Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა –რატომ იგვიანებს რეგისტრაციის გამოცხადება?

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერით, „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, დაემატა ახალი პუნქტები. ოლიმპიადის პირველი ტური წელსაც ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა უკვე ექნებათ იმ პირებსაც, ვინც ამას ვერ ახერხებდა, საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი და გალის რაიონის ტერიტორიაზე მყოფ მოსწავლეებზე.

„ოლიმპიადის პირველი ტური იმ მონაწილეებისათვის, რომლების საჭიროებენ სპეციალურ საგამოცდო გარემოს, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი და გალის რაიონის ტერიტორიაზე მყოფი მონაწილეებისათვის შესაძლებელია ჩატარდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესით (ელექტრონულად). სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში ოლიმპიადის მონაწილე წარუდგენს ცენტრს. პირმა, რომელსაც სურს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, ცენტრში უნდა წარმოადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში“, – აღნიშნულია დღეს, 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია, განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოსწავლეებისთვის ყოველწლიურად შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ცხადდება. ეს ვადები წელს სამინისტრომ ერთი თვით დააგვიანა, თუმცა ამის მიზეზი EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში დაუმალეს.

როდის უნდა ველოდოთ 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციის გამოცხადებას, ამის გარკვევას ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შევეცადეთ. კონკრეტული თარიღები ჯერ არც აქ იციან თუმცა, დაგვიდასტურეს, რომ ვადებმა გადაიწია და ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებას დეკემბერში ვარაუდობენ. როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრში დაუზუსტეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრები, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებენ ინფორმაციას და სკოლებსაც ეცნობებათ.

ასევე იხილეთ:

The post ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა – რატომ იგვიანებს რეგისტრაციის გამოცხადება? first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ფეხმდზიმობა


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>