Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

GRUNI-ს სტუდენტებისთვის შემეცნებითი ტური მოეწყო

$
0
0

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოეწყო შემეცნებითი ტური ძველ თბილისში.

წინასწარ შერჩეული მარშრუტის მიხედვით, ახალგაზრდებმა ძველ თბილისში დაათვალიერეს კულტურული და ხუროთმოძღვრული ძეგლები და ესტუმრნენ ორ მნიშვნელოვან ლოკაციას: ქართული იარაღის განახლებულ მუზეუმსა და ნარიყალას ციხესიმაგრის ფრაგმენტის კვლევის შედეგად გახსნილ ახალ სამუზეუმო სივრცეს.

იარაღის მუზეუმში სტუდენტებს მასპინძლობდა თავად მუზეუმის დამფუძნებელი და დირექტორი, დავით ნასარიძე. მან ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიის არაერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი გაახსენა და ჩვენი წარსულის საინტერესო ამბებიც მოუთხრო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველ მეცნიერთა როლსა და დამსახურებას ქართული იარაღის კვლევის საქმეში, ამ სფეროში ახალი სამეცნიერო ლიტერატურის შექმნისა და გამოცემის მხარდაჭერის აუცილებლობას.

სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ხელით შეხებოდნენ წინაპართა მიერ ნაქონ ხმლებს, ხანჯლებს, ჯაჭვის პერანგებს, რკინის ფარს, სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობას. უფრო მეტიც, მათ თავად მოირგეს სამხედრო სამოსი და საინტერესო ფოტოსესიაც მოაწყვეს. უნივერსიტეტმა ქართული იარაღისა და ქართული სამხედო სტრატეგიის შემსწავლელი მეცნიერების განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით, აღნიშნულ მუზეუმს გადასცა საინტერესო სამუზეუმო ექსპონატი.

არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე მეორე ობიექტის მონახულებამ, სადაც ახალგაზრდებმა იხილეს დედაქალაქში ჩატარებული უახლესი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი საინტერესო არტეფაქტები (ყველაზე ძველი: III – IV სს.). განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო უძველესმა აბანოებმა და ქვევრებმა, ასევე, მეცნიერთა ახალმა მოსაზრებებმა თბილისის საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური კულტურის შესახებ.

მსგავსი ღონისძიებები გრუნის სტუდენტებისათვის მომავალშიც გაიმართება.

.ღონისძიების ორგანიზატორი იყო უნივერსიტეტის სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი.

The post GRUNI-ს სტუდენტებისთვის შემეცნებითი ტური მოეწყო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


სოკოს კუჭმაჭი


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


ფეხმდზიმობა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>