსრულებელი მისიაა“, – ასე იწყებს EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტთა მათემატიკის ტესტში შესული ცვლილებების შეფასებას მათემატიკის საგნის პედაგოგი და რეპეტიტორი სოფო მუმლაძე.

როგორც ცნობილია, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის არჩევითი საგნით ტესტური დავალებების ფორმატში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომელსაც გამოცდების ცენტრი ტესტის დახვეწის მიზნით ხსნის.

რა შეიცვალა: გამოცდების ცენტრის ცნობით, 2023 წელს, მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან. ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება. გარდა ამისა, იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51). ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

სოფო მუმლაძე ამბობს, რომ მიესალმება ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც საგამოცდო ტესტის დახვეწას შეუწყობს ხელს, თუმცა კატეგორიულად არ ეთახმება იმას, რაც რვა ნოემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა.

„ეროვნული გამოცდების ტესტი ნამდვილად საჭიროებდა სავარჯიშოებში კორექტირების შეტანას, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ ტესტის დახვეწის მიზნით. ტესტს ესაჭიროებოდა ფუნდამენტური გარდაქმნა. ამგვარ გარდაქმნაში მოვიაზრებ იმას, რომ ტესტს შეძლებოდა პასუხის გაცემა გამოწვევებზე, რომელიც სისტემაში გვაქვს. მათემატიკის შემთხვევაში ესაა საგნის ცოდნის ნაკლებობა და მოსწავლეთა დაბალი დონე მათემატიკური სააზროვნო უნარ-ჩვევების მიმართულებით. ვფიქრობ, ამ ფორმით გარდაქმნილ ტესტს ნამდვილად შეუსრულებელი მისია დააკისრეს“, – გვიხსნის მათემატიკის სპეციალისტი.

ის მიიჩნევს, რომ ცვლილებები ასევე არ პასუხობს იმ საჭიროებებს, რომელიც აბიტურიენტებს აქვთ და ამბობს, რომ თუ ტესტში ღია პასუხების წილი გაიზრდებოდა, ეს აჩვენებდა, რომ სისტემა ეფექტურად მუშაობს.

„მათემატიკის ტესტი შედგენილია 41 დავალებისგან; ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხებიანი დავალებების წილი და მოცემულია 37 ასეთი დავალება; ღია დავალებების ჯამური ქულა განისაზღვრა მხოლოდ 14 ქულით. მინდა გითხრათ, რომ ცვლილების ყველა ჩამოთვლილ ნაწილში ვხედავ პრობლემას.

„ვიცით, რომ ამოცანების პირდაპირ პასუხებამდე მისაყვანად ამოხსნა და მსჯელობაა საჭირო. როცა ტესტური ნაწილის გაზრდა ხდება და მცირდება წერითი ნაწილი, იზრდება შანსი გამომცდელი გაზარმაცდეს და დაიწყოს ფიქრი ასეთი ლოგიკით: „რა უნდა მოიტანონ ტესტურში ისეთი, რომ ვერ დავწერო, ბოლო ბოლო გარტყმით შემოვხაზავ და ზოგი მაინც ხომ დაემთხვევა”, – ამბობს სოფო მუმლაძე.

ჩვენს კითხვაზე რა სახის ცვლილება იქნებოდა გამართლებული რეპეტიტორი აღნიშნავს, რომ ტესტური ნაწილის ნაცვლად, უნდა მომხდარიყო წერითი ნაწილის ზრდა, რადგან წერით დავალებებში უფრო მეტად ჩანს აბიტურიენტის განათლების დონე, სიღრმე, ხარისხი, მისი ანალიტიკური თუ ლოგიკური აზროვნების უნარი. პედაგოგი თვლის, რომ სწორედ ეს იქნებოდა ტესტის საუკეთესო ცვლილება.

„ღია ამოცანების მეტი რაოდენობა წინაპირობაა საფუძვლიანი სწავლებისა. საგანმანათლებლო სისტემამ კი შემოგვთავაზა 37 არჩევითპასუხიანი ამოცანა, რომელიც მთელი ტესტის 73%-ს შეადგენს. ამ ცვლილებით, ვერ გაუმჯობესდება განათლების დონე აბიტურიენტებში და ვერც იმ უნარ-ჩვევების განვითარება მოხდება, რომელიც აზროვნებისთვის არის აუცილებელი“, – აღნიშნა სოფო მუმლაძემ.

ჩვენმა რესპონდენტმა სრულ კატასტროფად შეაფასა მათემატიკის საგამოცდო ტესტში 20%-იანი ბარიერის დაწესება და გვითხრა, რომ განათლების სისტემას სურს უფრო მეტი დაბალქულიანი სტუდენტი ჰყავდეს, რომლებიც კარგი გადამხდელები იქნებიან.

„ეს ზღვარი სულაც არ წარმოადგენს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ ზღვარს. ჩემი აზრით, მაქსიმალური ქულის მინიმუმ 30% მაინც უნდა იყოს ბარიერი, რომ ზღვარი გადალახულად ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ამ ნაწილშიც დავინახე, რომ სისტემის ერთადერთი მიზანი სტუდენტების რაოდენობის ზრდაა, რადგან ისინი კარგ გადამხდელებად ითვლებიან”, – აღნიშნა რეპეტიტორმა.

EDU.ARIS.GE-მ სპეციალისტს 9 ნოემბერს გამოქვეყნებული მათემატიკის ტესტის ნიმუშის შეფასებაც სთხოვა.

სოფო მუმლაძე ამბობს, რომ NAEC-ის მიერ გამოქვეყნებული ტესტის ნიმუშს ყურადღებით გაეცნო და მისი დაკვირვებით, გასულ წლებთან შედარებით, სავარჯიშოები მნიშვნელოვნად გამარტივებულია. ასეთ მარტივ ტესტში კი, 20% პროცენტზე მეტი სწორი პასუხის მოპოვებას ნებისმიერი საშუალო ქულიანი მოსწავლე შეძლებს. სწორედ ამ მიზეზით, ის მათემატიკის ჩაბარების მსურველთა გაორმაგებას ელის.

„როცა ტესტის ნიმუშს კიდევ ერთხელ გადავხედე მივხვდი, რომ საკითხები იმდენად გამარტივებულია, ფაქტობრივად აბიტურიენტებს სთავაზობენ – აირჩიეთ მათემატიკა და თქვენ მარტივად გადალახავთ ბარიერს! ეს კეთდება მხოლოდ ერთი მიზეზით, ხელოვნურად გაიზარდოს იმ სტუდენტთა რიცხოვნობა, რომლებსაც სასწავლო დაფინანსება არ ექნებათ. ვფიქრობ, რადგან მათემატიკის საგანში ზღვარი ყველაზე დაბალია და ტესტიც გამარტივებული, სავარაუდოა და ნამდვილად მოველით, რომ იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებიც მათემატიკას აირჩევენ გაორმაგდეს“, – დასძენს EDU.ARIS.GE-სთან მათემატიკის საგნის პედაგოგი და რეპეტიტორი სოფო მუმლაძე.

ასევე იხილეთ:

„უცხო ენაში გრამატიკა გამარტივდა… არ მგონია, წერილის ამოღება სწორი გადაწყვეტილება იყოს“ – სპეციალისტი ცვლილებებზე

„თუ ისტორიაში აბიტურიენტი ვერ გაიხსენებდა სამი მოვლენიდან ერთს, კარგავდა 2 ქულას, ახლა შეიძლება, 6 ქულა დაკარგოს”- სპეციალისტი ცვლილებებზე

მოამზადა მზეო შველიძემ

The post „მათემატიკაში აბიტურიენტებისთვის 20%-იანი ბარიერის დაწესება კატასტროფაა“ – რა საფრთხეს ხედავს სპეციალისტი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


GRUNI: ამერიკის გაცვლითი პროგრამების ასოციაციამ წლის შედეგები შეაჯამა

$
0
0

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე საზოგადოებას თავისი საქმიანობისა და მენტორობის პროგრამის მეორე ეტაპის შედეგები წარუდგინა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უკვე ორი წელია ასოციაციის წარმატებული პარტნიორი და მენტორობის პროგრამის ორივე ნაკადის აქტიური მონაწილეა. წელს გრუნის 15 სტუდენტი ჩაერთო ამ პროგრამაში.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძეც მონაწილეობდა. მან მადლობა გადაუხადა ასოციაციას განხორციელებული ერთობლივი პროექტებისათვის და 2 საუკეთესო მენტორს, რომლებიც გრუნის სტუდენტებთან მუშაობდნენ, გადასცა სამახსოვრო საჩუქრები და 20%-იანი სასწავლო გრანტი სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დასაფინანსებლად.

ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

მენტორობის პროგრამა სტუდენტის პროფესიულ ზრდასა და დაოსტატებას ემსახურება, მენტორები ერთი სემესტრის განმავლობაში უზიარებენ სტუდენტებს თავიანთ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.

The post GRUNI: ამერიკის გაცვლითი პროგრამების ასოციაციამ წლის შედეგები შეაჯამა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

CIU-ში სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

$
0
0

10 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 25-მდე კერძო და საჯარო სექტორის კომპანია/ორგანიზაცია.

