სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე აცხადებს:
პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა (პროგრამის წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა – 10 ადგილი.
სამართლის სადოქტორო პროგრამა (პროგრამის წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; სამართლის მაგისტრის ხარისხი – 10 ადგილი;
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა (პროგრამის წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა -10 ადგილი.
მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა (პროგრამის წლიური ღირებულება 3000 ლარი) – მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა -5 ადგილი.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტი ჩაირიცხება შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე.
ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 23 სექტემბერს.
სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 26 სექტემბერს.
The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.





