Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

მართლმსაჯულების სახლი –გრუნის პარტნიორი

$
0
0

სტუდენტთა პროფესიული მომზადების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენისა და კარიერული განვითარების მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრთან – მართლმსაჯულების სახლი.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და კურსების შემუშავებას, სტუდენტთა სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობას, ერთობლივი თემატური პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, დისკუსიების, სემინარების მომზადებასა და ორგანიზებას.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციასთან USAID და ახორციელებს სხვადასხვა პროექტს სამართლის სფეროში, რაც გრუნის სტუდენტებს დამატებით გამოცდილებასაც შესძენს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ USAID-ის წარმომადგენლები: რუსუდან ტაბატაძე, გიორგი ჩხეიძე და ნინო ბალანჩივაძე, დიპლომატიის სკოლის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ თედო ჯაფარიძემ სტუდენტებთან ისაუბრა თემაზე: „ევროკავშირი და საქართველო“.

The post მართლმსაჯულების სახლი – გრუნის პარტნიორი first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15183

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>