Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

„ეთნიკური უმცირესობების სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი, წინა, ორი პერიოდის სერტიფიცირების პერიოდშიც არ არის სერტიფიცირებული“

$
0
0

როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორების მსურველთა სერტიფიცირების პროცესის დაწყება გამოაცხადა და ამ კუთხით საინტერესოა საქართველოს პარლამენტის სპეციალური თემატური ჯგუფის ანგარიშში მოცემული დასკვნები.

„სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი არ არის საკმარისად მომზადებულები სკოლისა და სასწავლო ლიდერის როლის შესასრულებლად. არ გააჩნიათ საკმარისი პროფესიული და ენობრივი კომპეტენციები, არ არიან ორიენტირებულები სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენით და ვერ ქმნიან მოტივაციას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის განათლების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის“, – ასეთ დასკვნას აკეთებენ ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის შემდეგ, პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები სქელტანიან ანგგარიშში, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებული თემატური მოკვლევის პროცესში გამოკითხული რესპონდენტები მოკვლევის ჯგუფის წევრებმა საინტერესო ინფორმაციები მიიღეს, რაც დირექტორების პროფესიული განვითარების შესახებ მომზადებულ ქვეთავში მოხვდა.

„სკოლებში განათლების ხარისხზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, სკოლის დირექტორების, როგორც სასწავლო და სასკოლო ლიდერის როლსა და მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება. კვლევები ცხადყოფს, რომ სკოლები, რომელთაც ჰყავთ ეფექტური დირექტორი, გამოირჩევიან ეფექტური მოსწრებით (პერფორმანსით) მოსწავლეების მიღწევების, სასკოლო კულტურისა და გარემოს შესაბამისობის და მასწავლებლების მზარდი პროფესიული განვითარების მაჩვენებლებით (Tomlins 2004). ეთნიკური უმცირესობების სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი, წინა, ორი პერიოდის სერტიფიცირების პერიოდშიც არ არის სერტიფიცირებული“, – წერია თემატური მოკვლევის ანგარიშში.

„დირექტორები წლებია არ შეურჩევიათ და ბოლოს შერჩეულები ყოველგვარი გამოცდის გარეშე დაინიშნენ“… „მნივშენლოვანია სასწავლო გარემოს გადახალისება – რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლების ადმინისტრაცია ისევ ძველი სტილით მართავს, (არ ზრუნავენ სწავლების ხარისხზე)“ – ასეთია მიღებული ინფორმაციების ნაწილი და დოკუმენტის თანახმად, მოკვლევის ფარგლებში ვლინდება რადიკალური შეფასებებიც:

ძირითადი ასპექტებზე მსჯელობისას, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების განათლების ერთიანი სისტემის გარეთ დამატებით ან განსხვავებულ ძალისხმევას მოითხოვს, შემოთავაზებებს შორის ასევე გაჟღერდ – „მნიშვნელოვანია სკოლების დირექტორებად ახალგაზრდა, ეთნიკურად არაქართველი და გადამზადებული კადრების შერჩევა“. „დირექტორები არიან ასაკოვანი კაცები, რომლებიც ძველი ტრადიციების მომხრეა“.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დღის წესრიგში დგას დირექტორების პროფესიული გადამზადების აუცილებლობის საკითხიც.

45 რეკომენდაციიდან, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის შესახებ მოკვლევის ანგარიშში მოხვდა, დირექტორი მხოლოდ ერთ რეკომენდაციაშია ნახსენები, ის ენის დეპარტამენტის მისამართითაა გაკეთებული და ასე ჟღერს: მასწავლებლებისათვის და დირექტორებისათვის სახელმწიფო ენის ფლობის სავალდებულო დონის განსაზღვრა.

ასევე იხილეთ:

„პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი“ – სიმონ ჯანაშია სკოლის დირექტორების სერტიფიცირების გამოცხადებაზე

The post „ეთნიკური უმცირესობების სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი, წინა, ორი პერიოდის სერტიფიცირების პერიოდშიც არ არის სერტიფიცირებული“ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ასეტრინა მარინადში


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოყენებული ტესტები – გამოცდები...


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


სისუსტე (თავი 3)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ფუმფულა ბლინები


Wind River / ქარიანი მდინარე (ქართულად)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>