Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

SANGU-ს სტუდენტი მარიამ კვერნაძე კონკურსის ფინალისტია

$
0
0

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მარიამ კვერნაძეც მონაწილეობდა. იგი ფინალისტთა შორისაა.

8 ივლისს ორბელიანების სასახლეში კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ორ ნომინაციაში დაწესდა: პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის. კონკურსში გამარჯვებულ პირველ ოთხეულს ელისაბედ ორბელიანის ჯილდო, მეორე ოთხეულს კი სამადლობელი სიგელები გადაეცათ.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა გავაცნოთ ევროპას. გაიხსენა ჩვენი დიდი მოღვაწეები, მეფეები და პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველთვის თარგმნიდნენ უცხო ენებზე – ,,საქართველოს სახელმწიფო და კულტურა თარგმნით იწყება. თუ არა ბიბლიის თარგმანები და შემდეგ მთელი ლიტერატურული თარგმანები, ჩვენ ეს საქართველო არ ვიქნებოდით. ჩვენ გვჭირდება თარგმანი იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა გავაცნოთ და ასევე, ქვეყანაში სხვისი კულტურა შემოვიტანოთ, გავეცნოთ და გავიზიაროთ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან სიხარული გამოთქვა, კონკურსში უნივერსიტეტების აქტიურად ჩართულობის გამო, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს, და ისიც აღნიშნა, რომ მომავალ წელს დაემატება ნომინაციები ქართულიდან სხვა ენებზე თარგმანებისთვის.

დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს და წარმატებები უსურვა მათ.

The post SANGU-ს სტუდენტი მარიამ კვერნაძე კონკურსის ფინალისტია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


S.W.A.T.: Under Siege / სპეცრაზმი: ალყა (ქართულად)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – ქიმია, ხელოვნება, სპორტი და...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ჯარისკაცი / Soldier (1998)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


გისოსებს მიღმა... (სრულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


ნანემსარის გამაგრება


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>