Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„მასწავლებლები ჩვეულებრივად მიიღებენ დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას“ –ფინანსთა მინისტრის მოადგილე

$
0
0

პედაგოგების დეკრეტული შვებულების ანაზღაურებისთვის ბოლო დეტალები ზუსტდება – ამის შესახებ დღეს, 15 სექტემბერს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ესწრებოდა.

პედაგოგთა სადეკრეტო შვებულების ანაზღაურების თემაზე კითხვა კაკაურიძეს კომიტეტის წევრმა, ლადო კახაძემ დაუსვა. კახაძის ინფორმაციით, მუშავდება ბოლო დეტალები, რის შემდეგაც მასწავლებლები სადეკრეტო შვებულების თანხის აღებას შეძლებენ.

„მასწავლებლების ღირსების აღდგენის საქმეა მათი სადეკრეტო მხარდაჭერის გაზრდა. უპრეცენდენტო რამეს გააკეთებს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა. ფინანსთა სამინისტროს დამაიმედებელი პროგნოზიდან გამომდინარე, ახლა მუშავდება ბოლო ციფრები, დეტალები დაზუსტდება და ყველა მასწავლებელს ექნება თითქმის ხელფასის ოდენობით სადეკრეტო უზრუნველყოფა, რაც ქვეყნის გვერდზე დგომის სამაგალითო პრეცედენტია“ – თქვა ლადო კახაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა.

გიორგი კაკაურიძემ კი დაადასტურა, რომ პედაგოგებისთვის სადეკრეტო შვებულების თემაზე მუშაობენ, რაზეც, დეტალების გამჟღავნებას განათლების სამინისტროსგან  უნდა ველოდოთ.

„დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით, ჯობია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გააჟღეროს. ერთადერთი, შეგვიძლია ვქვათ, რომ მასწავლებლები ჩვეულებრივად მიიღებენ დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, ისევე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული სხვა პირები“, – თქვა კაკაურიძემ.

პედაგოგებმა დეკრეტული შვებულების შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში პეტიცია შეადგინეს და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების დაკანონება მოითხოვეს, რომელიც დღეს სკოლის შესაძლებლობებსა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა ჯანდაცვის კომიტეტმა მისი გადავადება ორჯერ მოითხოვა და საკითხი ამ დრომდე არ განუხილავთ. ივნისის თვეში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებდა, რომ ფულის ჩუქებით დემოგრაფიას ვერ ვუშველიდით.

ასევე იხილეთ:

პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის კომიტეტს დაავალა

პედაგოგები დეკრეტული ანაზღაურების დაკანონებას ითხოვენ – პეტიცია და მასწავლებლის წერილი პარლამენტს

The post „მასწავლებლები ჩვეულებრივად მიიღებენ დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


Skins / მოზარდები (ქართულად) სეზონი 1


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>