ღონისძიების ფარგლებში CIU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ მოწვეული კომპანიების/ორგანიზაციების საკადრო პოლიტიკას, მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმი CIU-ში ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებელთან კომუნიკაციასა და მათ დასაქმებას.

The post CIU-ში სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

SANGU-მ მართლმსაჯულების სახლთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

$
0
0

10 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და ,,მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეკა ბესელიამ.

მართლმსაჯულების სახლი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლას უზრუნველყოფს. მემორანდუმის მიზანი, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა ეფექტიან და ურთიერთსარგებლიან თანამშრომლობას სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების ახლებური მეთოდების გამოყენების, სწავლის პარალელურად სამუშაო გამოცდილების შეძენის, კვლევითი საქმიანობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობით.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს და სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს. კომპეტენციის ფარგლებში, მოხდება ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებაც.

SANGU-ს და სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლის“ თანამშრომლობა, სწავლის პარალელურად, ხელს შეუწყობს სტუდენტთა მიერ სამუშაო გამოცდილების შეძენას, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

სტუდენტები, რომლებიც „მართლმსაჯულების სახლში“ უკვე გადიან სტაჟირებას გამოცდილებას გვიზიარებენ.

მადონა ბერია – „სტუდენტთა შერჩევა აღნიშნული პრაქტიკისთვის მაღალი GPA-ით განისაზღვრა. პრაქტიკა მოიცავს, გარკვეულწილად თეორიულ ნაწილსაც, რადგან თუ არ აქვს გავლილი შესაბამისი თეორიული საკითხები, შეუძლებელია იცოდე, როგორ მიმდინარეობს დავა და როგორ უნდა წარდგეს სასამართლოში, როგორ უნდა შეადგინო სარჩელი, შესაგებელი ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტი.

მართლმსაჯულების სახლი გვეხმარება საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, გავიაროთ ფსიქოლოგიური და კომუნიკაციური ნაწილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იურისტისთვის.

აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გავიუმჯობესებ SANGU-ში შეძენილ ცოდნას, შევისწავლი იურიდიულ ტექნიკებს, რაც დამეხმარება, კარგ იურისტად ჩამოყალიბებაში.“

ნიკა გოლოშვილი – „აღნიშნული პრაქტიკისთვის შერჩევა მოხდა გასაუბრების ფორმით, ქალბატონმა ეკა ბესელიამ მოისმინა ჩვენი შეხედულებები, მონდომებები და მოგვცა მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. პრაქტიკა მოიცავს იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და გამომუშავებას რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის თანამშრომლობით ვფიქრობთ მივიღებთ გამოცდილებას პრაქტიკული კუთხით უნარების დაგროვებაში, რაც თეორიული სწავლების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

The post SANGU-მ მართლმსაჯულების სახლთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„აბიტურიენტების კლუბი“ –პირველი მასშტაბური პროექტი საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი აბიტურიენტისთვის

$
0
0

ნებისმიერ აბიტურიენტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განურჩევლად ინტერესებისა და მიზნებისა, აბიტურიენტების მასშტაბურ კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ოფიციალურად უკვე გაიხსნა და რომელშიც ახალგაზრდებს ამ მომენტიდან სტუდენტობის პირველ დღემდე გასავლელი რთული, შრომატევადი, სტრესული და გამოწვევებით აღსავსე გზის მარტივად გავლას სთავაზობენ, თანაც, უფასოდ.

„აბიტურიენტების კლუბი“ „ალტე უნივერსიტეტის“ პროექტია მათთვის, ვინც სტუდენტობას გეგმავს. მისი მიზანი აბიტურიენტების დახმარებაა დატვირთული გრაფიკის ფონზე სოციალიზაციაში, პროფესიის არჩევასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესში. პროექტს, რომელსაც ავტორების თქმით, საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, ორი კოორდინატორი ჰყავს – ნინო სიხარულიძე და ხატია მათიკოშვილი. სწორედ მათთან საუბრის შედეგად გაარკვია EDU.ARIS.GE-მ კლუბის შესახებ არაერთი საინტერესო დეტალი, მათ შორის ისიც, რომ მისი წევრები, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ბევრ საინტერესო და სახალისო აქტივობაშიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი რესპონდენტები ასევე, სიურპრიზად ტოვებენ ინფორმაციას სხვა დამატებითი პრიზებისა და საჩუქრების შესახებ.

„აბიტურიენტების კლუბის“ შექმნის იდეის დაბადებაზე საუბრისას ალტე უნივერსიტეტის აბიტურიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი და კლუბის ერთ-ერთი კოორდინატორი, ხატია მათიკოშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზანი აბიტურიენტების დასახმარებლად დიდი გაერთიანების შექმნა იყო. მისი თქმით, აბიტურიენტობას საკმაოდ დიდი გაურკვევლობა სდევს თან. ახალგაზრდების დიდი ნაწილი საკლასო ოთახიდან სალექციო რეჟიმზე ისე გადადის, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრებას არ იცნობს. კლუბის მეშვეობით კი მათ ამ ყველაფერზე საბაზისო წარმოდგენა შეექმნებათ.

„ჩვენი დაკვირვებით, აბიტურიენტსა და უნივერსიტეტს შორის კავშირი, ერთგვარად, დაკარგულია. ღია კარის დღეების შემდეგ, რომელზეც, აბიტურიენტებს შაბლონურ პრეზენტაციებს წარუდგენენ, უნივერსიტეტი მათთან კომუნიკაციას წყვეტს. ეს განსაკუთრებულად დიდი პრობლემაა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ უნივერსიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართვას. ვფიქრობდით რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ისეთი, რომ ეს კომუნიკაცია განგრძობითი ხასიათის გამხდარიყო და გადავწყვიტეთ, რომ ვყოფილიყავით ერთგვარი ხიდი სკოლიდან უნივერსიტეტამდე. სწორედ აქედან გაგვიჩნდა აბიტურიენტის კლუბის შექმნის იდეა, სადაც ეს ბარიერი არ იარსებებდა და მასში ჩართვას ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი კუთხიდან, შეძლებდა.

„ჩვენი მიზანია რეგიონებში მცხოვრებმა მოსწავლეებმა იგივე ხარისხით მიიღონ ყველა სერვისი, რომელთაც კლუბი მათ სთავაზობს, როგორც ამას თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები შეძლებენ. კლუბის პრეზენტაციაზე ახალგაზრდებში გამოკითხვა ჩავატარეთ. ვკითხეთ თუ რასთან ასოცირდება, მათთვის, ყველაზე მეტად აბიტურიენტობა. პასუხები იყო – სტრესი, დაღლილობა, უძილობა და დაძაბულობა. სწორედ ამ მიმართულებით გვინდა დავეხმაროთ მათ და შევთავაზოთ ვორქშოფები მათი მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – აცხადებს კლუბის კოორდინატორი, ხატია მათიკოშვილი.

კლუბი, ოფიციალურად, „ალტე უნივერსიტეტში“ გამართული ღონისძიებით უკვე გაიხსნა. შემდეგი ნაბიჯები კი რეგიონებში გასვლა და მისი იქაური ახალგაზრდებისთვის წარდგენაა. კლუბი საქმიანობას ჰიბრიდული ფორმატით წარმართავს. სერვისების გარკვეული ნაწილი, აბიტურიენტებისთვის, ონლაინ რეჟიმში იქნება შეთავაზებული. რაც შეეხება სერვისებს, მათი არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვორქშოფები, იმიტირებული გამოცდები, პერსონალური კონსულტანტის სერვისი, სტრესის მართვის ტრენინგები, ციფრული უსაფრთხოების სესიები, ინტელექტუალური თამაშები შემეცნებითი პროექტები, საგანმანათლებლო კონკურსები, მარათონები, ბანაკები და ა.შ.

„ძალიან ნორმალურია, როცა ამ ასაკში არ ხარ ჩამოყალიბებული რა პროფესიას გინდა დაეუფლო. სწორედ ამას ემსახურება პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები. დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ამა თუ იმ პროფესიის შესახებ, შევახვედრებთ პროფესიონალებს, შევეცდებით სწორი მოლოდინები შევუქმნათ, რათა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლონ. ზოგი აბიტურიენტი მოკლებულია შესაძლებლობას სათანადოდ მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. ამიტომ, მოკლევადიანი ტრენინგებიც დავგეგმეთ სხვადასხვა საგანში. ასე რომ, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – ეუბნება EDU.ARIS.GE-ს „ალტე უნივერსიტეტის“ აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და კლუბის კოორდინატორი ნინო სიხარულიძე.

როგორც უკვე ვახსენეთ, აბიტურიენტების კლუბი წევრებს პრიზებითაც გაანებივრებს. თითოეულ კონკურსსა და პროექტში გამარჯვებული მომავალი სტუდენტი მისთვის ყველაზე მეტად საჭირო და სასურველ საჩუქრებს მიიღებს, მათ შორისაა „ალტე უნივერსიტეტში“ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობაც.

