ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ 14 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, განხილვის პროცესი მიმდინარე წლის 1-ელ მაისს დასრულდება.
აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ ელექტრონულად ვებგვერდზე: grifireba.emis.ge.
„გაზიარებული შენიშვნები/რეკომენდაციები აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება“, – წერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
ასევე იხილეთ:
რა პრობლემები რჩება სასკოლო სახელმძღვანელოების დამტკიცების პროცესში და რას არ აკეთებს სამინისტრო
რის შეცვლას ითხოვს სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებში სახალხო დამცველი
სასკოლო წიგნებისა და სკოლების სხვა რესურსების ეფექტიანობას პარლამენტში შეაფასებენ
The post სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების შესრულება სავალდებულო იქნება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.








