Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15215

სიახლეები 2023 წლის მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე –დეტალები და დავალების ნიმუშები გამოქვეყნდა

$
0
0

დღეს, 29 დეკემბერს, შეფასებისა და გამოცდებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ სიახლეების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც 2023 წლის მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების კუთხით განისაზღვრა:

სიახლე პედაგოგებისათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტებში

2023 წელს მცირეოდენი ცვლილებები იგეგმება პედაგოგებისათვის განკუთვნილ გეოგრაფიისა და ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტებში.

გეოგრაფიის გამოცდა

გეოგრაფიის მასწავლებლების ტესტში ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალება დაიშლება 1 და 2 ქულიან რამდენიმე კითხვად. მასწავლებლებისთვის უფრო კომფორტული გახდება ტესტზე მუშაობა, რადგან მათ აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკა, თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი. რუკის ნაცვლად ამ ფრაგმენტის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა.

დავალების ნიმუში

კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა

2023 წლის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი ცვლილებები: შეიცვლება გამოცდის სახელწოდება, კერძოდ, „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდას“ დაერქმევა „კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა“. რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, მასში არსებულ შვიდ საკითხს, დაემატება მერვე თავი – ვიზუალური პროგრამირების საკითხები. ვიზუალური პროგრამირებისთვის შეთავაზებული იქნება პროგრამა Scratch-ის გარემო. პროგრამაში მოცემული თემატიკა შესაძლოა შევიდეს გამოცდის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილში. ტესტის მოცულობა და გამოცდის ხანგრძლივობა უცვლელია.

პრაქტიკული ნაწილის დავალებათა ნიმუშები
თეორიული ნაწილის დავალებათა ნიმუშები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

2023 წელს გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 5 საათი.
იხილეთ რეკომენდირებული ლიტერატურა, რომელიც გამოქვეყნებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

სპეციალური მასწავლებლის გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.

გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ სპეციალური მასწავლებლის გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

The post სიახლეები 2023 წლის მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე – დეტალები და დავალების ნიმუშები გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15215

Latest Images

Trending Articles


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


მწვავე დეციდუიტი


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


კარცინომატოზი


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ორნი ქალაქში / Deux hommes dans la ville - ქართულად


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


Toy Story That Time Forgot / სათამაშოების ისტორია: მივიწყებული ამბავი (ქართულად)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1991 - 1992 წლების სეზონი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


დროში მოგზაურის ცოლი / The Time Traveler's Wife - ქართულად


პატარა მიხო ნატრობს


კექსი ნიგვზით და შოკოლადით



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>