კლუბის წევრთა რაოდენობა შეზღუდული არაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, უკვე იმაზე მეტი ახალგაზრდა დაინტერესდა, ვიდრე ამას იდეის ავტორები ელოდნენ. სპეციალურად შექმნილ ფეისბუქ-ჯგუფში გასაწევრიანებლად უფროსკლასელთა მოთხოვნები არ წყდება და ორგანიზატორები ელიან, რომ გაზაფხულისთვის წევრთა რაოდენობა მასშტაბურ რიცხვს მიაღწევს. სწორედ ამ დროისთვისაა დაგეგმილი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობებიც. დროთა განმავლობაში, ახალგაზრდების სურვილებიდან გამომდინარე, დაიხვეწება და გამრავალფეროვნდება მათთვის შესათავაზებელი სერვისების შინაარსი და ფორმატიც.

კლუბში გაწევრიანება მარტივია, მთავარია უბრალოდ გახდეთ ფეისბუქ-ჯგუფის აბიტურიენტების კლუბი წევრი და შეიმსუბუქოთ აბიტურიენტობა ალტე უნივერსიტეტთან ერთად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მისწერეთ უნივერსიტეტს: a.club@alte.edu.ge

The post „აბიტურიენტების კლუბი“ – პირველი მასშტაბური პროექტი საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი აბიტურიენტისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

პროფესიული განათლების შესაბამისობა თანამედროვე მოთხოვნებთან –როგორია მთავრობის სამოქმედო გეგმა

$
0
0

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი მიიჩნევს, რომ საქართველოში პროფესიონალი კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია განათლების სისტემის რეფორმა. ეს განცხადება მან პროფესიული განათლების კონტექსტშიც ახსენა და საქართველოს მთავრობის საპასუხო პოზიცია ამ თემაზე რვა ნოემბერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნებული დოკუმენტში ვიპოვეთ.

განათლების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ამოცანდ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ ხედვაში დასახელებულია პროფესიული განათლების სერვისების უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

დოკუმენტის თანახმად, პროფესიული განათლების სფეროში მთავრობის ამოცანაა, შეამციროს პირადი, ინსტიტუციური თუ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლება, რომელიც სტუდენტს შეიძლება, შეექმნას აღნიშნულ სისტემაში მოხვედრისას, სწავლის განმავლობაში თუ სწავლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესში.

მთავრობა გვიხსნის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები და მრავალფეროვანი სერვისები.

სებასტიან მოლინეუსი: კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია განათლების სისტემის რეფორმა

„დაგეგმილია პროფესიული განათლებიდან შრომის ბაზარზე გადასვლის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება და კარიერული კონსულტაციის პრაქტიკის დანერგვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება პროფესიული განათლების დივერსიფიცირებასა და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მასშტაბის გაფართოებას, პროფესიულ განათლებაში კარიერული სერვისების განვითარებას. წახალისდება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. განვითარდება ექსელენს-ცენტრები და საერთაშორისო სასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას“, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში სახელწოდებით „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“.

მთავრობის ინფორმაციითვე, თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არახელსაყრელ მდგომარებაში მყოფი ჯგუფების წარმომადგენლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდებისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა პირების ჩართვას პროფესიულ განათლებაში.

ასევე იხილეთ:

გამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა

The post პროფესიული განათლების შესაბამისობა თანამედროვე მოთხოვნებთან – როგორია მთავრობის სამოქმედო გეგმა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს მეტყველების გაუმჯობესებაში საკლასო ოთახსა და სახლში –პრაქტიკული სავარჯიშოები

$
0
0

ენა აზრის გამოხატვის საშუალებაა, მეტყველება კი უნარია, რომლითაც ენა იწყებს მოქმედებას. თუ მოსწავლეს მეტყველების პრობლემები აქვს, საკუთარი აზრის გადმოცემაც უჭირს და მოსმენილის სწორად გააზრებაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ მეტყველების გაუმჯობესება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუმცა არსებობს ისეთი ხარისხის მეტყველების პრობლემებიც, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე სჭირდება ყურადღების მიქცევა. ენისა და მეტყველების სპეციალისტები მშობლებსა და პედაგოგებს სთავაზობენ უნივერსალურ სავარჯიშოებს, რომლებიც მეტყველების განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის გამოიყენება.

EDU.ARIS.GE ენისა და მეტყველების თერაპევტს, სოფიო ქურასბედიანს ესაუბრა. ის გვიხსნის, რომ ბავშვის მეტყველების გაუმჯობესებისთვის მხოლოდ სპეციალისტისთვის მიმართვა არ კმარა და აუცილებელია, პროცესში ყველა ის ადამიანი ჩაერთოს, ვისთანაც ამ პრობლემის მქონე ბავშვი, მოსწავლე თუ მოზარდი დიდ დროს ატარებს.

„როცა სპეციალისტს მიმართავს მშობელი, რა სირთულის მეტყველების პრობლემაც არ უნდა იყოს, ვეუბნებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაა მისი შვილი, არის 2 წლის 10-ის თუ 16-ის, სპეციალისტის პარალელურად, აქტიურად უნდა იმუშაოს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მასთან დიდ დროს ატარებს. იქნებიან ეს მასწავლებლები, ბაბუა-ბებია თუ ოჯახის სხვა წევრები, რადგან ასე შედეგზე უფრო სწრაფად გავდივართ და ყველა ვეხმარებით, რომ საუკეთესო შედეგი დადგეს“, – განგვიცხადა ენისა და მეტყველების თერაპევტმა.

დავინტერესდით, ძირითად რა მიზეზებით მიმართავენ მშობლები, შვილის მეტყველების გაუმჯობესების მიზნით, თუ კლინიკური დიაგნოზის მიზეზით.

„მომართვიანობა ორივე შემთხვევაში მაღალია, თუმცა, რასაკვირველია, უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვს კლინიკური სირთულეები აქვს. ასეთ შემთხვევაში გარკვეული წლებია საჭირო, რომ შედეგზე გავიდეთ, ეს უკვე დიაგნოზზეა დამოკიდებული“, – აგვიხსნა სპეციალისტმა.

რა შემთხვევაშია აუცილებელი, რომ მშობელმა დაუყოვნებლის მიმართოს ენისა და მეტყველების თერაპევტს

„სპეციალისტს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თუ ბავშვი საერთოდ ვერ მეტყველებს, აქვს ლოგონევროზი, საუბრის დროს ტოვებს გარკვეულ სიტყვებს, უჭირს სწორი მეტყველება, რამდენჯერმე იმეორებს სიტყვას ან პირიქით. აქვე ვეტყვი იმ მშობლებს, რომელთაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, მისაღები ვითარებაა, როცა გარშემომყოფებს ესმით თქენი შვილის მეტყველების რაღაც პროცენტი მაინც: 18 თვის ბავშვის შემთხვევაში-25%; 2 წლის ბავშვის შემთხვევაში-50-70%; 3 წლის ბავშვის შემთხვევაში-80% და 4 წლის ბავშვის შემთხვევაში 90-100% პროცენტი“, – განმარტავს სოფიო ქურასბედიანი.

EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის სოფიომ იმ აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომელსაც თავად იყენებს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი მორგებულია აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ კატეგორიას და მათ შესაძლებლობებს. ასევე დაგვიკონკრეტა, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან კიდევ უფრო მეტი აქტივობა გამოიყენება. თერაპიის ხანგრძლივობის წინასწარ განსაზღვრა კი რთულია, ეს დრო, შესაძლოა, გაგრძელდეს მინიმუმ 1-3 წელი ან მეტი.

აქტივობები, რომელთა გამოყენება გაკვეთილებზე პედაგოგებსაც შეუძლიათ

სოფიო ქურასბედიანის თქმით, მეტყველების გაუმჯობესებისთვისმის მიერ შემოთავაზებული აქტივობები ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი და ოჯახის წევრებთან ერთად, მასწავლებლებსაც შეუძლიათ, გაკვეთილებს მოარგონ განურჩევლად იმისა თუ რომელ საგანს ასწავლიან.

„ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი ვალდებულია, იზრუნოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, რაც პედაგოგებმაც ძალიან კარგად იციან. ამიტომ, არა კონკრეტული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ სრულიად ყველა ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, კვირაში 5-10 წუთი მაინც გამოყონ იმ აქტივობებისთვის, რომლებიც მეტყველებას აუმჯობესებს. მე, როგორც სპეციალისტს, თავისუფლად შემიძლია იმის თქმა, რომ მეტყველების გაუმჯობესება და დახვეწა ყოველთვის საჭიროა, იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლეს მკვეთრად გამოხატული არ აქვს მეტყველების სირთულე, ჩარევა მაინც აუცილებელია“, – დასძენს სოფიო ქურასბედიანი და აქტივობებს გვიზიარებს.

„ვსაუბრობთ გამართულად!“

შეთავაზეთ ბავშვს აგყვეთ თამაშში, სადაც აუცილებელია, ყველა სიტყვა თუ ფრაზა, რომელსაც თქვენ შესთავაზებთ თავადაც გამოთქმით და გარკვევით წარმოთქვას. (რამდენადაც ეს მისთვისაა შესაძლებელი). თამაშის დროს თქვენი მეტყველებაც უნდა იყოს მკაფიო, სწორი არტიკულაციით, წინადადებები მარტივად ჟღერდეს და შეეცადოთ შექმნათ ისეთი გულღია ატმოსფერო, რომ ბავშვს დისკომფორტი არ ჰქონდეს.

