Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

იცვლება პირველადი რეგისტრაციის ვადები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურე დაწესებულებებისთვის

$
0
0

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის დაჩქარებული წესით განიხილა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებები დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა გააცნო.

მისი თქმით, კანონის არსებული რედაქციის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველადი რეგისტრაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ დაწესებულებათა ნაწილი, რომლებიც ფიზიკური პირის საწარმოს სტატუსით არიან დაფუძნებული, ვერ რეგისტრირდებიან რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, ვინაიდან არ აქვთ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსი და შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი.

კანონპროექტში ცვლილებების თანახმად, იმ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას, შესაძლებლობა ექნებათ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიარონ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.

ამასთანავე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების განმახორციელებელ პირებს შეეძლებათ 2024 წლის 1 იანვრამდე, დააფუძნონ იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„ერთი მხრივ, ინდივიდუალურ მეწარმეებს ვაძლევთ საშუალებას, რომ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდნენ და მეორე მხრივ, ვახანგრძლივებთ რეგისტრაციის ვადას 3 თვით, ანუ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, ვლადიმერ კახაძე, გენრიეტა წიწავა, მაია მენაღარიშვილი, ბაია კვიციანი და ბექა დავითულიანი.

The post იცვლება პირველადი რეგისტრაციის ვადები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურე დაწესებულებებისთვის first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


ასეტრინა მარინადში


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ახლო მანძილზე / Close Range - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


The Sicilian Clan / სიცილიური კლანი (ქართულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


გოგონა მარგალიტის საყურით / Girl With a Pearl Earring - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>