Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

თამარ მახარაშვილმა მსჯავრდებულის განათლების ბრძანებაზე ხელი მოაწერა და ციფრული სწავლების პლატფორმა ამუშავდა?

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ამპლუაში, თამარ მახარაშვილმა 6 სექტემბერს აი ასეთ ბრძანებაზე მოაწერა ხელი – „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც გამოქვეყნების დღიდანვე ამოქმედდა.

ამ ბრძანებით, რომელიც მსგავს ძველ ბრძანებას აუქმებს, ერთი შეხედვით ირკვევა, რომ მსჯავრდებულები უკვე ბაკალავრიატთან ერთად, მაგისტრატურაზე სწავლას შეძლებენ.

აკადემიური პერსონალის კონტაქტი მსჯავრდებულთან „პირდაპირი ტელეხიდის გზით“ ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ, ახალ ბრძანებაში ციფრული სწავლების მეთოდებზე უკვე მთელი თავია გამოყოფილი:

„ციფრული სწავლების ფარგლებში სტუდენტი მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღება ხორციელდება ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით“.

შეიცვალა სწავლის სფეროების ჩამონათვალიც, რომელზეც მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით. როგორც ჩანს, ანთროპოლოგიას და მარკეტინგს ახლა ვეღარ ისწავლიან, მაგრამ იაპონური ფილოლოგიისა და სინოლოგიის არჩევას მსჯავრდებულები თავისუფლად შეძლებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამოაქვეყნა.

განათლების სამინისტროსგან ახალ ფერში გადაღებილი ძველი ამბები გვინახავს.
ახალი რაღაცა გააკეთეს და არ აცხადებენ?

EDU.ARIS.GE-მ კომენტარებზე განათლების სამინისტროს მიმართა. თამარ მახარაშვილი, სამინისტროში სამუშაოს დაწყებამდე, ლაპარაკის უფლების მქონე რესპონდენტების სიაში გვყავდა, ახლა კი უკვე დიდი ხანია, პატარა სტადიონზე დასატევი სამინისტროს პრ-თანამშრომლებში დაიკარგა. თანამშრომლებიც დაიკარგნენ…

შემდეგ კი, კომენტარებისთვის ჩვენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ, რადგან ბრძანებაზე იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც აწერს ხელს. იუსტიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ქვემდებარე უწყების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართა.

იქედან კი, აი ასეთი სასწაული პასუხი მივიღეთ:

„პროექტი როგორც კი მომზადდება საზოგადოებისთვის მისაწოდებლად, აუცილებლად მოგაწვდით და გაგიზიარებთ“.

როგორც ჩანს, მეფე ისევ შიშველია.

The post თამარ მახარაშვილმა მსჯავრდებულის განათლების ბრძანებაზე ხელი მოაწერა და ციფრული სწავლების პლატფორმა ამუშავდა? first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


A Dog of Flanders / ფლამანდური ძაღლი (ქართულად)


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


შეხედეთ ხელის გულს და გაიგეთ რას ამბობენ ეს ფიგურები თქვენზე…


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ეს ჩემი ბიჭია / That is My Boy - ქართულად


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ანეგტოტები სვანებზე



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>