„ვაგვარებთ პრობლემებს”

წარმოუდინეთ ბავშვს კონკრეტული შემთხვევა, ე.წ ქეისი და სთხოვეთ, პრობლემის იდენტიფიკაცია, შემდგომ კი გადაჭრას ის ზეპირსიტყვიერად. გვითრას როგორ გადაჭრიდა ამ პრობლემას, თამაშის წინაპირობა კი განუსაზღვრეთ ისე, რომ არ გაიმეოროს ერთი და იგივე სიტყვები, ყველა ფრაზა გარკვევით ისმოდეს და ხმის ინტონაციას მიჰყვებოდეს.

რატომ „კი“ და არა „არა“

ამ აქტივობისთვის თქვენ ფურცლისა და მარკერის გამოყენება დაგჭირდებათ. ფურცელზე ჩამოწერეთ კონკრეტული სიტუაციები და სთხოვეთ ბავშვს, ისაუბროს კი და არას პრინციპით მაგალითად „უნდა გადავიდე თუ არა ზებრაზე, როცა გზა თავისუფალია”. შეეცადეთ, ბავშვმა ახსნას რატომ ამბობს კის და რატომ არას. უნდა გახსოვდეთ, რომ აზროვნების პროცესი ბავშვს მეტყველების განვითარებაში ეხმარება.

„რას ხედავ სურათზე?“

აჩვენეთ ბავშვს სურათი და სთხოვეთ შეეცადოს, პასუხი გასცეს თქვენს შეკითხვებს. მაგალითად: რა არის გამოსახული სურათზე? რომელი ფერებია დომინანტი? რა განწყობებს გიქმნის? კითხები უნდა იყოს ლაკონიურად ჩამოყალიბებული და თუ ბავშვს დასჭირდა, კიდევ უფრო მეტად დავუკონკრეტოთ.

„ერთად ვუსმენთ მუსიკას“

მოუსმინეთ ბავშვთან ან ბავშვებთან ერთად მათ საყვარელ მუსიკას და გაცვალეთ ემოციები კითხვა-პასუხის რეჟიმში. ეს აქტივობა არა მხოლიდ მეტყველების განვითარებისთვისაა, არამედ ბავშვი სწავლობს, როგორ დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

„ვსწავლობთ კეთებით“

მიეცით ბავშვს სხვადასხვა რესურსები, იქნება ეს სააკანცელარიო მასალა, სახატავი ფანქრები, ფურცლები, თუ უბრალო ნაჭრის სამოსი. სთხოვეთ მას, აირჩიოს რომელიც სურს და შეცადოს, სული შთაბეროს, შექმნას მისგან რაღაც ღირებული. დავალების წინაპირობაა, რომ კეთების პროცესში ის ესაუბროს საკუთარ თავს, პრეზენტაციის დროს კი ჩვენ. ეს აქტივობა არა მხოლოდ აუმჯობესებს ბავშვის მეტყველებას, არამედ ავითარებს მის უნარ-ჩვევებს.

ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოფიო ქურასბედიანი ამბობს, რომ მეტყველების განვითარება აქტიური კომუნიკაციის გარეშე ვერ მოხდება, სწორედ ამიტომ, მშობლებსა და პედაგოგებს ურჩევს, აღწერილი აქტივობები გამოიყენონ.

ასევე იხილეთ:

„ცუდი ამინდი არ უნდა იყოს დაბრკოლება“ – რა ალტერნატივა გვაქვს სკოლაში, თუ აცივდა და ექსკურსიაზე ვერ მივდივართ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს მეტყველების გაუმჯობესებაში საკლასო ოთახსა და სახლში – პრაქტიკული სავარჯიშოები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

საგამოცდო კრებულები და ტესტის ნიმუშები, რითი სარგებლობაც 2023 წლის აბიტურიენტებს შეუძლიათ

$
0
0

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი EDU.ARIS.GE-სთან განმარტავს, რომ ქვემოთ მოცემული საგამოცდო კრებულებით, მასში მოცემული ინფორმაციითა და სხვადასხვა საგნებში ტესტის ნიმუშებით სარგებლობა 2023 წლის აბიტურიენტებს შეუძლიათ.

გაფრთხილება: პოსტი განახლებადია.

აბიტურიენტის საგამოცდო კრებულები საგნების მიხედვით

ქართული ენა და ლიტერატურა
(PDF, 09/11/2022, 17:20)

მათემატიკა – კრებული
მათემატიკა ტესტის ნიმუში
(PDF, 09/11/2022, 17:20)

ზოგადი უნარები
(PDF, 09/11/2022, 17:20)

ისტორია – კრებული და 2023 წლის ტესტის დავალების ნიმუში
(PDF, 09/11/2022, 17:20)

გეოგრაფია
(PDF, 09/11/2022, 17:20)

სამოქალაქო განათლება
(PDF, 09/11/2022, 17:20)

ბიოლოგია
(PDF, 09/11/2022, 17:20)

ქიმია
(PDF, 09/11/2022, 17:20)

ფიზიკა
(PDF, 09/11/2022, 17:20)

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
(PDF, 09/11/2022, 17:20)

ინგლისური ენა – კრებული და 2023 წლის ტესტის ნიმუში
მოსმენის დავალება
(PDF, 09/11/2022, 17:20)

გერმანული ენა
მოსმენის დავალება
(PDF, 09/11/2022, 17:20)

ფრანგული ენა
მოსმენის დავალება
(PDF, 09/11/2022, 17:20)

რუსული ენა
მოსმენის დავალება
(PDF, 09/11/2022, 17:20)

ლიტერატურა (არჩევითი გამოცდა)
(PDF, 09/11/2022, 17:20)

The post საგამოცდო კრებულები და ტესტის ნიმუშები, რითი სარგებლობაც 2023 წლის აბიტურიენტებს შეუძლიათ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


თუ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღდგენა ან ხელახლა აღება გვჭირდება და დაწესებულება აღარ არსებობს –პროცედურა

$
0
0

საგანმანათლებლო დოკუმენტების დაკარგვის, დაზიანების ან ახალის აღების სურვილის შემთხვევაში, EDU.ARIS.GE-ს მოქალაქეები ხშირად მიმართავენ და აღნიშნულისთვის საჭირო ქცევისა თუ შესაბამისი უწყებების თაობაზე ინფორმაციით ინტერესდებიან.

რომელ უწყებას უნდა მივმართო დიპლომის დაკარგვის შემთხვევაში თუ უნივერსიტეტი აღარ არსებობს?, ნიშნების ფურცელის ან სტუდენტის სასწავლო ბარათის აღდგენა და დადასტურება მჭირდება, როგორ უნდა მოვიქცე? ასეთი კითხვები სხვადასხვა პერიოდულობით აქტუალურდება და მათზე პასუხის დასაზუსტებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.

როგორც ცენტრში 11 ნოემბერს აგვიხსნეს, ნიშნების ფურცლის გაცემის კომპეტენცია აქვს მხოლოდდამხოლოდ სასწავლებელს და თუკი სასწავლებელი აღარ არსებობს, მაშინ უნდა მიმართოთ არქივს და არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, უნდა მოხდეს ამ დოკუმენტაციის მიღება. არქივის მფლობელი კი უნდა გაირკვეს შესაბამის რეესტრში, იგულისხმება საჯარო რეესტრი, ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის რეესტრი.

„განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ამის (ნიშნების ფურცლის ავტ.) აღდგენას არ უზრუნველყოფს, ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ ფაქტის დადასტურებას და დიპლომის აღდგენა ხდება ამ გზით, მაგრამ ნიშნების ფურცლის აღდგენა ჩვენი მხრიდან შეუძლებელია. თუ საარქივო დოკუმენტაციის მფლობებს აქვს ასეთი დოკუმენტაცია შენახული, შესაძლოა, ამის საფუძველზე მოხდეს საარქივო ცნობის გაცემა და შემდგომ ეს ნიშნების ფურცლის ფორმა დამოწმდეს“, – გვითხრეს ხარისხის ცენტრში.

ჩვენი ჩაკითხვის საფუძველზე ისიც განგვიმარტეს, რომ საარქივო დოკუმენტაციის მოძიება მაშინაც ხდება, როდესაც დიპლომის აღდგენას ეხება საკითხი და ამ შემთხვევაშიც უნივერსიტეტი აღარ არსებობს.

დიპლომის შემთხვევაში, მოქალაქე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში, ფაქტის დადასტურების განცხადებას წერს, რომლის საფასურიც 40 ლარია. საქმის წარმოება ერთი თვე გრძელდება (მისი დაჩქარება კი არ ხორციელდება) და ამის შემდეგ ხდება ფაქტის დადასტურება.  თუკი დადასტურდა ეს ფაქტი და ჩვენ გავეცით დადებითი ცნობა, ახალ დიპლომს ჩვენ ვბეჭდავთ და მისი ორ კვირაში დამზადების საფასურია 50 ლარი. ან, თუ პროფესიულ განათლებას ეხება და განათლების მართვის სისტემის მიერ არის დასაბეჭდი, EMIS (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) ბეჭდავს ჩვენი ცნობის საფუძველზე“, – განგვიცხადეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრის დამატებითი პასუხი ხშირად დასმულ კითხვაზე:

– როგორ უნდა მოვიქცე როდესაც ნიშნების ფურცელის/სტუდენტის სასწავლო ბარათის აღდგენა და დადასტურება მჭირდება, დაწესებულება კი საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილია?

