თბილისის 39-ე და 45-ე საჯარო სკოლაში, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, რამდენიმე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
როგორც მშობლებმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, 39-ე სკოლაში ვირუსი რამდენიმე მოსწავლეს, ხოლო 45-ე სკოლაში მანდატურს, დარაჯსა და მოსწავლეებს დაუდასტურდათ.
„დაწყებით კლასშია ჩემი შვილი, მანდატურებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, მათ ბავშვებთან პირდაპირი შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ სკოლაში რამდენიმე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ჩვენი კლასი დადის და გითხრათ სიმართლე, ვეღარ ვხედავ აზრს სახლში გამოვკეტო ბავშვი. ოჯახის წევრები სამსახურებში დავდივართ და დაცულები არავინ აღარ ვართ, სახლში რომ ჩავკეტო შეიძლება მაინც მივიტანოთ ეს ვირუსი”, – ამბობს 45 -ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
მშობლების თქმით, კლასები დისტანციურ სწავლებაზე 2 კვირის განმავლობაში დარჩება.




