Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

რამდენია განათლების სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი და როგორია მატების დინამიკა –საქსტატის უახლესი მონაცემები

$
0
0

2021 წლის მეოთხე კვარტალში განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო თვიური ანაზღაურება წინა კვარტალთან შედარებით უმნიშვნელოდ, 22 ლარით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მიერ 31 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.

მიუხედავად ამისა, ანგარიშიდან ირკვევა, რომ განათლების სექტორში დასაქმებულებისთვის საშუალო ხელფასი რამდენიმე წელია რაც იზრდება. ანგარიში 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ამასთან ერთად, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ სექტორში თვიური ანაზღაურება კვლავ ერთერთი ყველაზე დაბალია და მხოლოდ ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებების სექტორს უსწრებს. იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა წინა წლებშიც.

რაც შეეხება 2021 წლის კვარტლების მიხედვით გადანაწილებას, საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში განათლების სექტორის დასაქმებულის საშუალო ხელფასი 1,013.2 ლარს შეადგენდა. მეორე კვარტალში იგი, 3 ლარით, 1,016.5 ლარამდე გაიზარდა, მესამე კვარტალში 1,095.1-ს მიაღწია, ხოლო მეოთხე კვარტალში 1,117.7 ლარი გახდა.

საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ 2021 წლის პირველი კვარტლიდან მეოთხე კვარტლამდე განათლების სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი საერთო ჯამში 104.5 ლარით გაიზარდა. ანგარიშში არ არის საუბარი თუ რომელი პოზიციის ხარჯზე მოხდა მატება.
საქსტატის ახალი ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ასევე იხილეთ:

„ხელფასების 10%-იანი ზრდა არასაკმარისია“ – რა თანხები ეთმობა განათლებასა და მეცნიერებას 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში და რა იგეგმება

ქვეყანას განათლების სექტორისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს – ფინანსთა მინისტრის პასუხი დეპუტატებს

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

The post რამდენია განათლების სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი და როგორია მატების დინამიკა – საქსტატის უახლესი მონაცემები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


კომბოსტოს სალათი ძმრით


სენდვიჩის პური ( ვიდეო)


ასოს კანქვეშ მარილები


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მაკარონის სალათი


ბრინჯის ბლინები


პოსტინორმი


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Love Sonia / სიყვარულით სონია (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>