– მსგავს შემთხვევაში უნდა მიმართოთ საგანმანათლებლო დაწესებულების საარქივოს მფლობელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მართალია დაწესებულებას არ ააქვს უფლება გასცეს ან შეეცვალოს საგანმანათლებლო დოკუმენტი, მაგრამ საარქივო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მას ააქვს ცნობის გაცემის უფლება , რომელშიც ასახული იქნება მოქალაქის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაცია, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული შეფასებები. შემდეგ კი შეგიძლიათ ცნობა წარმოადგინოთ ცენტრში, როგორც საგანმანათლებლო დოკუმენტი ნამდვილობის დადასტურების მიზნებისათვის.

ასევე იხილეთ:

როგორ ხდება და ვის შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობის დაკავება

The post თუ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღდგენა ან ხელახლა აღება გვჭირდება და დაწესებულება აღარ არსებობს – პროცედურა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„ძლიერ მოსწავლეებზე“ მონადირე რეპეტიტორები –ფარული განათლების კიდევ უფრო დაფარული მხარე

$
0
0

„16 დღეა რაც ქართულზე დავდივარ. თემა დავწერე და მასწავლებელს არ მოეწონა. მითხრა, თუ თემის წერას ვერ განავითარებ, გადიო. საერთოდ ყველაფრის მოტივაცია დავკარგე. ვფიქრობ, საერთოდ ყველა საგნიდან გავიდე, არ შემიძლია“, – ეს ტექსტი ერთ-ერთ აბიტურიენტს ეკუთვნის, რომელმაც გულისტკივილი სოციალურ ქსელში სპეციალურად აბიტურიენტებისთვის შექმნილი ჯგუფის წევრებს გაუზიარა.

წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თანატოლები და არა მხოლოდ, მის ავტორს ამხნევებდნენ, მასწავლებლის შეცვლასა და მოტივაციის შენარჩუნებას ურჩევდნენ. ბევრი აღმოჩნდა ისეთიც, ვინც მსგავს ისტორიას ყვებოდა და წერდა, რომ რეპეტიტორების მხრიდან „სუსტი“ მოსწავლეების უგულვებელყოფა და „ძლიერებზე“ ნადირობა, ბოლო წლებში, ჩვეულებრივი ტენდენცია გახდა. მეტიც – უკვე რთულად თუ შეხვდებით კარგ რეპეტიტორს, რომელიც „ყველანაირი დონის“ მოსწავლის აყვანაზე თანახმააო. გაირკვა ისიც, რომ რეპეტიტორის „სიკარგეს“, მშობელთა ნაწილი, დიდწილად, ამითიც ადგენს.

EDU.ARIS.GE სტატიაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ჩვენთან არაერთმა რესპონდენტმა საკუთარი მაგალითი გაამხილა, სპეციალისტები კი გვესაუბრნენ როგორც თავიანთი გამოცდილების შესახებ, ასევე, კონკრეტული ინსტრუქციები მისცეს აბიტურიენტებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ ვითარებაში, რომელთაგან ზოგიერთი გარემოება ასეთია:

– „მასწავლებელი, რომლის სახელს და გვარს არ ვასახელებ, მეუბნებოდა მაინც ვერ ისწავლი ამ საგანს და სხვაზე გადადიო. არა მარტო ჩემზე, სხვებზეც ამბობდა. გადავედით სხვა მასწავლებელთან და მაგ საგანს, ეროვნულებზე, დედა ვუტირეთ“.

– „რამდენიც გინდათ, იმდენია ეგეთი, რადგან „სუსტ“ ბავშვთან მუშაობას მეტი დრო და ენერგია მიაქვს, მეტი პასუხისმგებლობაა და პლუს, დაბალქულიანი ბავშვებით თვითპიარი აღარ გამოსდით. რომ ვაკვირდები, ბევრისთვის მთავარი სწორედ პიარია. ვიცი მასწავლებლები, რომლებიც შედარებით დაბალქულიანი ბავშვების ქულებს მალავენ, ხოლო მაღალქულიანი ბავშვების ქულების სქრინებს აფრიალებენ – ნახეთ, რა მაგარი მასწავლებლები ვართო. ასეთები თავის სახელს უფრთხილდებიან, მერე რომ თქვან, ამის მოსწავლეებმა მაღალი ქულები აიღესო“.

– „მე ვიცი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ჯერ ტესტს აწერინებს და შემდეგ წყვეტს მიიღოს თუ არა. ამის მერე ქულა მიეწერება მასწავლებელს და ალაპარაკდებიან როგორ მიიღო მისმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასება“.

– „ძლიერებს იმიტომ იყვანს, რომ პოპულარობა არ დაკარგოს. აბიტურიენტები და მისი მშობლები, რომლებიც წლის ბოლოს მასწავლებლებს ეძებენ, იმას კითხულობენ თუ რა ქულები აიღეს კონკრეტული პედაგოგის მოსწავლეებმა. დაბალ ქულებს რომ გაიგებენ, ჰგონიათ, მასწავლებელი არ ვარგა. თანაც, მასწავლებლები, რომლის მოსწავლეებიც მაღალ ქულებს იღებენ, მაღალ საფასურზე მუშაობენ და ძლიერ ბავშვებთან მუშაობით არც კი იღლებიან. წლის ბოლოს კი ბავშვის მაღალ ქულას მთლიანად თავის სახელს მიაწერენ. სუსტ მოსწავლეებთან მუშაობა ეზარებათ“.

– „თუ ყველა რეპეტიტორმა უარი უთხრა მოსწავლეს – სუსტი ხარო, მაშინ რა ქნას? საგანი თუ იმ დონეზე ვიცი, რომ ტესტი 20/20-ზე დაგიწერე, შენი ნასწავლი რაღა გამოდის?!“
მას შემდეგ, რაც EDU.ARIS.GE თემით დაინტერესდა და მეტი ინფორმაციის მოძიება დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ პრობლემა საკმაოდ ფესვგადგმულია და პედაგობების მხრიდან გაკეთებული უტაქტო რეპლიკები თუ შენიშვნები, მოსწავლეებზე, საკმაოდ დიდ გავლენასაც ახდენს. უმეტეს შემთხვევაში უარყოფითს, ზოგჯერ კი დადებითსაც კი.

სწორედ დადებითი გავლენა იქონია პედაგოგის უხეშმა კრიტიკამ ჩვენს პირველ რესპონდენტზე, რომელმაც მასწავლებლის „რჩევა“ შეეწყვიტა მათემატიკაში მომზადება იმ მიზეზით, რომ „მისგან მაინც არაფერი გამოვიდოდა“ სტიმულად აქცია და ერთადერთი, რაც შეწყვიტა, თავად ამ მასწავლებელთან ურთიერთობა იყო. შედეგად კი იგი, ახლა, წარმატებული სტუდენტი და არაერთი კონკურსის მონაწილეა.

„შარშან ვიყავი აბიტურიენტი. მათემატიკის რეპეტიტორმა, პირველივე დღეს, მოგვცა დავალება, რომელიც ვერ შევასრულე. მეორე დღეს კიდევ მოგვცა და კიდევ ვერ გავაკეთე, რადგან არ გვავაჯირშებდა. მაგის მერე, მერე ყოველ მისვლაზე მეუბნებოდა – წადი, სხვა საგანზე გადადი, ამას მაინც ვერ ისწავლიო. 10-ჯერ მაინც მითხრა ასე. მერე სხვა მასწაველებლთან გადავედი. 3 თვე ვიბრძოლე, იმედი არ მქონდა, მაგრამ გამოცდებზე მაინც მათემატიკა ჩავაბარე, დღეს სტუდენტი ვარ უმაღლეს მათემატიკას წარმატებით გავდივარ. ამავდროულად ლეონარდო და ვინჩის კონკურსის ფინალისტი ვარ“, – გვიყვება სტუდენტი.

„ამ საგანს ვერ დაძლევ“, „ამის სწავლას სხვანაირი ტვინი სჭირდება“, „ტყუილად მაცდენ“- მსგავსი შინაარსის ფრაზებისა და სხვა დამამცირებელი ეპითეტების მოსმენა კი ჩვენს მეორე რესპონდენტს უწევდა, რომელსაც პირობითად ნინოს დავარქმევთ. გოგონა ამბობს, რომ პედაგოგის მაშინდელმა სიტყვებმა მასზე იმდენად იმოქმედა, ახლაც კი, ორი წლის შემდეგ, უჭირს ამ თემაზე ანონიმურობის გარეშე ისაუბროს. აბიტურიენტობისას, კლასელებთან ერთად, განთქმულ ფიზიკის მასწავლებელთან მივიდა, მოსამზადებლად. მან ბავშვებს პირველივე გაკვეთილზე დავალება მისცა და ნინოს შედეგებით უკმაყოფილო დარჩა.

