Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

წელს პირველკლასლი 55 000-მდე ბავშვი გახდება –რამდენი ვაკანტური ადგილი დარჩა და როდის შეგიძლიათ მობილობა

$
0
0

საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ, დილის 09:00 სათიდან დაიწყება და 2022-2023 სასწავლო წლისთვის დაახლოებით 55 000-მდე პირველკლასელს ელოდებიან.

როგორც EDU.ARIS.GE -ს 23 მაისს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, რეგისტრაციის პირველი და მეორე ეტაპის შემდეგ, ამ მომენტისთვის დარჩენილია 43 842 ვაკანტური ადგილი.

სულ გამოყოფილი ადგილებიოს რაოდენობა 69 208-ს შეადგენდა და უკვე რეგისტრირებულია 25 366 პირველკლასელი.

თქვენმა შვილმა რომ სასურველ სკოლაში დაიწყოს სწავლა, ერთადერთი გამოსავალი გაქვთ – სხვებს უნდა დაასწროთ ბავშვის იქ დარეგისტრირება. სხვაგვარად ვერაფრით მოახვედრებთ შვილს ისეთ პოპულარულ სკოლაში, სადაც ადგილები ელვის სისწრაფით ივსება.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რა გამოსავალი აქვს მშობელს, თუ შვილი მისთვის სასურველ სკოლაში ვერ მოახვედრა და როდის შეუძლია ისარგებლოს მობილობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასეთი პასუხი გაგვცეს:

„წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ დიდ დიღომში, სადაც პირობითად 10 საჯარო სკოლაა, მაგრამ ერთი არის ახალი აშენებული და ძალიან მოგწონთ, ლამაზია. ყველა, ვინც დიდ დიღომში ცხოვრობს, ცდილობს, იმ ახალ აშენებულ სკოლაში მოახვედროს შვილი. რა გამოსავალი უნდა იყოს? ვინც ყველაზე სწრაფად დარეგისტრირდება, ის ისწავლის იქ. ეს არის გამოსავალი. ყველა ვერ მოხვდება ერთ სკოლაში. I და XII კლასის მოსწავლეების მობილობა არ ხდება. მობილობა შეიძლება II კლასიდან დაწყებული XI კლასის ჩათვლით. ამ დროს შეუძლია, მშობელს, გადაიყვანოს, სადაც უნდა. შეიძლება ადგილი ნებისმიერ სკოლაში გამოჩნდეს და მაგ დროს გადაჰყავთ და გადმოჰყავთ ბავშვი ჩვეულებრივ. ანუ, I კლასში თუ ვერ მოხვდა ბავშვი სასურველ სკოლაში, II- III კლასიდან შეუძლიათ, გადაიყვანონ“.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აცხადებენ, რომ მზად არიან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციისთვის და შეფერხებებს არ ელოდებიან.

ასევე იხილეთ:

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება – წარსადგენი დოკუმენტების სია და ვადები

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება – ყველა დეტალი

The post წელს პირველკლასლი 55 000-მდე ბავშვი გახდება – რამდენი ვაკანტური ადგილი დარჩა და როდის შეგიძლიათ მობილობა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


Love on the Vines / სიყვარული ვაზის ყლორტზე (ქართულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ანეგდოტების კრებული.


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ეს ჩემი ბიჭია / That is My Boy - ქართულად


გასეირნება ყარაბაღში / A Trip to Karabakh - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


ნამცხვარი ”სინაზე”



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>