Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14594

„ილუსტრაცია სსრკ პროპაგანდაზე და რუკა ჰიჯრას შესახებ“ –ისტორიის გამოცდის პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები საკითხებს იხსენებენ

$
0
0

„ისტორიული რუკა ჰიჯრას შესახებ, ილუსტრაცია სსრკ პროპაგანდაზე, წყარო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გვარდიაზე და შერეული კითხვები“ – ასეთია ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების მიერ ტესტებში მოსული დავალებების ჩამონათვალი აბიტურიენტებისგან, რომლებმაც EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრეს.

ისტორიის საგნის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი ლუკა ბარსონიძე, დეტალურად იხსენებს იმ საკითხებს, რომლებიც ტესტის წერის დროს შეხვდა.

„ღია შეკითხები იყო, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ისტორიიდან. შერეულად რაც მახსოვს, ესაა კითხვა ასურეთის სამეფოზე, ფარნავაზ მეფის გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებზე. ასევე, იყო კითხვა ნაპოლეონზე, ფარნავაზზე მახსოვს – ვისი დახმარეებით დაამარცხა ფარნავაზმა აზო. შემოვიდა დახურული კითხვა ჯვაროსნულ ლაშქრობებზეც. ქრონოლოგიურ დალაგებაში შემხვდა რომის იმპერატორები, თანმიმდევრობა უნდა განგვესაზღვრა. ასევე ქალაქები, რომელიც დავით მეოთხემ დაიპყრო, უნდა დაგველაგებინა, რა თანმიმდევრობით იპყრობდა. ილუსტრაცია იყო სსრკ-ზე, პროპაგანდისტული პოსტერი და ასევე, 1978 წლის საქართველოს რესპუბლიკიდან. ისტორიულ რუკას რაც შეეხება, ჰიჯრას მოვლენების შესახებ იყო. წყარო კი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის შესახებ, გვარდიისა და ჯარის ინსტიტუტებზე. არგუმენტირებული მსჯელობის ერთი ტექსტი ეხებოდა ბაგრატ მესამესა და მის პოლიტიკას. ასევე, გვქონდა მოცემული სავარჯიშო უნგრეთ-ავსტრიის ბრძოლაზე. შევაფასებდი, როგორც საშუალო სირთულის ტესტს, ყველა საკითხი თანაბარი სიმარტივის არ ყოფილა“.

სალომე ახალკაცი, მუხიანის საგამოცდო ცენტრი: „კითხვების 60 პროცენტი იყო საქართველოს ისტორიიდან. მსოფლიოდან რაც შემოვიდა, ბევრად მარტივი ჩანდა. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ სამსჯელო საკითხები იყო და უახლესი ისტორიის ანალიზს გვთხოვდა. ბრძოლის სქემა შემოვიდა არაბების ლაშქრობაზე, კონკრეტულად მუჰამედის პერიოდზე. სამსჯელო საკითხიც მახსოვს, უნდა შემოეღო თუ არა რომის იმპერატორს სახელმწიფო წყობად ტეტრარქია. რომის იმპერატორებზე იყო ღია შეკითხვაც და ქრონოლოგიური დალაგებაც. წყაროს ანალიზის ტექსი იყო საქართველოს უახლესი ისტორიიდან, ეხებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და გვარდიელებს. მე კმაყოფილი ვარ, ვვარაუდობდი, რომ ეს თემები მოვიდოდა“.

მარიამ აბესაძე, 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: „იყო მარტივი შეკითხვები. პირველი კითხვა იყო ასურეთზე, ასევე იყო კითხვა ფარნავაზ მეფესა და ისლამზე. ილუსტაციიდან საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული პოსტერი გვქონდა, რუკა მუჰამედის გადასვლაზე მექადან მედინაში. წყარო კი იყო დემოკრატოული რესპუბლიკის გვარდიასა და ჯარზე“.

სანდრო, 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: „ყველაზე მარტივად ვწერე რუკა, იყო ჰიჯრას შესახებ და კითხვებიც მარტივი იყო. ასევე, ილუსტრაცია – პროპაგანდისტული პოსტერი. ქრონოლოგიური დალაგებიდან შემხვდა აღმაშენებლის ომები. წყარო იყო შედარებით რთული და ეხებოდა გვარდიასა და ქართულ ჯარს. კმაყოფილი ვარ, საკმაოდ მარტივი ტესტი იყო“.

ციცვიძე ეკატერინე, 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „სხვათა შორის არ ყოფილა რთული. წყარო ძალიან მარტივი იყო. ყველაფერი გვქონდა ტექსტში მოცემული და საქართველოზე იყო დავალება, მეოცე საუკუნეში, ქართული ჯარი რომ შეიქმნა. ტესტებში ძირითადად ახალი საკითხები იყო ჩასმული, 100-წლიანი ომიდან, 7-წლიანი ომიდან, კიდევ სქემა იყო 100 წლიანი ომიდან და ესეც ადვილი იყო. რუკა გვქონდა არაბებზე. არგუმენტები იყო ბაგრატ მესამის გამეფებაზე და ასევე ავსტრიას თუ უნდა დახმარებოდა რუსეთი. შეფასების ნაწილი კი იყო ტეტრარქია რომ შეიქმნა დიოკლეტიანეს დროს. მოკლედ, მარტივი იყო და ყველა დაწერს ალბათ“.

ხატია მღებრიშვილი, 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: „პირველად მოვიდა დავალება ბაბილონზე – ვის დროს იყო ყველაზე ძლიერი. კითხვები იყო საბერძნეთიდან, რომიდან, ნაპოლეონიდან. კითხვა ასევე იყო არმიაზე. შემხვდა კარიკატურა და ქრონოლოგია, რომელიც ასე ლაგდებოდა: კორეა, კარიბის ზღვის კრიზისი და ავღანეთი”.

ლანა ბარბაქაძე, 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: „ძირითადად იყო XI კლასის მასალიდან, რაც გავლილი გვქონდა. შემხვდა კითხვები ძველი წელთა აღირიცხვიდან და მეორე მსოფლიო ომზე. ასევე იყო საფრანგეთსა და ინგლისს შორის 100-წლიან ომზე. რუკა არაბებზე იყო მოცემული. ბოლოს წყარო შემხვდა საქართველოს არმიისა და გვარდიის ორგანიზებაზე. ასე თუ ისე კმაყოფილი დავრჩი”.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

The post „ილუსტრაცია სსრკ პროპაგანდაზე და რუკა ჰიჯრას შესახებ“ – ისტორიის გამოცდის პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტები საკითხებს იხსენებენ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14594

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>