Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

SANGU-ში სტუდენტური კონფერენცია ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს მიეძღვნა

$
0
0

2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „ილია ჭავჭავაძე და XIX საუკუნე“, რომელიც ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენცია გახსნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნონო მამარდაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს: SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, პროფესორებმა ქეთევან შენგელიამ, ჯაბა მესხიშვილმა, მარინა ჩხარტიშვილმა.

სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნონო მამარდაშვილი და ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტი მარიამ ბახტაძე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: ნინო ჩიღოშვილი – “ილია მემუარულ ლიტერატურაში”, მაგდა გულბანი – “ილია და “საქართველოს მოამბე”, ევა შამხალაშვილი – “ილია და ქართული კულტურის უცხოელი მეგობრები”, ანა პაპუნაშვილი – “ქრისტიანული ტენდენციები XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში”, მარიამ ბახტაძე – “ილია ჭავჭავაძე განათლებისა და პედაგოგიკის შესახებ”, ვერო ნებიერიძე – “თათქარიძეობა”, ქეთევან კაცელაშვილი – “ოლღა გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძე”, თეონა ლომიძე – “ილია ჭავჭავაძე და “ივერია”, სალომე სანიკიძე – “განდეგილი XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში”, შოთა მუმლაძე – “ილია 1900 წლიდან აღსასრულამდე”.

მოხსენებების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

The post SANGU-ში სტუდენტური კონფერენცია ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს მიეძღვნა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალგაზრდა და მშვენიერი / Jeune & jolie / Молода и прекрасна (2013)


კექსი თაფლით


მიხო აფთიაქში +18


კორვალოლის, ვალოკორდინისა და ვალიდოლის რეგულარულად მიღება სიკვდილს იწვევს!


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Cobra Kai / კობრა კაი (ქართულად)


გაქცევა ვეგასიდან / Get Him to the Greek - ქართულად


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მწვავე დეციდუიტი


სენდვიჩის პური ( ვიდეო)


ქმედება ოცნების ნაცვლად 2 (სრულად)


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კარცინომატოზი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>