Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

GRUNI-ს დელეგაციამ ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

$
0
0

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ლიეტუვის უმაღლესი განათლების სფეროს საქმიანობის გაცნობა და კრიმინალისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები- პროფესორი გია დეკანოზიშვილი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა და სტუდენტი ანი ფირცხალავა, სტუმრობდნენ მიკოლა რომერის სახელობისა და ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებს, ასევე, ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ფილიალს.

მიკოლა რომერის სახელობის უნივერსიტეტში სტუმრები გაეცნენ პოსტკოვიდურ პერიოდში სასწავლო პროცესის მართვის პროცესს, შეფასებისა და თვითშეფასების სისტემას, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო – კვლევით საქმიანობას, სტუდენტური თვითმართველობის მუშაობას, მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.

შეხვედრების პარალელურად, გრუნის კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გია დეკანოზიშვილი მონაწილეობდა კრიმინალისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში. მისმა მოხსენებამ – „კრიმინალისტიკის სწავლების პრობლემები პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათი გადაწყვეტის გზები“ – დიდი მოწონება დაიმსახურა. სამუშაო შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანსა და ამავდროულად, ლიეტუვის კრიმინალისტთა ასოციაციის დირექტორთან, ქალბატონ სნიეგუოლე მატულიენესთან. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და რობაქიძის უნივერსიტეტში კრიმინალისტთა შემდეგი საერთაშორისო კონგრესის ჩატარების თაობაზე. რომერის უნივერსიტეტში ქართულ დელეგაციას მასპინძლობდა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, „ერასმუს +“ – ის მთავარი კოორდინატორი, აუდრა ბუროკიენე. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრას ესწრებოდა სტუდენტი ანი ფირცხელავა, რომელმაც ეს შესაძლებლობა კონკურსში გამარჯვების შედეგად მიეცა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მომავალშიც დაუჭერს მხარს უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების პროცესში სტუდენტების ჩართულობას.

შეხვედრები გაიმართა ასევე ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. შეხვედრას უძღვებოდნენ ვიცე რექტორი – ნიოლე ზინკევიჩიენე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იოლანტა პრეიდიენე. ორგანიზატორი გახლდათ პროექტების მენეჯერი და უცხოელი სტუდენტების კოორდინატორი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში – სოფიო ტაბატაძე. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ფილიალშიც, სადაც უცხოელ კოლეგებთან გამართული საუბარი შეეხებოდა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობას, განათლების ინტერნაციონალიზაციასა და ახალი პროექტების ერთობლივად განხორციელებას.

ქართულ დელეგაციას ხელძღვანელობდა და ყველა შეხვედრის თანაორგანიზატორი იყო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ასოცირებული, აფილირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, შეხვედრების თითოეულ ორგანიზტორსა და დიალოგში ჩართულ ყველა უცხოელ კოლეგას.

The post GRUNI-ს დელეგაციამ ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


ნამცხვარი ”სინაზე”


Skins / მოზარდები (ქართულად) სეზონი 1


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


ანნა ფრიტცის გვამი / El cadáver de Anna Fritz / Труп Анны Фритц (2015) - რუსულად


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>