იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, უმოკლეს პერიოდში დააინიცირებენ ახალ, პენიტენციურ კოდექსს, რომლის მიხედვითაც სხვა მსჯავრდადებულებსაც მიეცემათ საშუალება, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ და ეს წრე ბევრად უფრო მეტად გაფართოვდება.
„პირველად საქართველოში, ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა“
მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა პატიმრებს უკვე ჰქონდათ, თუმცა ეს კორესპონდენციული სწავლება იყო.
„ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ისინი იღებდნენ მასალას, მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდს, წიგნებს და მათ შეეძლოთ ამ მასალას გასცნობოდნენ და ასე მიეღოთ უმაღლესი განათლება. თუმცა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უნივერსიტეტთან შეხება ჰქონია, დამეთანხმება, სწავლისთვის აუცილებელია ადამიანთან, მასწავლებელთან, ლექტორთან ურთიერთობა, რათა ბევრად უკეთესად მოხდეს ამ მასალის გააზრება და აღქმა.
უმოკლეს პერიოდში დავაინიცირებთ ახალ პენიტენციურ კოდექსს, რომლის მიხედვითაც საშუალება მიეცემა სხვა მსჯავრდადებულებსაც, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება და ეს წრე ბევრად უფრო მეტად გაფართოვდება. ჩვენ უკვე ვხედავთ საკმაოდ დადებით გამოხმაურებას ამ პროექტი მიმართ, განსაკუთრებით, მსჯავრდადებულების მიმართ. შესაბამისად, ჩვენც უფრო მეტად ვართ მოტივირებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ წრის გაფართოება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკვე შემდგომი სემესტრიდან უკვე უფრო მეტ, მაღალი რისკის მსჯავრდადებულებსაც მიეცემათ სწავლის შესაძლებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ასევე იხილეთ:
დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და უმაღლესმა განათლებამ და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?
The post უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მაღალი რისკის მსჯავრდებულებსაც მიეცემათ – იუსტიციის მინისტრი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.

