Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

რატომ უმარტივდებათ და უნდა გართულდეს თუ არა აბიტურიენტების ინგლისური ენის გამოცდა?

$
0
0

ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის დახმარებით, ინგლისური ენა საქართველოში მცხოვრები ახლაგაზრდების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ისინი ინგლისურ ენაზე უსმენენ მუსიკას, უყურებენ ფილმებს, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს და კომუნიკაცია აქვთ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ინგლისურის კარგად სწავლის მოტივი, არ არის მხოლოდ ტრენდზე აყოლა, არამედ წახალისებულია ამ ენის ყოველწუთიერი საჭიროებით.

სწორედ პრაქტიკული გამოყენების გამოა, რომ საქართველოშიც, ინგლისური პოპულარული და მარტივად სასწავლი უცხო ენაა. ამას ადასტურებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებიც. ინგლისურ ენაში აბიტურიენტების შედეგები ყოველ წელს აჭარბებს თითქმის ყველა სხვა საგანში მიღებულ ქულებს. წლების განმავლობაში, ამას ტესტური დავალებების სიმარტივით ხსნიან, მაგრამ ამის მიუხედავად, ინგლისურის ტესტის სირთულე არსებითად ჯერ არ გაზრდილა.

„ინგლისური ენის გამოცდა მარტივია“ – EDU.ARIS.GE-მ არაერთი ასეთი პასუხი მოისმინა წელს საგამოცდო ცენტრებთან, 11 ივლისს ჩატარებული გამოკითხვის პროცესში. ვესაუბრეთ ინგლისური ენის პედაგოგებსაც და არც მათი პოზიცია განსხვავდება აბიტურიენტების შეხედულებებისგან. მასწავლებლები თვლიან, რომ იმ ფონზე, როცა დღევანდელი ახალგაზრდები უცხოურ ენას სოციალური ქსელებისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, ძალიან კარგად სწავლობენ, ეროვნული გამოცდების ინგლისურის ტესტები მათთვის, სხვა გამოცდებთან შედარებით, მარტივია.

პედაგოგი იმასაც აღნიშნავს, რომ ქართულის ტესტები შედარებით უფრო რთული დასაწერია, ვიდრე ინგლისურის, რადგან იქ მოცემულ თემებს უფრო მეტი გააზრება და ფიქრი სჭირდება:
„სხვა საგანს რომ შევადაროთ ინგლისური, მაგალითად ქართულს, მშობლიურ ენას მაინც უფრო ღრმა ჩახედვა და ჩაღრმავება სჭირდება. კი, ტექსტი შეიძლება იცოდეს აბიტურიენტმა, გაიაზროს კიდეც, მაგრამ თემის დაწერისთვის ცოტა ნაკითხი მაინც უნდა იყოს, რომ კარგად შეძლოს მსჯელობა. ინგლისურში კი, თემის წერა შედარებით მარტივია, ამიტომ არის, რომ აბიტურიენტები უკეთეს ქულებს იღებენ“.

მასწავლებლის დაკვირვებით, ახლანდელი ახალგაზრდები ინფორმაციის ძალიან დიდ ნაწილს ინტერნეტში, ინგლისურ ენაზე იღებენ, რაც თავისთავად ახდენს გავლენას მათ ცოდნაზე:

„დღევანდელი ახალგაზრდები ინტერნეტის დახმარებით ძალიან დიდ ინფორმაციას ინგლისურ ენაზე იღებენ. აი, მაგალითად, ჩემი შვილი არის მოჭადრაკე, თამაშობს ჭადრაკს ინტერნეტში და იქ, უცხოელებთან კომუნიკაცია უწევს. ასე არიან სხვა ახალგაზრდებიც. მათ სოციალური ქსელების დახმარებით ყოველდღე ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ინგლისურად ესაუბრონ. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით, დღეს ახალგაზრდას მისთვის სასურველი ფილმის საყურებელი ენა ავარჩევინოთ, უმეტეს შემთხვევაში, ის ინგლისურ ენას მოისურვებს და არა ქართულად თარგმნილს, რადგან ორიგინალში უნდა ნახვა“.

პედაგოგი ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, ახალგაზრდები ინგლისურ ენას ძირითადად თამაშებით, ფილმებით და ინტერნეტით სწავლობენ, მაგრამ სკოლებსაც აქვთ კარგი პროგრამები, მათ შორის მოსასმენი დავალებებიც.

ნიკა ბიწაძე, რომელმაც წელს უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე ინგლისური ენა ჩააბარა EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ინგლისურში ტესტის სიმარტივისა და შეფასების კრიტერიუმების ბევრად უფრო დაბალი დონის გამოა, რომ ამ გამოცდაში აბიტურიენტები უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ვიდრე სხვა საგნებში. მაღალ ქულებს კი განაპირობებს ახალგაზრდების მიერ ინგლისური ენის დიდი დოზით გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„ჩვენ ინგლისურთან ყოველდღიური შეხება გვაქვს. მაგალითად მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების დახმარებით და ეს კიდევ უფრო გვიწყობს ხელს, რომ ინგლისური ბევრად უფრო კარგად ვიცით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ენა. სკოლებში კი, შედარებით „ლაითად“ ისწავლება უცხო ენები“, – ამბობს ნიკა ჩვენთან საუბარში.

ანალოგიურ აზრზეა აბიტურიენტი სანდრო პაპავა, რომელსაც საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად მაგალითად თავისი თავი მოჰყავს:

„ბოლო რამდენიმე წელია, დღე არ გასულა, ინგლისურად არ წამეკითხოს რაღაც, მომესმინის ან მეთქვას. ძალიან მიყვარს კომპიუტერული თამაშები, სადაც სხვებთან კომუნიკაცია ინგლისურად მიწევს. ბავშვობაში უნდა გენახეთ, სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამდი, მაგრამ ამ ლაპარაკითა და ამ კომუნიკაციით, საბოლოოდ, ინგლისური ძალიან კარგად ვისწავლე. ეს დაახლოებით იგივეა, უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ და ადგილობრივებთან ურთიერთობით წავლობ ენას, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ეს პროცესი დისტანციურად ხდება“, – ამბობს სანდრო.

აბიტურიენტმა გამოცდის სირთულეც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ინგლისურ ენაში ეროვნული გამოცდების ტესტი ყოველ წელს უმარტივესია“.

ნიკას მსგავსად, EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული ყველა აბიტურიენტი ამბობდა, რომ ინგლისური ყოველ წელს ყველაზე მარტივი ჩასაბარებელია. ნაწილი თვლის რომ ეს ასეც უნდა იყოს, რადგან უცხო ენის დონე საქართველოს ყველა რეგიონში ერთი და იგივე არ არის. ფიქრობენ, რომ „ისიც შესაძლებელია, ნაკლებად განვითარებული, ან ოკუპირებული სოფლებიდან ჩამოსულ აბიტურიენტებს ინგლისურის ეს დონეც გაუჭირდეთ. ამიტომ, ტესტის გართულება მათთვის უსამართლო იქნება.

აბიტურიენტების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ „ტესტების ამ სირთულეზე დატოვება არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება და მათი გართულება მნიშვნელოვანია თავად აბიტურიენტების განვითარებისთვის“.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

The post რატომ უმარტივდებათ და უნდა გართულდეს თუ არა აბიტურიენტების ინგლისური ენის გამოცდა? first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


Skins / მოზარდები (ქართულად) სეზონი 1


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>