კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და შჩეცინის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით; მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაციას, სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებებისა და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.
The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და შჩეცინის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.