„მაშინვე უკმაყოფილება გამოხატა და მკითხა, ნამდვილად გინდა ამ საგანში მეცადინეობაო? მე გარანტიას ვერ მოგცემ, რომ ჩააბარებო. გავშრი, იმდენად არ მოველოდი. ვერ მივხვდი როგორ მიხვდა ერთი დავალების შესრულებით შევძლებდი თუ არა ამ საგნის სწავლას და რატომ ჩათვალა, რომ მთელი წელი არაფერს გავაკეთებდი“, – ყვება ნინო.

მას შემდეგ, აბიტურიენტი ყოველ გაკვეთილზე ისმენდა ფრაზებს – „რატომ წვალობ და მეც რატომ მაწვალებ, დედი, არ გირჩევნია რამე უფრო იოლი ისწავლო?“, „ფიზიკას სხვანაირი ტვინი სჭირდება“ და ა.შ. მისი თქმით, სულ გრძნობდა, რომ მასწავლებლისთვის ნინოს იქ ყოფნა არასასიამოვნო იყო. რცხვენოდა კლასელებისაც, რომლებიც ამ ყველაფერს ისმენდნენ. გოგონა ამბობს, რომ არ ზარმაცობდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც საყვედურებს იღებდა. საბოლოოდ, სხვა მასწავლებელთან გადავიდა, ინდივიდუალურ მეცადინეობაზე და გამოცდაზე საკმაოდ კარგი შედეგიც აჩვენა.

„იმდენად ჩამიკლა მოტივაცია, მართლა მჯეროდა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა. საგანზეც ამიცრუვდა გული, ჩაბარებაზეც. იმ ქალმა სერიოზულად დამიქვეითა თვითშეფასება, თუმცა, მერე მივხვდი, რომ მას უბრალოდ მზამზარეულად უნდოდა კარგი მოსწავლე, ვისთანაც შრომა არ დასჭირდებოდა, ისე მოუტანდა მაღალ ქულას. წლის ბოლოს ვნახე კიდეც მისი სიამაყით აღსავსე პოსტი სოციალურ ქსელში, თავისი მოსწავლეების ქულები ჰქონდა გამოფენილი. მხოლოდ მაღლები, რა თქმა უნდა. ვაპირებდი დამეწერა, რომ ამ ბავშვების მაღალი ქულები მისი დამსახურება არ იყო, მაგრამ მაინც თავი შევიკავე“, – ამბობს ნინო.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი ნატალია ბერიაშვილი უკვე 13 წელია მოსწავლეებს ამეცადინებს. EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში ყველანაირი სიძლიერის, მზაობისა და მოტივაციის მოსწავლე ჰყოლია. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სხვა მასწავლებლებმა უარით გამოისტუმრეს, რადგან „სუსტებად“ მიიჩნიეს. ის ადასტურებს, რომ პედაგოგების გარკვეული ნაწილი უფრთხილდება საკუთარ ავტორიტეტს და სურს ისეთი მოსწავლეები აიყვანოს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე მაღალ ქულებს მიიღებენ.
„თუ მაქვს შესაძლებლობა და დრო, აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს ვთანხმდები, მთავარია წერა-კითხვა იცოდეს. ყველას უნდა ჰქონდეს შანსი, გამოიყენოს საკუთარი უფლება და შესაძლებლობა. ზოგი მოსწავლე გვიან ვითარდება და უფრო ჯიუტად მიიწევს წარმატებისკენ, ვიდრე ისინი, ვისზეც საზოგადოებას მაღალი მოლოდინები აქვს. პატივად ვთვლი, თუ ამ წარმატების მონაწილე ვიქნები.

„ერთი მაგალითი მახსენდება: მშობელმა ბავშვი მოიყვანა, მოსამზადებლად. მივხვდი, ოჯახი არ ენდობოდა და მეცადინეობაში დახარჯულ ფულს ტყუილად გადაყრილად თვლიდა. ერთი თვის შემდეგ დავურეკე და ვუთხარი, არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი შვილი შეძლებს ჩაბარებას და იქნებ აღარ გავაგრძელოთ, თუმცა რაც ვიმუშავე არ გადამიხადოთ მეთქი. ცოტა ხანში ისევ დამიკავშირდნენ და მთხოვეს მეცადინეობის გაგრძელება. ვგრძნობთ, ძალიან განიცდისო. მაშინ შევშინდი და საკუთარი თავი გავკიცხე, რომ ეს შეცდომა დავუშვი. გავაგრძელეთ მეცადინეობა და იმდენად მოინდომა, რომ გამოცდებს თავი წარმატებით გაართვა. ასეთი ქულები მაქსიმუმს უდრის. არავინ იცის, ვინ, როდის, სად, რას და როგორ გამოიყენებს. მე ბარიერებს არ შევუქმნი, თუ შემიძლია დახმარება, დავეხმარები. თითოეული მოსწავლე, ჩემთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ქალბატონი ნატალია.

თემის კომენტირება და იმის შეფასება, თუ რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს მოზარდის ისედაც მყიფე ფსიქიკაზე მსგავსი შინაარსისა და ფორმის კრიტიკამ თუ ეპითეტებმა, განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის სპეციალისტს ლელა ტყეშელაშვილს ვთხოვეთ, რომელიც ამბობს, რომ ფსიქოლოგიაში არსებობს „დასწავლილი უმწეობის“ ცნება.

მასში დიდი როლი მიუძღვით სწორედ აღმზრდელებს, მასწავლებლებს, მშობლებს. მისგან თავის დაღწევა კი თავად იმ ადამიანმა უნდა სცადოს, რომელსაც ასეთი უმწეობა შთააგონეს- „ის არ უნდა შეეგუოს აზრს საკუთარი უმწეობის შესახებ“, – აღნიშნავს ქალბატონო ლელა.

სპეციალისტი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლის მიმართ მასწავლებლის მოლოდინებია. ადამიანის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინი აუმჯობესებს მისი შრომის ნაყოფიერებას და შედეგს, დაბალი მოლოდინი კი გაპასიურებას, მოტივაციის დაქვეითებას, შედეგების გაუარესებას იწვევს და იგივე ხდება სწავლის პროცესშიც – მოსწავლეები არაცნობიერად „იწყებენ“ მისდამი მასწავლებლის როგორც მაღალი, ისე დაბალი მოლოდინის გამართლებას. თუნდაც მასწავლებელი ამას ხმამაღლა არ გამოხატავდეს.

მასწავლებლის პროფესიონალიზმის განუყოფელი ნაწილიც, მისი შეფასებით, სწორედ ეს არის – გააცნობიეროს, რომ მოსწავლეების მიმართ უნდა ჰქონდეს მიუკერძოებელი, სტერეოტიპებისაგან თავისუფალი დამოკიდებულება.

„პედაგოგს თავად უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლის უნარი და ეს დამოკიდებულება მოსწავლეებმა მისგან უნდა იგრძნონ. იგი თანაბრად უნდა ააქტიურებდეს ყველა მოსწავლეს, არ უნდა ჰყავდეს ფავორიტი და გარიყული მოსწავლეები. თუკი აფასებს მოსწავლეებს, მათთვის ცნობილი უნდა იყოს კრიტერიუმები და იცოდნენ, როგორ გააუმჯობესებენ შედეგებს. მუდმივად ორიენტირებულები იყვნენ პროგრესსა და საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენაზე“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ჩვენს კითხვაზე, როგორ უნდა მოახერხოს მოზარდმა მისთვის ისედაც რთულ და სტრესულ პერიოდში გაუმკლავდეს არაჯანსაღ დამოკიდებულებას და არ მოექცეს ნეგატიური შეფასებების გავლენის ქვეშ, რაც, საბოლოო ჯამში მის მოტივაციასა და თვითრწმენას აქვეითებს, ქალბატონი ლელა გვპასუხობს, რომ საუკეთესო გზა აზრობრივად დისტანცირებაა. იმის გააზრება, რომ ის, რასაც სხვებისგან ისმენს, მხოლოდ მათი შეხედულებაა და არა რეალობა.

