Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია“ –პედაგოგი მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასების გამოცდილებით

$
0
0

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლის IV-IX კლასების მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარება იგეგმება. მოსწავლეებს მასწავლებლები დამოუკიდებლად შეაფასებენ. შეფასებას მხოლოდ განმავითარებელი ფუნქცია ექნება, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული ქულების ნაცვლად, მოსწავლეები სხვადასხვა საგნის პედაგოგებისგან სარეკომენდაციო კომენტარებს მიიღებენ. როგორც განათლების რეფორმების ჯგუფის ექსპერტები განმარტავენ, შეფასებები მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრასა და შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

ის, რაც უნდა ვიცოდეთ მოსწავლის დიაგნოსტიკური წერის შეფასებისას – ნიკო სილაგაძე

ნებაყოფლობითია თუ არა დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარება

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ ხედავენ დიაგნოსტიკური შეფასების საჭიროებას თავად მასწავლებლები, არიან თუ არა ისინი მზად ამ სიახლისთვის და როგორია მათი მოლოდინები. ჩვენი რესპონდენტი, ანი ურუშაძე, თბილისის 133-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დიაგნოსტიკურ შეფასებაზე მუშაობის გამოცდილება აქვს როგორც სემესტრის დასაწყისში, ასევე სემესტრის ბოლოს. აქტიურად იყენებეს მსგავს ინსტრუმენტს როგორც მოსწავლის, ასევე საკუთარი სწავლა-სწავლების სტრატეგიის შესამოწმებლად, თუმცა აქვე ამბობს, რომ დიაგნოსტიკურ ტესტში განმავითარებელი კომენტარის კომპონენტით მოსწავლეთა შეფასება საკმაოდ დიდ დროსა და შრომასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასწავლებელს ბევრი მოსწავლე ჰყავს.

– ანი, პირველ რიგში გკითხავთ, რამდენად ხშირად მიმართავთ დიაგნოსტიკას მოსწავლის შეფასების მიზნით, როგორია თქვენი გამოცდილება და პედაგოგიური პრაქტიკა?

– ამ ეტაპზე ვასწავლი როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურზე, ჯამში დაახლოებით 300-მდე მოსწავლეს. გარდა ამისა, ონლაინ სწავლების რეჟიმში დამატებით მიწევს მუშაობა ჩემს აღსაზრდელებთან. ჩემი საგნის, სამოქალაქო განათლების თემატური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საჭიროება მუდმივად მაქვს გავაკონტროლო გაცემული და მიღებული, ათვისებული ცოდნის დონე. ჩემთვის კარგი ორიენტირია, დავსახო სამომავლოდ ბევრად შედეგიანი მეთოდოლოგია და სწავლის სტრატეგიები. ვიტყვი, რომ ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია, ტესტების შედგენის დროს ბევრი კომპლექსური ფაქტორია გასათვალისწინებელი, ნათლადაა ჩამოსაყალიბებელი შეფასების კრიტერიუმებიც. თითოეული მოსწავლის ნამუშევარს აუცილებლად თან ვურთავ განმავითარებელ კომენტარს, რომელშიც გარდა მოსწავლის წახალისებისა, აუცილებლადაა გადმოცემული ჯანსაღი კრიტიკა და რეკომენდაციები სამომავლო პროგრესისთვის. მსგავსი პრინციპით მუშაობენ ჩემი კოლეგებიც თავიანთ საგნებში. რასაკვირველია, დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა საუკეთესო შედეგზე გასვლისთვის აუცილებელია, რომ ამ პრაქტიკას ვიყენებდეთ.

– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, იქნებ უფრო ვრცლად გვიპასუხოთ, რა დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს დიაგნოსტიკურ შეფასებას მოსწავლეებისთვის და პედაგოგისთვის?

– ზოგადად, განმავითარებელი კომენტარით მოსწავლის შეფასება მყისიერი უკუკავშირია. ის ეხმარება მოსწავლეს საკუთარი ცოდნის შეფასებასა და ხარვეზების გამოსწორებაში. მეც, როგორც პედაგოგს, მსგავსი ტიპის უკუკავშირი მეხმარება, უფრო დეტალურად და გასაგებად ჩამოვაყალიბო ჩემი შეხედულება და მოსწავლის მოტივაცია, მისი სწავლისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად წავახალისო. ჩემი განმავითარებელი შეფასება აქცენტს ყოველთვის დადებითზე აკეთებს, თუმცა ისევ ჩემივე მოსწავლეების საკეთილდღეოდ, მასში აუცილებლადაა წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი, რომელშიც ნათლად გამოვხატავ იმას, თუ რას ვითხოვ მოსწავლისგან და გზებსაც ვაჩვენებ ამ პროგრესის მისაღწევად. საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ განმავითარებელ კომენტარებს დადებითი გავლენა აქვს მოსწავლეთა ცოდნის დონესა და მათ მოტივაციაზე. ისინი დაინტერესებული არიან, რომ მოისმინონ კომპეტენტური პირების მითითებები, აქვთ სურვილი და რეალური ინტერესი რომ განვითარდნენ და არა მხოლოდ მიაღწიონ სწავლას სწავლისთვის, არამედ სწავლას ცოდნისა და სამომავლო წარმატებისთვის. ასე რომ, ამ ტიპის უკუკავშირი ორმხრივად სარგებლიანია, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე ჩვენთვის- პედაგოგებისთვის.

– სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია, რა მოლოდინები გაქვთ როგორ შედეგებს ელოდებით თქვენი მოსწავლეებისგან?

– დიდი ინტერესით ველოდები ჩემი მოსწავლეების შედეგებს, მოლოდინი პოზიტიური და ოპტიმისტურია, მჯერა ჩვენი აღსაზრდელები თავიანთ ცოდნას მაქსიმალურად გამოავლენენ და რაც მთავარია, თავად ისიამოვნებენ ამ პროცესით, რადგან ის დაეხმარება მათ ადეკვატურ თვითშეფასებასა და სამომავლო განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს, მჯერა ისინი ღირსეულად გაართმევენ თავს ამ საინტერესო გამოწვევას, გაამართლებენ ჩვენს იმედებს, ჩვენი სკოლა კი თავის მხრივ მზადაა, მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ეფექტურად და მოსწავლეებზე მაქსიმალურად ორიენტირებულად დაგეგმოს მომდევნო სასწავლო წლები და სწავლა-სწავლების პროცესი.

ამავე თემაზე:

სკოლებში მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასებისთვის ტესტირება ჩატარდება – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა

ის, რაც უნდა ვიცოდეთ მოსწავლის დიაგნოსტიკური წერის შეფასებისას – ნიკო სილაგაძე

მოამზადა მზეო შველიძემ

The post „ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია“ – პედაგოგი მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასების გამოცდილებით first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


საოცრად გემრიელი ტკბილი ტოსტი


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Killing Eve / ევას მკვლელობისას (ქართულად)


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>