შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა 18 ივლისს….. გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს, 18 ივლისს განუცხადეს, შედეგების გამოქვეყნება მას შემდეგ დაიწყება, როცა ყველა გამოცდა დასრულდება. რაც შეეხება მიღებული ქულების გასაჩივრებას, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც, ყველა ქულის გამოქვეყნების შემდეგ, გამოცდების ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში და პროცედურის მიხედვით შეეძლებათ. აპელაციის საფასური კი 50 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველი იყო რეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
The post მასწავლებლის პროფესიული უნარების და ზოგიერთი საგნის გამოცდის ტესტები 2022 – როდის გამოცხადდება შედეგები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.