Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

სტუდენტთა მობილობის ვადები 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ცნობილია –დეტალები

$
0
0

განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები. როგორც დღეს, 12 იანვარს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკიტხულობთ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა – 2023 წლის 13 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.

სახელოვნებო-შემოქმედებითი-სასპორტო კონკურსის შედეგების, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა შესაძლებელი იქნება – 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით. ხოლო, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2023 წლის 10 თებერვლიდან – 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

სტუდენტთა საყურადღებოდ:

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2023 წლის 30 იანვრიდან – 2023 წლის 08 თებერვლის 18:00 საათამდე;

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ყურადღება: ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, 2022 წლის 03 თებერვლამდე გადის კონკურსს დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 10 თებერვალს.

The post სტუდენტთა მობილობის ვადები 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ცნობილია – დეტალები first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ვიოლინოს გასაღები (სრულად)


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


The Deep End of the Ocean / ოკეანის დასასრული (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ადექით, ბიჭებო / Stand Up Guys - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>