Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

„პირველკლასელს რეპეტიტორი არ უნდა სჭირდებოდეს!“ –მშობლები განვლილ სემესტრს აფასებენ –რა ისწავლეს პირველკლასელებმა?

$
0
0

2022 წელს პირველკლასელი 55 000-მდე ბავშვი გახდა. როგორც პირველკლასელები, ასევე მათი მშობლები სასწავლო წლის პირველ სემესტრში სირთულეების ნაკლებობას არ უჩიოდნენ და ახალი წლის დასაწყისში EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ გაართვეს თავი გამოწვევებს, რა ისწავლეს, რა სახის პრობლემები ჰქონდათ და როგორია მათი მოლოდინები მეორე სემესტრისთვის.

მრავალშვილიანი მამა რუსთავიდან, შალვა ლიპარიშვილი, აქტიურად არის ჩართული შვილების აღზრდა-განათლების პროცესში და როგორც ის გვიხსნის, წელსაც, მთავარი გამოწვევა მშობელსა და სკოლას შორის ღია კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.

„უშუალოდ სწავლის, ანუ საგაკვეთილო პროცესის მხრივ, პრობლემური და დაუძლეველი გამოწვევები არ გვქონია. მაგრამ საორგანიზაციო ამბებში იყო რიგი სირთულეების. ერთ-ერთია მშობლებსა და სკოლას შორის ნაკლები კომუნიკაცია. სკოლა ნაკლებად ღიაა მშობელთათვის. მაგალითად, ჩემი ხუთი შვილი უკვე სწავლობდა სკოლაში და მე მხოლოდ შარშან გავიგე, რომ არსებობს „სკოლის სამეურვეო საბჭო“. ესეც მხოლოდ იმიტომ გავიგე, რომ ამ საბჭოს წევრთა არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და მორჩა. ჩემი აზრით, ამ ინფორმაციას სკოლა უნდა აწვდიდეს მშობელს და სასკოლო ცხოვრებაში მის მაღალ ჩართულობას უზრუნველჰყოფდეს. სკოლა უნდა გვიხსნიდეს რა ფუნქციები აქვს საბჭოს, ვინ არიან მისი წევრები, საერთოდ რისთვისაა“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში 7 შვილის მამა.

შალვა ლიპარიშვილი თვლის, რომ მშობლებმა, განსაკუთრებით კი პირველკლასელების, უნდა იცოდნენ რას სწავლობს მათი შვილი და რა სახელმძღვანელოები გამოიყენება სწავლა-სწავლების პროცესში. ინფორმირება კი სკოლის ვალდებულებაა:

„მშობელი ბოლომდე უნდა იყოს ჩართული შვილების აღზრდის პროცესში და მეტი ნდობა ჰქონდეს სკოლის მიმართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა პირველკლასელი ჰყავს. რას, როგორ და რით ასწავლიან, ეს სკოლამ უნდა აუხსნას მშობელს, რაც არც წელს მომხდარა. ამ პრობლემის სათავე მხოლოდ სკოლა არ არის და ალბათ, მიზეზი მშობელთა ინერტულობაცაა“.

ამბობს, რომ მისთვის, როგორც უკვე გამოცდილი მშობლისთვის, პირველკლასელის სწავლის საკითხი გამოწვევა არ ყოფილა, რადგან მისი შვილები უკვე ინფორმირებული არიან, რომ მხოლოდ სკოლის სწავლების იმედად არ უნდა იყვნენ.

„სწავლა და საშინაო დავალებას შესრულება ჩვენი შვილებისთვის გამოწვევა არ არის, რადგან იციან, რომ მხოლოდ სკოლის იმედზე ვერ იქნებიან და დამოუკიდებლად უნდა გაართვან თავი გამოწვევებს. ეს კი რასაკვირველია ჩვენი, მშობლების თანადგომით. ჩვენს შემთხვევაში ჩართულობა არის მხოლოდ ის, რომ ვეუბნებოდით, რა ჰქონდა დავალებად (რაკი თვითონ ყოველთვის არ იცოდა ხოლმე) და შესრულების შემდეგ ვნახულობდით, რამე ხომ არ გამორჩა. კითხვითაც დამოუკიდებლად კითხულობს, ასოებს ცნობს. უბრალოდ, ვახსენებდით ხოლმე, რომ ესა თუ ის ტექსტი უნდა წაეკითხა”, – აგვიხსნა შალვა ლიპარიშვილმა.

