Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2022 პირველ ოქტომბერს გაიმართება

$
0
0

24 სექტემბერს დაგეგმილი ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი – 2022 დღის განმავლობაში
ცვალებადი ამინდის გამო 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.

პირველ ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაგეგმილ მე-9
სამეცნიერო პიკნიკზე პროგრამით გათვალიწეინრბული ყველა აქტივობა
სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი.

პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ნებისმიერი ასაკის
დამთვალიერებლებისთვის თანამედროვე მეცნიერების მიღწევების სახალისო და
საინტერესო ფორმით.

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემაა გაერთიანებული ერების მდგრადი
განვითარების 17 მიზანი, ფოკუსირებული განათლებაზე; მხარდამჭერები არიან
საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და განათლების კოალიცია.

საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ
პროგრამებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები და მეცნიერების
პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან 30-მდე კარავში შემოგვთავაზებენ.

მონაწილეობას მიიღებენ ასევე საჯარო და კერძო საგანმანათლებლო და სამეცნიერო
დაწესებულებები, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში დაეთმობა სამეცნიერო
თემატიკაზე შექმნილ ფილმებს, ვიდეორგოლებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ
წარმოდგენებს, მათ შორის აზოტის აფეთქებებსა და ამოფრქვევებს. საკონფერენციო
დარბაზში გაიმართება ლექციები ასტროფიზიკის, მზის ფიზიკისა და სხვა საინტერესო
თემების შესახებ.

უფროსკლასელებს გავაცნობთ თანამედროვე კოსმოლოგიის შესახებ ლექციათა ახალ
კურსს: „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია ზოგად-
საგანმანათლებლო სკოლაში: „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“ ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად ამერიკელი მკვლევრებიც ჩაატარებენ.

სწრაფი ბმულები:
სამეცნიერო პიკნიკის სასცენო პროგრამა
სამეცნიერო პიკნიკის თემატური კარვების განაწილების სქემა

დრო: 1 ოქტომბერი, 12:00 – 18:00

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის
გამზირი N3/5)

The post ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2022 პირველ ოქტომბერს გაიმართება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ფეხმდზიმობა


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>