Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

CIU-სა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

$
0
0

26 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მხარეებს შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას, ერთობლივ ღონისძიებებსა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტთა პრაქტიკა/დასაქმებას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მოაწერეს.

ამავე დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორს, ლევან უჯმაჯურიძეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად არჩევა მიულოცეს.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლან გოცირიძემ ფაკულტეტის ბოლოდროინდელი წარმატებების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.

The post CIU-სა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>