შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 26 აგვისტოს, 2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.
„გაითვალისწინეთ, რომ ფრჩხილებში მითითებულია გასაჩივრებამდე მიღებული ქულა, ფრჩხილებს გარეთ კი სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიღებული შეფასება“, – ნათქვამია NAEC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტები და პასუხები
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები (რეიტინგული სიები) მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ამავე თემაზე:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
The post 2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.