Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

ცვლილებები და სიახლეები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2022-2023 სასწავლო წლისთვის

$
0
0

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ ხელმოწერილი ბრძანებები 2022 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდა.

განათლების მინისტრმა დაამტკიცა საათობრივი ბადე საჯარო სკოლებისთვის და კლასების დაყოფის კრიტერიუმები.

მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით 2022-2023 სასწავლო წლიდან ხდება სავალდებულო.

რაც შეეხება კლასის გაყოფის საკითხს, ახალი ბრძანების მიხედვით, კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის),
    უცხოური ენები და კომპიუტერულ ტექნოლოგიები, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.
  • გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ.
  • გაყოფა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენებში – 20-ს.
  • უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.
  • რაოდენობრივი შეზღუდვა არ ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ასევე ჯგუფებსა და განაყოფებს, რომლებიც დაკომპლექტებულია მეორე უცხოური ენების არჩევანის შესაბამისად.
  • თუ მეორე უცხოურ ენაში ერთი კლასის ფარგლებში განსხვავებულ არჩევანს აკეთებს ერთი ან ორი მოსწავლე, რეკომენდებულია მეორე უცხოურ ენაში კლას-კომპლექტის შექმნა სხვა პარალელურ კლასთან.

ცვლილებების მიხედვით, ჭადრაკი, რომელიც 2022-2023 წელს პირველ კლასში ისწავლება, რამდენიმე საგნობრივ ჯგუფშია გაერთიანებული: ტექნოლოგიების, საზოგადოებრივი მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფებში. ამის გარდა, ახალ ბრძანებაში ნათქვამია, რომ I კლასში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.

საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული სავალდებულო საგნების შეცვლილი ჩამონათვალი ასეთია:

საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

  • მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);
  • ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
  • ისტორია (მოიცავს საგანს „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება X-XII კლასებში);
  • გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);
  • სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები);
  • ჭადრაკი (ისწავლება I კლასში).

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

  • ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);
  • ბიოლოგია (ისწავლება VII-XII კლასებში);
  • ფიზიკა (ისწავლება VII-XII კლასებში);
  • ქიმია (ისწავლებაVIII-XII კლასებში);
  • ჭადრაკი (ისწავლება I კლასში).

ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);
  • მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);
  • ჭადრაკი (ისწავლება I კლასში).

ასევე იხილეთ:

განათლების მინისტრმა საჯარო სკოლებისთვის საათობრივი ბადეები დაამტკიცა

რომელი სკოლების პირველკლასელები ისწავლიან ჭადრაკს სავალდებულოდ სექტემბრიდან – მინისტრის ბრძანება

The post ცვლილებები და სიახლეები ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2022-2023 სასწავლო წლისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ასეტრინა მარინადში


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


უცხოსთან სექსი პრეზერვატივის გარეშე.


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


New Girl / ახალი გოგო (ქართულად)


„თქვენ გამორჩეული თაობა ხართ!“ –ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა სკოლის...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>