Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

ახალი სასწავლო წელი დაიწყო –განათლების მინისტრის მილოცვა სასკოლო საზოგადოებას

$
0
0

დღეს საქართველოს სკოლებში ახალი, 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.

განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს პატარებს – პირველკლასელებს. მათ დღეს პირველად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, სადაც თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდათ.

მსურს, გულითადად მივულოცო ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს – მათ, ვინც თავისი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ერთგულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას.

ჭეშმარიტად განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ!“, – ვკითხულობთ მინისტრის მილოცვაში.

ასევე იხილეთ:

ბუფეტები გაიხსნება და ტესტირება კორონავირუსზე აღარ იწარმოებს – რა კოვიდრეგულაციებით დაიწყება სასწავლო პროცესი სკოლებში

The post ახალი სასწავლო წელი დაიწყო – განათლების მინისტრის მილოცვა სასკოლო საზოგადოებას first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


თირკმელი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მოთამაშე / The Gambler - ქართულად დუბლირებული


კაკაოს ნამცხვარი


ბრინჯის სალათი სიმიდნით



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>