Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„ვთხოვ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს“ –თსუ-ში პროტესტის მონაწილეებს სახალხო დამცველი შეხვდა

$
0
0

15 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და უნივერსიტეტის კანცლერს შეხვდა.

გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ სტუდენტები უკვე ერთი თვეა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის, გამოცდების დისტანციურად ჩაბარების უფლებას და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას ითხოვენ.

„მთავარი მოთხოვნა და პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია. დღესდღეობით თბილისში ორი სტუდენტური საცხოვრებელი გვაქვს, ერთი შედარებით ახალი და კეთილმოწყობილი ლისის ტბასთან მდებარეობს, თუმცა, მასში თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და საცხოვრისზე არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მეორე არის ბაგებში, სადაც საცხოვრებელი გარემო ღირსების შემლახავი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. 21-ე საუკუნეში იქ საერთოდ არ შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს და არც უნივერსიტეტი არ უნდა სთავაზობდეს სტუდენტებს მსგავს პირობებში ცხოვრებას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველმა ხაზგასმით განაცხადა, რომ სტუდენტები არ ითხოვდნენ შეღავათებს გამოცდებში. ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც აქვს თითოეულ მათგანს. მითუმეტეს, რომ ათასობით სტუდენტს მხოლოდ იმის გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს.

სახალხო დამცველმა უნივერსიტეტის კანცლერთან შეხვედრაზე სტუდენტებთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის პოლიტიკის სტუდენტის საჭიროებაზე მორგების აუცილებლობას და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ვთხოვ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს, გულთან მიიტანონ ათასობით სტუდენტის გასაჭირი. პირველ რიგში უნდა დაიწყოს გულწრფელი საუბრები სტუდენტებთან. ასევე, ვფიქრობ, უნივერსიტეტმა გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად უნდა გადაჭრას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების პრობლემა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასასრულს.

უნივერსიტეტის კანცლერმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია აუცილებლად გააგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს და ინტენსიურად იმუშავებს პრობლემების გადაჭრისთვის გზების მოსაძიებლად.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტრო თსუ-ში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს

The post „ვთხოვ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და განათლების სამინისტროს, სერიოზულად მოეკიდონ საკითხებს“ – თსუ-ში პროტესტის მონაწილეებს სახალხო დამცველი შეხვდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


Skins / მოზარდები (ქართულად) სეზონი 1


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>