Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 14730

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ წარმატებით დაასრულეს

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებმა „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ წარმატებით დაასრულეს. იუნკერებს კურსის წარმატებით დასრულება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

ზაფხულის საბაზისო კურსი ორ ეტაპად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა.

კურსის განმავლობაში, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებს პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ სამთო რელიეფზე გადაადგილებაში, კლდეზე ცოცვის ტექნიკაში, მდინარის გადალახვაში, მდინარეზე დაშავებულის გადაყვანაში, კლდიან რელიეფზე მოწყობილ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და კლდიდან დაშვებაში.

The post ეროვნული თავდაცვის აკადემიაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ წარმატებით დაასრულეს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 14730

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>