ჩვენი მეორე რესპონდენტი, თეონა ლეკიშვილი, პირველკლასელის მშობელია. ის EDU.ARIS.GE-სთან დეტალურად ასახელებს გამოწვევებს, რომლებიც პირვეკლასელებსა და მათ მშობლებს გასულ სემესტრში ჰქონდათ. თეონა ამბობს, რომ თუ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა არ შემცირდება, გამოწვევები ისევ იგივე დარჩება, შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება კი კვლავაც მშობლებს მოუწევთ.

„ალბათ, ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რომ პირველკლასელს ყურადღებიანი, პროფესიონალი მასწავლებელი სჭირდება და როცა კლასში 25 და მეტი მოსწავლეც ზის, ბუნებრივია, რომ ეს მასწავლებელი ყველას სათითაოდ ვერ მიაქცევს ყურადღებას. შეიძლება, სასწავლო წელი ისე დასრულდეს, ბავშვმა წერა-კითხვასაც ვერ ისწავლოს და ამის მაგალითიები ჩემს გარშემო უამრავია. ასეთ დროს ისევ მშობელზეა მთელი პასუხისმგებლობა და არა სკოლაზე”, – აცხადებს მოსწავლის მშობელი.

ჩვენს კითხვაზე, რა ისწავლა მისმა პირველკლასელმა შვილმა, თეონა ლეკიშვილი გვპასუხობს, რომ მხოლოდ ის, რის სწავლაშიც თავად დაეხმარა:

„ჩემმა შვილმა ის ისწავლა, რაც მე თავად ვასწავლე, სკოლაში ბევრი არაფერი უსწავლია, მათ შორის არც წერა-კითხვა. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენს კლასში არიან მშობლები, რომლებმაც უკვე აიყვანეს დამხმარე მასწავლებლები. კერძო რეპეტიტორები ამზადებენ ბავშვს და დავალებების შესრულებაშიც ეხმარებიან. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მშობელს, რომელსაც თავად არ აქვს დრო ბავშვის მეცადინეობისთვის, ასეთი გადაწყვეტილების მიღება უწევს. სკოლა ვერ აკმაყოფილებს ბავშვის და მშობლის საჭიროებებს”.

თეონა ამბობს, რომ როცა ბავშვების უმრავლესობას პირველ კლასშიც სჭირდება კერძო მასწავლებელი, ეს უკვე სისტემის პრობლემაა და მისი გადაჭრა მხოლოდ მშობლის საზრუნავი არ უნდა იყოს.

„პირველკლასელს რეპეტიტორი არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ თუ მშობელი ვერ ამეცადინებს, არ ჰყოფნის ცოდნა, არ აქვს დრო, შესაძლებლობა და არც სკოლაში ასწავლიან, სხვა გზა არ არის. ძალიან არ მოგვწონს, რომ მსგავსი გამოწვევები გვაქვს, მაგრამ ესაა შედეგი და უკვე წინასწარ ვიცი, რომ მომდევნო კლასებში უფრო მეტი გამოწვევა იქნება და შესაბამისად, არ მაქვს პოზიტიური მოლოდინები”, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან პირველკლასელი მოსწავლის მშობელმა, თეონა ლეკიშვილმა.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელი სწორედ „ფარისევლის“ როლში მესახება – პედაგოგი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე, პორტფოლიოზე და არამხოლოდ

მოამზადა მზეო შველიძემ

The post „პირველკლასელს რეპეტიტორი არ უნდა სჭირდებოდეს!“ – მშობლები განვლილ სემესტრს აფასებენ – რა ისწავლეს პირველკლასელებმა? first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ფეხმდზიმობა


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


სტაფილოს კექსი ( სამარხვო)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ალკატრასი ქართულად / Alcatraz 2018


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


The Young Pope / ახალგაზრდა პაპი ყველა სეზონი (ქართულად)


ორი ძმა / Deux freres - ქართულად


სომეხი ბავშვი იხრჩობა ზღვაში.


ბანანის ნამცხვარი კაკაოთი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>