შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით.
2022 წლის აბიტურიენტების მიერ არჩეული საგნებიდან ყველაზე მეტი ისტორიას ჩააბარებს, სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ისტორია აირჩია 21800 – მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა – 13 800 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია – 3400 – ზე მეტმა აბიტურიენტმა;
გეოგრაფია – 1300 – მდე აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება – 600-მდე აბიტურიენტმა;
ლიტერატურა – 800 – მდე აბიტურიენტმა;
ქიმია – 2600 – მდე აბიტურიენტმა;
ფიზიკა – 350 – მდე აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 200-მდე აბიტურიენტმა.
2022 წელს აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე, 14 აპრილის 18:00 საათამდე დაემატებინათ ან ამოეშალათ ჩამონათვალიდან ნებისმიერი გამოცდა.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პროგრამების არჩევისა და წაშლის საშუალება გამოსაცდელებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება. 2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
The post ცნობილია რომელი არჩევითი საგანი რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია – გამოცდები 2022 first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.