აქვე, იგი მოსწავლეებისთვის რამდენიმე რჩევასაც გვიზიარებს:

  • მიაქციეთ ყურადღება, რასაც სხვა თქვენზე ამბობდა, არ გადაიქცეს თქვენს შეხედულებად საკუთარ თავზე. ის, რომ ვიღაც ფიქრობს, წარუმატებელი ან წარმატებული იქნებით, არ ნიშნავს, რომ რეალობაც ასეთივე იქნება;
  • როცა ადამიანი საკუთარ შესაძლო წარუმატებლობაზე ფიქრობს, აზრები და იდეებიც მხოლოდ ამ მიმართულებით მოსდის. თუ თქვენს აზროვნებას წარმატების შესაძლო გზებსა და საშუალებებზე მიმართავთ და წარუმატებლობაზე ფიქრს დროებით მაინც თავს დაანებებთ, თქვენი გონება ამ მიმართულებით შემოგთავაზებს იდეებსა და გამოსავალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოსინჯოთ და ნახოთ, რა ამართლებს და რა – არა;
  • სთხოვეთ მასწავლებელს, ზოგადი შეფასების ნაცვლად, კონკრეტულად მიგითითოთ, რა ასპექტში უნდა გააუმჯობესოთ თქვენი შედეგი;
  • დაიწყეთ წინსვლა თანმიმდევრულად და ყველაფერზე ერთბაშად ნუ იქნებით ორიენტირებული;
  • ნუ დაისახავთ მიზნად შედეგს – კონკრეტულ ქულას ან რეიტინგს, ორიენტირებული იყავით პროცესის ხარისხიანად წარმართვაზე – რას იმეცადინებთ რამდენს და როგორ – და შედეგიც უკეთესი იქნება;
  • მასწავლებლის შენიშვნა გამოიყენეთ როგორც გააქტიურების რესურსი – არ დაფიქსირდეთ მხოლოდ წყენასა და უსამართლობაზე, თუმცა გულწრფელად უთხარით მასაც და მშობელსაც, თუ რას განიცდით;
  • თქვენ თვითონ გაეცანით შეფასების კრიტერიუმებს გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე, ნახეთ ნიმუშები, როგორ ფასდება ნაშრომები, მოისმინეთ ინტერვიუები საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელებთან;
  • ესაუბრეთ თქვენს თანატოლებს, ვინ როგორ შრომობს, რა სირთულეებს აწყდებიან და როგორ ძლევენ მათ, თქვენც გაუზიარეთ გამოცდილება. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თქვენი შესაძლებლობების უფრო რეალისტურ შეფასებაში, გააქტიურებასა და საკუთარ ცოდნასა და მიღწევებზე პასუხისმგებლობის აღებაში.

ასევე იხილეთ:

ვისი „ბრალია“ რეპეტიტორის აუცილებლობა: სკოლა? სისტემა? მოსწავლე? მშობელი? პედაგოგის დაბალი კომპეტენცია?

The post „ძლიერ მოსწავლეებზე“ მონადირე რეპეტიტორები – ფარული განათლების კიდევ უფრო დაფარული მხარე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

„რასაც სწავლობენ ჭადრაკის გაკვეთილებზე, მიზნებთან შედარებით ზღვაში წვეთია“ –ჭადრაკის სტანდარტი და რეალობა

$
0
0

რვა ნოემბერს, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და ცვლილებების შესაბამისი 11 დანართი გამოქვეყნდა. კერძოდ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაწყებითი საფეხურის სხვადასხვა საგნის სტანდარტი მასში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად გაიწერა. რაც შეეხება ჭადრაკს, ამ საგნის სტანდარტი ახალია იმდენად, რამდენადაც პირველ კლასში მისი შესწავლა 2022-2023 სასწავლო წელს დაიწყო.

ახალი სტანდარტის ავტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ჭადრაკის სწავლა-სწავლებას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს დაწყებითი საფეხურის მისიისა და მიზნების რეალიზებაში.

სამინისტროს გათვლით, ჭადრაკის შესწავლის საფუძველზე მოსწავლეს აქცენტირებულად გამოუმუშავდება ფუნქციურ-კომპონენტური უნარები, რომელთა აქტუალიზებაც ხელს შეუწყობს სხვა საგნების სწავლებასაც. ასევე, ისეთი უნარების განვითარებას მოსწავლეებში, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა და ხასიათი/ნება/წრთობა.

14 ნოემბერს, EDU.ARIS.GE პირველკლასელი მოსწავლეების მშობლებს ესაუბრა და ჰკითხა, ორი თვის თავზე, ამართლებს თუ არა მათთვის ჭადრაკის გაკვეთილები იმ მისიას, რომელიც საგნის სტანდარტით აქვს დადგენილი და როგორ აფასებენ საგნის სწავლების აუცილებლობას.

პირველკლასელი მოსწავლის მშობელი საქართველოს ერთ-ეთი რეგიონის ქალაქიდან გვპასუხობს, რომ საგნის სწავლების შედეგებს ორი თვის თავზეც ვერ შეაფასებს, რადგან მისი შვილის სკოლაში ჯერ არც ჭადრაკის დაფა და არც ფიგურები მოუტანიათ. „ჩვენს სკოლაში ჭადრაკის გაკვეთილი ჯერ არ ტარდება და ველოდებით, როდის მოიტანენ სასწავლო ინვენტარს“, – გვითხრა პირველკლასელის მშობელმა.

ჩვენი მეორე რესპონდენტი, ორი შვილის დედა და თბილისის ერთ-ერთი საჯაროს სკოლის პირველკლასელის მშობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სიახლის შეტანა მათთვის სასიხარულო იყო, რადგან ბავშვი სკოლაში მისვლამდეც სწავლობდა ჭადრაკს და თვლიდნენ, რომ საგაკვეთილო ფორმატში ცოდნას უფრო გაიღრმავებდა. თუმცა, მოლოდინი არ გაუმართლდათ და მეორე სემესტრიდან ჭადრაკის მასწავლებელთან კერძო გაკვეთილებს გეგმავენ.

გვიხსნის, რომ არ ეგონა, თუ ჭადრაკის საგნის სტანდარტი ასეთ მიზნებზე გასვლას გულისხმობდა, რადგან რეალური საგაკვეთილო პროგრამა, გაწერილ მიზნებთან შედარებით, ზღვაში წვეთია.

„სტანდარტული პირველი კლასელი ბავშვისთვის, კვირაში ერთი დღე ჭადრაკი იმ ფორმით, რა ფორმითაც სკოლაში ისწავლება, იმ ჩამონათვალისთვის, რაც გათვალისწინებული და ჩადებულია მიზნებად ჭადრაკის შესწავლისთვის, ზღვაში წვეთია. ეს პროგრამა, რაც სკოლაშია ვერსაიდან და ვერანაირად დააკმაყოფილებს სტანდარტში მოცემულ ამ ჩამონათვალს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა შვილმა იქამდეც იცოდა ჭადრაკი და სკოლაშიც ძალიან მარტივად უღებს ალღოს, იმისთვის, რომ ნამდვილად მივიღოთ შედეგად, რაც ამ ჩამონათვალშია, ჩვენ ვგეგმავთ, მეორე სემესტრიდან, (რაც სკოლის დაწყებამდეც გვქონდა გადაწყვეტილი), ავიყვანოთ სპეციალურად ამისთვს მასწავლებელი, რომელიც ცოტა უფრო სხვა დონეზე შეგვასწავლის ჭადრაკს“, – გვიხსნის მშობელი.

პირველკლასელის დედა ამბობს, რომ სკოლა დღეს ელემენტარულ დონეზე ახერხებს ჭადრაკის სწავლებას და იმას, რაც მას სურს შვილისთვის, ვერ იღებს.

„გაკვეთილს კვირაში ერთი დღე ეთმობა და ვფიქრობ, ეს 30 წუთი, რომელიც კლასში აქვთ დათმობილი, არასაკმარისია, თუნდაც კრიტიკული აზროვნების განვითარების კუთხით, რომელიც სტანდარტშია მოხსენიებული. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველა პანდემიის ბავშვების მშობლები ვართ და ჩვენი შვილების დიდი ნაწილი სრულად მოწყვეტილი იყო მათთვის აუცილებელ გარემოს. შედეგად კი, დღეს კომუნიკაცია უჭირთ, აქვთ ტექნოლოგიების გავლენა. პანდემია ნამდვილად იყო პრობლემა და ის, რაც სტანდარტშია ნაჩვენები, მართლაც ოცნებაა, ამდენი რამ თუ შედიოდა მიზნებში, ნამდვილად არ წარმომედგინა“, – დასძენს მშობელი.

EDU.ARIS.GE-სთვის მშობლებისგან გაზიარებულ ინფორმაციიდან გავიგეთ, რომ კვირაში ერთხელ მათ ეგზავნებათ შაბლონების სახით კონკრეტული ფოტოები ჭადრაკის სახელმძღვანელოდან, თუმცა წიგნი იმდენად დიდია, რომ ფიქრობენ, მისი სრულყოფილი გავლაც ამ სახით ვერ მოესწრება. მშობლების ნაწილს შვილების მეცადინეობაც უჭირს ამ საგანში და სკოლებს ორი თვის თავზე არც იმის შესახებ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რამდენად კარგად მომზადებულები მიდიან მათი შვილები ჭადრაკის გაკვეთილზე. „ერთის მხრივ მშობლები იმტვრევენ თავს და არ იციან, როგორ ამეცადინონ შვილები და მეორეს მხრივ, მოსწავლე ცალკე წვალობს“.

