Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

სკოლებში უცხო ენას საგნის გამოცდით არასერტიფიცირებული პედაგოგებიც ასწავლიან –რა ცვლილება შედის კანონში

$
0
0

საჯარო სკოლებში, დღეს არსებულის გარდა, სხვა უცხო ენების სწავლების უფლება იმ პედაგოგებსაც ექნებათ, ვისაც კომპეტენცია საგნის გამოცდით არ დაუდასტურებიათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის განათლების კომიტეტის 15 სექტემბრის სხდომაზე და მხარიც დაუჭირეს.

საკანონმდებლო წინადადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, ცვლილება ეხება სკოლებში უცხო ენების სწავლებას. პედაგოგთა საგნის გამოცდით სერტიფიცირება კი დღეს მხოლოდ ინგლისური, გერმანული, რუსული და ფრანგული ენის სპეციალისტებს შეუძლიათ ეს იმ ფონზე, როცა სკოლებში უკვე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მსურველმა მოსწავლეებმა სხვა უცხო ენა აირჩიონ. (იტალიური, ესპანური, ჩინური, იაპონური ავტ.).

„არსებობს შესაძლებლობა, მსურველებმა აირჩიონ სხვა უცხო ენა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრისგან ეს გამოცდები ორგანიზებული არ არის და ეს ძირითადად განპირობებულია ამ საგნებზე დაბალი მოთხოვნით… შესაბამისად, ცვლილება უკავშირდება სწორედ ამ საკითხის დარეგულირებას. ვგულისხმობ იმას, რომ ამ საგნის მასწავლებლებს შეუძლიათ, დასაქმდნენ სკოლაში, ვინაიდან, მასწავლებლის პროფესიული განათლების სქემა გვეუბნება, რომ ეს სქემა არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებლებზე. შესაბამისად, ეს უფლებას აძლევს სკოლას, მიიღოს მოწვეული მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ამ განსხვავებულ საგნებს, თუმცა, წარმოდგენილი კანონპროექტით გვინდა, რომ შევთავაზოთ ალტერნატიული გზა, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, პირი გათავისუფლდეს ამ საგნის გამოცდის ვალდებულებისაგან და იგი ამ სახით შევიდეს მასწავლებლის პროფესიაში“, – თქვა განათლების კომიტეტის სხდომაზე ვალერიან გობრონიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარმა, მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციკული რესურსიც დაიზოგება.

„ერთია, რომ ტესტების შექმნა რთულია იმ ენებზე, სადაც, მაინცდამაინც დიდი მოთხოვნა არ არის და სპეციალისტებიც არა გვყავს. მეორეს მხრივ, არსებობენ მოწვეული მასწავლებლები, რომელთაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და შეგვიძლია, ძალიან მარტივად, ამ ცვლილებით შევიყვანოთ სკოლებში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ ეხება იმ ოთხ ძირითად ენას, რომელიც სასწავლო გეგმით, პრაქტიკულად სავალდებულოა. ამ ამოცანის არსი ის არის, რომ ერთის მხრივ, ამ ადამიანებს გაუმარტივდეთ პროფესიაში შემოსვლა და მეორეს მხრივ, ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციული რესურსიც დაიზოგოს“, – თქვა სხდომაზე გიორგი ამილახვარმა.

კომიტეტის წევრებისგან, სხდომაზე გამოითქვა აზრი, რომ სკოლებთან მიმართებით, ბიუროკრატია სწორედ რომ გამართლებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  მრავალმხრივი დაცულობისთვის, მათ შორის მოწვეული მასწავლებლის საჭირო კომპეტენციის კუთხით.

ვალერიან გობრონიძემ ამ მოსაზრებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდილებას, ეს სკოლაში გამართული კონკურსის საფუძველზე შეიძლება გაირკვეს:

„საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს, კონკურსის პირობებში რომელ კანდიდატს მისცემს უპირატესობას. გარდა ამისა, რეგულაცია, რომელიც შემოდის, ამ პირებს, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ მოწვეულ პედაგოგად და რომელზედაც არ ვრცელდებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა, უკვე მოექცევიან ამ რეგულაციის ფარგლებში და მათზე გავრცელდება ყველა ის რეგულაცია, რომელიც ამ კანონქვემდებარე აქტით (მასწავლებლის სქემით ავტ.) არის დადგენილი“, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

სკოლაში ახალი კადრების მიღების კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება კომიტეტის თავმჯდომარემ და სამინისტროსგან ინფორმირების სურვილი გამოთქვა.

„შემდგომ, ალბათ, ენების რეგლამენტირებას გააკეთებთ, კანონქვემდებარე აქტებში გაწერთ, რომელი საერთაშორისო სერტიფიკატების მოთხოვნის კრიტერიუმები იქნება და კარგი იქნებოდა ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცებამდე, კომიტეტსაც თუ აცნობებდით პროექტის თაობაზე და შემდგომ გაიწერებოდა ის მინისტრის ბრძანების საფუძველზე“, – მიმართა ამილახვარმა განათლების მინისტრის მოადგილეს, რაზეც გობრონიძემ უპასუხა: „ამ კანონით გვაქვს ვალდებულება, 6 თვის ვადაში შევიმუშაოთ კრიტერიუმები, ხოლო 9 თვის ვადაში ეს ნუსხა დამტიცდეს“.

ასევე იხილეთ:

„დაკავშირებულია ფინანსებთან“ – მეორე უცხო ენის არჩევა სკოლების ნაწილისთვის პრობლემურია

The post სკოლებში უცხო ენას საგნის გამოცდით არასერტიფიცირებული პედაგოგებიც ასწავლიან – რა ცვლილება შედის კანონში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


სისუსტე (თავი 3)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ფუმფულა ბლინები


Wind River / ქარიანი მდინარე (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>