Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

SANGU-მ ნატოს საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

$
0
0

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა.

ურთიერთთანამშრომლობის მიზანი მაღალი კომპეტენციების მქონე კადრების მომზადების მიზნით, არსებული რესურსების გაზიარება და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.

საინფორმაციო ცენტრი, უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე, ხელს შეუწყობს და დაეხმარება მხარეთა შორის შეთანხმებული პროექტების განხორციელებას; საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტს მიაწვდის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემულ ლიტერატურასა და სასწავლო რესურსს, ასევე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. სტუდენტებს საშუალება ექნება გაეცნონ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას.

თავის მხრივ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში, შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერას აღმოუჩენს საინფორმაციო ცენტრს. ინფორმაციას მიაწვდის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი აქტივობების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ. მოამზადებს საინფორმაციო ცენტრის მუშაობის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სამეცნიერო კონფერენციებს, აქტიურად მოახდენს სტუდენტების, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის ინფორმირებას საინფორმაციო ცენტრში დაგეგმილი შესაბამისი აქტივობების შესახებ.

The post SANGU-მ ნატოს საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


„თქვენ გამორჩეული თაობა ხართ!“ –ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა სკოლის...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ბინძური ჰარი /Dirty Harry - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ასეტრინა მარინადში


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


მარსელი / The Martian - ქართულად დუბლირებუილ


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>