Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15243

როგორ განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის კლასტერული აკრედიტაცია –საფასური, წესი და განახლებული სტანდარტები

$
0
0

„აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას, ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში“,- ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შვიდი ივლისის ბრძანებაში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, რომელშიც კლასტერული აკრედიტაციის განხორციელების მიზნით რიგი ცვლილებები შევიდა.

დამტკიცდა განახლებული კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები, პროცედურები და საფასურები, რაც გულისხმობს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები შეფასდება კლასტერული აკრედიტაციის მოდელისა და პრინციპების მიხედვით. კლასტერული აკრედიტაციისთვის განახლდა შეფასების პროცესისათვის აუცილებელი დოკუმენტაციაც:

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები

როგორც ცნობილია, 2022 წელს დაგეგმილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.

შეგახსენებთ, რომ კლასტერული აკრედიტაციის დროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ წარადგინონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით. კლასტერში პროგრამების დაჯგუფება მოხდება შინაარსობირი ნიშნით.

ასევე იხილეთ:

აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები განისაზღვრა – პროგრამები და კლასტერის ვადები

The post როგორ განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის კლასტერული აკრედიტაცია – საფასური, წესი და განახლებული სტანდარტები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15243

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ხაჭოს ხინკალი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პარაფსორიოზი


Girls Trip / გოგონების მოგზაურობა (ქართულად)


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ხაფანგი მშობლებისთვის / The Parent Trap - ქართულად


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მე და ის-ერთი მთლიანობა


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


სტატუსები ტკივილზე და ცრემლებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>