Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

სტუდენტებს პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ახალი, შეღავათიანი ტარიფით შეეძლებათ

$
0
0

2022 წლის 26 ოქტომბერს, საკანომდებლო მაცნეზე საქართველოს მთავრობის №504 დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ცვლილება შევიდა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის შესახებ ბრძანებაში“.

მომსახურეობის საფასურის ნაწილში ცვლილებები იმ სტუდენტებსაც შეეხოთ, რომლებსაც პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნული აქვთ „სტუდენტის” სტატუსი.

დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვკითხულობთ, რომ სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით, თავისუფლდებიან სტანდარტული გადასახადისგან გარკვეულ დოკუმენტებზე და 10 და 5 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, კონკრეტულად რომელ მომსახურებებზე ისარგებლებენ სტუდენტები დაწესებულისგან განსხვავებული, 10 და 5%-იანი საშეღავათო ტარიფით. როგორც იუსტიციის სახლში განგვიმარტეს, ფასდაკლებები იმოქმედებს როგორც პირადობის, ისე ბიომეტრიული პასპორტის აღების შემთხვევაში.

,,სტუდენტს სტანდარტულ ფასთან შედარებით 10%-ით ნაკლების გადახდა მოუწევს პირადობის მოწმობაში. მაგალითად თუ 10 სამუშაო დღეში სურს მომსახურეობის მიღება, სტანდარტული 60 ლარის ნაცვლად, გადაიხდის 50 ლარს. ხოლო ბიომეტრიული პასპორტის აღების საფასური, 150 ლარის ნაცვლად, იქნება 142 ლარი და 50 თეთრი, სტანდარტულ საფასურს დაექვითება 5%-“ (იქვითება ფოტოს გადაღების საფასურიც)“, – განგვიმარტეს იუსტიციის სახლში.

ამ ინფორმაციასთან ერთად, უწყებაში დაგვიკონკრეტეს დოკუმენტების სტანდარტული ღირებულებებიც, მოცდის ვადებთან ერთად.

„პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღების შემთხვევაში, სტანდარტული ღირებულება და ვადები განისაზღვრება: 10 სამუშაო დღეში-60 ლარით, 5 სამუშაო დღეში – 80 ლარით, 3 სამუშაო დღეში – 100 ლარით, მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარით, იმავე დღეს – 150 ლარით. ბიომეტრიული პასპორტის მიღების ვადა და საფასური განისაზღვრება: მე–10 სამუშაო დღეს – 150 ლარით; მე–5 სამუშაო დღეს – 180 ლარით; მე–3 სამუშაო დღეს – 225 ლარით; მე–2 სამუშაო დღეს – 300 ლარით“.

მოამზადა მზეო შველიძემ

The post სტუდენტებს პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ახალი, შეღავათიანი ტარიფით შეეძლებათ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


S.W.A.T.: Under Siege / სპეცრაზმი: ალყა (ქართულად)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – ქიმია, ხელოვნება, სპორტი და...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ჯარისკაცი / Soldier (1998)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


გისოსებს მიღმა... (სრულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


ნანემსარის გამაგრება


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>