Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15242

Technovation Girls –საქართველო 2023-ის რეგისტრაცია დაიწყო

$
0
0

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 12 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, შეიმუშავებენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებს და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს. 2023 წელს Technovation Girls-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ალტე უნივერსიტეტია. პროექტი ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და STEM მასწავლებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია Forbes Woman Georgia.

Technovation Girls 2023-ში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე გოგოებსა (ორი ასაკობრივი კატეგორია 13-15 წელი და 16-18 წელი. ჯგუფში/გუნდში 1-იდან 5-მდე გოგო) და მოხალისე მენტორებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. ამისათვის კი აუცილებელია, რომ დაინტერესებულმა პირებმა, მარტივი სარეგისტრაციო ფორმა 15 იანვრამდე შეავსოთ.

გოგოების სარეგისტრაციო ფორმა
მენტორების სარეგისტრაციო ფორმა

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ Total Courage-ის გუნდმა წელს ალტე უნივერსიტეტს მიანდო საქართველოში ამ პროგრამის მასპინძლობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან და მენტორებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოზარდი გოგო ჩაერთოს ამ პროექტში, დაინტერესდეს ტექნოლოგიებით, იმუშავოს ახალ იდეებზე და მომავალში აირჩიოს ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან დაკავშირებული კარიერა.“ – აღნიშნავს ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი ინფორმაცია პროექტისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ

იმისთვის, რომ დასვა შენთვის სასურველი კითხვა და მიიღო ამომწურავი პასუხი პროექტის შესახებ, დაინტერესებულ პირებს, გიწვევთ Technovation Girls 2023-ის პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე, 21 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე, რომელზეც გექნებათ შესაძლებლობა, პირადად გაესაუბროთ პროექტის ხელმძღვანელს, ნანა დიხამინჯიასა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. იმისთვის, რომ დაესწრო შეხვედრას, დარეგისტრირდი აქ.

მომავალმა მენტორებმა გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ თქვენთვის სასურველ მიმართულებებზე:

– გუნდის მენტორი
– გუნდის კონსულტანტი მენტორი

Technovation Girls – საქართველოს 2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, ყველა გუნდს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს გლობალურ შეჯიბრში, რომლის ფინალიც კალიფორნიაში გაიმართება.

დამატებითი კითხვებისთვის, მოგვწერე: info@alte.edu.ge
პროექტის მიმდინარეობისა და მის ფარგლებში დაგეგმილი

აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრე გვერდს

The post Technovation Girls – საქართველო 2023-ის რეგისტრაცია დაიწყო first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15242

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


პარაფსორიოზი


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


Shattered / ნამსხვრევებად ქცეული (ქართულად)


ორი ჯორი და სარასათვის / Two Mules for Sister Sara (1970)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ჯოჯოხეთიდან / From Hell - ქართულად დუბლირებული - qartulad


როგორ მოვიხსნათ გაჭედილი ბეჭედი თითიდან (ხალხური რჩევების კრებული)


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ეს არის კატასტროფა / It is a Disaster - ქართულად


ლელა წურწუმიას ანეკდოტები - ჭიჭიკია ვეტერინარია



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>