მშობლის ამგვარი შეფასების კვალდაკვალ, EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ სტანდარტში არსებულ ჩანაწერს და იმ მისიას, რაც ამ საგანს აკისრია:

მიზნები და ამოცანები

ჭადრაკის სწავლების პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:

1. ჭადრაკის ფიგურების შესაძლებლობების გაანალიზება; იდეების გენერირება ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანების შესრულებისას (კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა):

  • მოიყვანოს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი დევს თითოეული სვლის უკან (მაგალითად, მოცემულ პოზიციაში ქიშის მოგერიების საშუალებების გაანალიზებისას);
    ჭადრაკის თამაშისას/საჭადრაკო ამოცანებზე მუშაობისას პოზიციის შეფასება (მაგალითად, დაცული და დაუცველი ფიგურების ერთმანეთისგან გარჩევა); სხვა მსგავსი სიტუაციების გახსენება/ანალოგიების ამოცნობა;
  • თამაშის დროს (მაგალითად, დაუცველ ფიგურაზე იერიშისას, ძლიერ ფიგურაზე იერიშისას, ცენტრის დაკავების მცდელობისას, მეფეზე იერიშისას) საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად გაანალიზება; ვარაუდების გამოთქმა სხვადასხვა სიტუაციაში ფიგურის ღირებულებასთან დაკავშირებით; ფიგურების ღირებულებების ერთმანეთთან შედარება;
  • ფიგურების ღირებულების გადაფასება (მაგალითად მეფეზე შეტევის დროს) თამაშის დროს გაკეთებული დასკვნების/ გამოთქმული ვარაუდების საფუძველზე; ყურადღების გამახვილება დეტალებზე, რომლებმაც ფუგურის ღირებულების გადაფასება გამოიწვია;
  • იდეების განზოგადება/ალტერნატივების ძიება თამაშის დროს წარმოქმნილი პრობლემის გადასაჭრელად/ დასახული მიზნების განსახორციელებლად; ანალიზის პროცესში დეტალებზე ყურადღების მიქცევა;
  • ალგორითმების / კანონზომიერებების აღმოჩენა და გაანალიზება ჭადრაკის თამაშის პროცესში (მაგალითად, შავ და თეთრ უჯრებთან, ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და დიაგონალურ ხაზებთან დაკავშირებით).

2. თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობა საჭადრაკო სიტუაციების ანალიზის პროცესში (კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა):

  • ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას მასწავლებლის/თანაკლასელების აქტიური მოსმენა; საკუთარი სათქმელის ნათლად და შინაარსიანად გამოხატვა;
  • ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას ღიაობისა და კეთილგანწყობის გამოხატვა მასწავლებლის/თანაკლასელების მიმართ;
  • ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული მოსაზრებების/კომენტარების მიმართ;
  • ჭადრაკის დაფასთან თამაშის ქცევის წესების დაცვა (მისალმება, გამარჯვების მილოცვა).

3. თვითრეფლექსია საჭადრაკო ამოცანებზე მუშაობის პროცესში (ხასიათი ნება).

  • ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას კონკრეტული მიზნის დასახვა; მიზნის მიღწევისთვის საჭირო გეგმისა და სტრატეგიების გაანალიზება;
  • ჭადრაკის თამაშისას / საჭადრაკო ამოცანაზე მუშაობისას საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლა და გაანალიზება.

სასწავლო კურსის ფარგლებში ზემოთ მოცემული კომპეტენციების განვითარება უნდა მოხდეს შემდეგ საკითხებზე დაყრდნობით:

შინაარსობრივი პრიორიტეტები

ამავე თემაზე:

150 000 ლარი 4 000 პედაგოგისთვის – რა ჯდება ჭადრაკში მასწავლებელთა გადამზადება და კიდევ რა ხარჯებს გაიღებს განათლების სამინისტრო

„სკოლები სთავაზობენ იმას, რაც აინტერესებთ ბავშვებს, ჩვენთან პირიქითაა“ – პედაგოგი ჭადრაკის სავალდებულო საგნად შემოტანაზე

The post „რასაც სწავლობენ ჭადრაკის გაკვეთილებზე, მიზნებთან შედარებით ზღვაში წვეთია“ – ჭადრაკის სტანდარტი და რეალობა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

CIU გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სიმსივნური ახალწარმონაქმნებისა და სხვა არაინფექციური დაავადებების სინერგიული კომბინირებული მკურნალობის უახლესი ტენდენციები. ბიო და ნანოტექნოლოგიები მედიცინასა და ფარმაციაში“ მონაწილეობის მისაღებად.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს, ევროპისა და აზიის უნივერსიტეტების ძირითადი და მოწვეული აკადემიური პერსონალის, მკვლევრების, დოქტორანტურის და მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ!

07.12.2022-08.12.2022, თბილისი, საქართველო.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 17.11.2022 – კონფერენციაზე დარეგისტრირებისა და თესიზების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 23.11.2022 – აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობისა და თეზისების გამოქვეყნების შესახებ;
  • 07.12.2022 – კონფერენციის გახსნა.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.

საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს.

კონფერენციის სამეცნიერო პანელები:

07.12.2022 (კონფერენციის პირველი დღე)

პანელი: სიმსივნური წარმონაქმნების სინერგიული კომბინირებული მკურნალობის უახლესი ტენდენციები.

08.12.2022 (კონფერენციის მეორე დღე)

პანელი: ბიო და ნანოტექნოლოგიები მედიცინასა და ფარმაციაში

სექციები:

  • ჰადრონული თერაპიის საქართველოში დანერგვისა და განვითარების პერსპექტივები და პროტონული თერაპიის ახალი მიმართულებები;
  • ნანოკომპოზიტების სინთეზი და კვლევა სიმსივნური ახალწარმონაქმნებისა და სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატებში მათი სინერგიული გამოყენების მიზნით.

კონფერენციის სამუშაო ენები:

ქართული
ინგლისური

აუცილებელი მოთხოვნები:

კონფერენციაში დამოუკიდებელი მონაწილეობა შეუძლიათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძირითად და მოწვეულ აკადემიურ პერსონალს (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) და მკვლევრებს, დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე, საქართველოს, ევროპისა და აზიის უნივერსიტეტების პროფესორებს, მკვლევრებს, დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ავტორთა კოლექტივის წევრი შეიძლება იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი.

კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს.

დასაშვებია ერთი აპლიკანტის მიერ ერთზე მეტი ნაშრომის წარმოდგენა.

თეზისები შესრულებული და წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

თეზისის ტექსტში სიმბოლოების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 700 და არაუმეტეს 1000 სიმბოლოსი;

ინფორმაცია მონაწილეთათვის:

კონფერენციის საგამომცემლო კომიტეტში წარმოდგენილი ყველა მიღებული ნაშრომის თეზისი გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე კონფერენციის პროგრამასთან ერთად.

საპროგრამო და საგამომცემლო კომიტეტების მიერ შერჩეული ნაშრომების სრული ტექსტები, ავტორებთან შეთანხმებით, განსახილველად და გამოსაქვეყნებლად გადაეცემა Scopus, PubMed/Medline, INSPEC, Scimago, Google Scholar მონაცეთა ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებს.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეულ ძირითად მომხსენებლებს (Keynote speakers) ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა არაუმეტეს 30 წუთისა.

ყველა სხვა მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა არაუმეტეს 20 წუთისა.

დისკუსიისათვის გამოყოფილია 10 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: bionanotech@ciu.edu.ge

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში – Conferenceinfo.

The post CIU გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

$
0
0

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 ნოემბერს ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის კონსული, ბატონი პიოტრ პომიანოვსკი და პოლონეთის ელჩის მოადგილე, ბატონი მარიუშ პიეტჟაკი.

სტუმრებს შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა გორის უნივერსიტეტის მიერ განხორცილებეული სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების შესახებ, რომლებიც უკავშირდებოდა ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს. ასევე, ორი ქვეყნის მეგობრობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბატონი თამაზ შიოშვილი, რომელმაც პოლონელ ერს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნისთვის პოლონურ-ქართული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სტუმრები გორის უნივერსიტეტში არსებულ ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში შეხვდნენ სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, პოლონური ფესვების მქონე მოქალაქეებს და იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც გორის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პოლონეთში იღებდნენ განათლებას.

შეხვედრას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, რომელთაც ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წმინდანის, გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობასა და ღვაწლზე პოლონურ-ქართულ ურთიერთობებში.

უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს მარშალ იოსებ პილსუდსკის სკვერი, რომელიც გორში რამდენიმე წლის წინ, ვარშავის უნივერსიტეტის და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ, მეუფე ანდრიას მხარდაჭერით გაიხსნა.

პოლონეთის კონსულმა საქართველოში, ბატონმა პიოტრ პომიანოვსკიმ, აღნიშნა, რომ გორთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს პოლონეთის საელჩოს და მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ პოლონეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი გორელებთან ერთად აღნიშნეს.

საელჩოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს საჩუქრად გადასცეს წიგნები: საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის ავტორობით გამოცემული წიგნი “პოლონელი ქუთაისიდან“, წიგნში აღწერილია დევნილობაში მყოფი პოლონეთის პრეზიდენტის, ვლადისლავ რაჩკევიჩის ცხოვრება, რომელიც ქუთაისში დაიბადა. მეორე წიგნი კი ქუთაისში გადმოსახლებული პოლონელი ტყვეების ბედზეა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან საუბრის შემდეგ, დაიგეგმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართოს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი ტყვეების შესახებ, დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმის ჩვენება.

The post გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

Viewing all 14596 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>