Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

14 აპრილი უქმე დღედ არ გამოცხადდება –განათლების კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა

$
0
0

14 აპრილი უქმე დღედ არ გამოცხადდება და მის სახელში სამართლებრივ ცვლილებაზე, შესაძლოა, მსჯელობა გაგრძელდეს.

როგორც დღეს საკანონმდებლო წინადადების განხილვისას განათლების კომიტეტზე ითქვა, რადგან 14 აპრილი აქამდე უქმე დღედ არ იყო გამოცხადებული, ბაღები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ამ დღეს ჩვეულებრივად მუშაობენ, ამით არ კნინდება 14 აპრილის მნიშვნელობა და ქართველი ერისთვის ის განსაკუთრებული დღეა.

კომიტეტმა განმარტა ისიც, რომ საკითხზე კონსულტაციები გაიარეს აკადემიურ წრეებთან, სახელმწიფო ენის დეპარტამენტთანაც და მის ხელმძღვანელობასაც ანალოგიური პოზიცია გააჩნია.

კომიტეტზე საპირისპირო მოსაზრებაც გამოითქვა, რომ სწორედაც აუცილებელია ამ დღის უქმე დღედ გამოცხადება და მისი მნიშვნელობის გაზრდა, როგორც განსაკუთრებული და გამორჩეული, შეუმღვრეველი დღისა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე რატი ფუტკარაძემ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმართა და ითხოვს, 14 აპრილი სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადდეს.

როგორც მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების თაობაზე წერილში ვკითხულობთ, დღევანდელი მდგომარეობით, 14 აპრილი აღინიშნება როგორც „დედაენის დღე“ და ეს ტერმინი არ შეესაბამება იმ ისტორიულ მოვლენას, რომლის გამოც ჩვენი სახელმწიფო 14 აპრილს აღნიშნავს.

“1978 წლის 14 აპრილს ხალხი ქუჩაში გამოვიდა არა დედაენის დასაცავად, არამედ სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად. გამომდინარე აქედან, 14 აპრილი არის და სამართლებრივადაც უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ენის დღედ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რატი ფუტკარაძე.

ცვლილების ინიციატორი საკუთარ საკანონმდებლო წინადადებას ურთავს ქართველოლოგის ტარიელ ფუტკარაძის წერილს “ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები”.

განათლების კომიტეტმა სხდომის დასასრულს წინადადებას კენჭი უყარა და 14 აპრილის უქმე დღედ გამოცხადების მომხრე მხოლოდ ორი წევრი იყო.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩანაწერში ამ დღის უფრო აღმატებულ მოხსენიებას, კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის მზადაა ამაზე მსჯელობა გაგრძელდეს და სამუშაო ჯგუფი შეიკრიბოს. კომიტეტისთვის დედაენის დღისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება საკანონმდებლო დონეზე მისაღებია.

The post 14 აპრილი უქმე დღედ არ გამოცხადდება – განათლების კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ლობიო ძმრით


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>