Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

რომელ საგნებში ვერ შეირჩა გრიფირებული სახელმძღვანელოები და როდის გამოცხადდება კონკურსი

$
0
0

„სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის განათლების სამინისტრო იწყებს დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზს, რაც გრიფირების ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 21 ივნისს გავრცელებული ინფორმაციაში, სადაც ვკითხულობთ, რომ უწყება მზადაა, გამომცემლების, ავტორებისა და ყველა დაინტერესებული მხარისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები გრიფირების პროცესთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში კი I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა, ასევე დასრულდა საბაზო საფეხურის IX კლასის იმ სახელმძღვანელოების შეფასება, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.

გრიფირების პროცესში სხვადასხვა საგანზე სულ 47 განაცხადი იქნა წარმოდგენილი, მათგან IX კლასის საგნებში – 5, ხოლო X კლასის საგნებში – 42. მათგან 30-მა სახელმძღვანელომ მიიღო გრიფი. გრიფირებული სახელმძღვანელოები საგნების მიხედვით იხილეთ ბმულზე.

მიხეილ ჩხენკელის უწყების ცნობითვე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აქვთ. შერჩეული სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.

უწყება ასახელებს იმ საგნებსაც, რომელთა გრიფირების მოთხოვნით განაცხადები არ მიუღიათ და საგნებს, რომლისთვისაც გრიფირებული სახელმძღვანელოები საერთოდ არ შეირჩა. თუმცა, სამინისტრო განმარტავს, რომ ამ საგნებში მომავალ წელს განმეორებით გამოცხადდება კონკურსი უკვე XI კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად.

განაცხადები არ შემოსულა შემდეგ საგნებში:

1. აფხაზური ენა და ლიტერატურა (VII-IX კლასები);
2. მშობლიური ენა და ლიტერატურა რუსული/სომხური/აზერბაიჯანული (VII-X კლასები);
3. ფიზიკური აღზრდა და სპორტი (IX-X კლასები).

გრიფირებული სახელმძღვანელოები არ შეირჩა შემდეგ საგნებში:

1. სამოქალაქო განათლება (პროექტული სწავლება) X კლ;
2. მეორე უცხოური ენა – რუსული ენა (X კლასი).

„2022 წელს სახელმძღვანელოების რეცენზირებისთვის კონკურსის წესით შეირჩნენ რეცენზენტები, რომლებმაც სახელმძღვანელოების შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით განახორციელეს: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა“, – წერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

IX და X კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭა, ნაწილს კი უარი ეთქვა – სიები

The post რომელ საგნებში ვერ შეირჩა გრიფირებული სახელმძღვანელოები და როდის გამოცხადდება კონკურსი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თირკმელი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>