Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

CIU-ს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის –„კამათის ხელოვნება“ –დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

$
0
0

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის – „კამათის ხელოვნება“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც პროექტის მონაწილეთა დებატებს დაეთმო.

პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა და ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარებას, ასევე, მათ სწორად გამოყენებას, კომპრომისის ნახვასა და შეთანხმებას.

პროექტში საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, შინაარსი კი დატვირთული იყო სხვადასხვა სადებატო თემატიკით:

„სახელმწიფოს როგორი ტიპია მისაღები საქართველოსთვის (ტერიტორიული მოწყობისა და მმართველობის ფორმის გათვალისწინებით)“ – სპიკერი/მენტორი: გელა გიორგაძე – CIU-ის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, თადარიგის ბრიგადის გენერალი;

„როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური იმიჯი მსოფლიოში: იდენტურობა თუ იდენტობა? (ლიბერალიზმი და კონსერვატორიზმი)“ – სპიკერი/მენტორი: თამარ ჩიბურდანიძე – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ის პროფესორი, საქართველოს პარლამენტის ექსპერტი პოლიტიკურ კომუნიკაციებსა და დემოგრაფიულ პოლიტიკაში;

„კაზუსი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ევროპული კონვენციის) მე-10 მუხლის მიხედვით” – სპიკერი/მენტორი: ირინა ბათიაშვილი – „თბილისი ენერჯის“ გენერალური დირექტორის კონსულტანტი, CIU-ის სამართლის დოქტორანტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი;

„ცილისწამების სისხლის სამართლის წესით დასჯადობის მიზანშეწონილობა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“ – სპიკერი/მენტორი: ირაკლი ნადარეიშვილი – სამართლის დოქტორი, CIU-ის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი;

„ტრადიციული და სოციალური მედია“ – სპიკერი/მენტორი: გიორგი გოგოხია – CIU-ის მასობრივი კომუნიკაციის დოქტორანტი; „ტრადიციული ჰიდროელექტრო სადგურები თუ განახლებადი ენერგიის (მზის, ქარისა და მწვანე წყალბადის) სადგურები?“ – სპიკერი/მენტორი: გიორგი კაპანაძე – CIU-ის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი;

„ჯანმრთელობა და თვითმკურნალობა“ – სპიკერი/მენტორი: კოკა კაჭარავა – Phd დოქტორი, ჯანდაცვის კვლევისა და განვითარების მიმართულება/ფარმაკოლოგია (საფრანგეთი), CIU-ის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი (ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით).

დებატებამდე პროექტის მონაწილეებს თამარ ჩიბურდანიძის ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც კამათისა და შეთანხმების ხელოვნებას ეხებოდა.

პროექტის დასკვნით დღეს, თითოეული თემატიკის დებატებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა.

პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, ხოლო პედაგოგებსა და მენტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია მარინე უგულავა, პროექტის კოორდინატორი კი ნია სადაღაშვილი.

The post CIU-ს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის – „კამათის ხელოვნება“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


A Bug's Life / მწერის ცხოვრება (ქართულად)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


გისოსებს მიღმა... (სრულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ვეფხვის სახლი / Tiger house / Дом тигра (2015) - რუსულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>