Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

როგორ გამოვიყენოთ გაკვეთილზე ჯვარედინი დისკუსიის მეთოდი სწორად –ისტორიის მასწავლებელი გირჩევთ

$
0
0

დისკუსია ინტერაქციული სწავლების მეთოდია, რომელიც მოსწავლეებს და არა მხოლოდ მათ კრიტიკული აზროვნებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებს.

დისკუსიის წარმართვისთვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ჯვარედინი დისკუსია. ხშირია შემთხვევა, როცა პედაგოგი თვლის, რომ საგაკვეთილო აქტივობად გაწერილი აქვს ჯვარედინი დისკუსიის მეთოდი, მაგრამ პრაქტიკაში მას არასწორი ინტერპრეტაციით იყენებენ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რას გულისხმობს ჯვარედინი დისკუსიის მეთოდი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად. ამ საკითხზე სასაუბროდ ქალაქ თბილისის #142-ე საჯარო სკოლის ისტორიის უფროს მასწავლებელს, მერი შავლუხაშვილს მივმართეთ, რომელმაც ჯვარედინი დისკუსიის პრაქტიკულ გამოყენებაზე ისაუბრა და კოლეგებს რჩევებიც მისცა.

– ქალბატონო მერი, პირველ რიგში, ჩვენს მკითხველ პედაგოგებს და არა მხოლოდ მათ უპასუხეთ, რა არის ჯვარედინი დისკუსია და რამდენად ხშირადაა საჭირო მისი, როგორც ინტერაქციული მეთოდის გაკვეთილზე გამოყენება?

– დისკუსიის მიზანია აქტუალური საკითხის მრავალმხრივ განხილვა, მისი ანალიზი. ჯვარედინი დისკუსია კი, საკითხის განხილვისა და დამუშავების იმგვარი მეთოდია, რომელსაც მოსწავლეები თავად წარმართავენ და ამ პროცესში მასწავლებელი რიგითი მონაწილეა. ჯვარედინი დისკუსიისას, ფაქტობრივად, მოსწავლეები თავად წარმართავენ გაკვეთილს, მასწავლებლის მოვალეობა კი მათთვის ისეთი საკითხის, თეზისის შეთავაზებაა, რომელიც არაერთგვაროვან პასუხს მოითხოვს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჯვარედინი დისკუსიის მეთოდის გამოყენება საკლასო სივრცეში საკმაოდ ხშირად უნდა ხდებოდეს. მსგავსი მეთოდები მოსწავლეებს ეხმარება არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, თვითპრეზენტაციის უნარის განვითარებაში. ჯვარედინი დისკუსიისას მოსწავლე აყალიბებს მოსაზრებას, თავად განსაზღვრავს სადისკუსიო თემის სათაურს, რასაც მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებისკენ მივყავართ.

– რა არის იმის მიზეზი, რომ უმეტესად, პედაგოგები არასწორი ინტერპრეტაციით იყენებენ ამ მეთოდს და თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ, რა მიზნით?

– ალბათ, ამის მიზეზი მსგავსი აქტივობების დროს მასწავლებლების ზედმეტი ჩართულობაა. ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ დამხმარეები. მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს საკუთარი აზრი არ უნდა მოვახვიოთ თავს. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად იმსჯელონ, გააანალიზონ, შეაფასონ გამოთქმული მოსაზრებები. პირველ რიგში, მოსწავლეები უნდა გრძნობდნენ, რომ ჩვენ ნებისმიერ მოსაზრებას ვაფასებთ, ისინიც ადვილად ჩამოაყალიბებენ აზრს და არ ექნებათ შიში, რომ დაცინვის ობიექტები გახდებიან.

ჯვარედინი დისკუსიის მეთოდი საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია და ხშირადაც ვიყენებ, რადგან მსგავსი აქტივობების დროს, მოსწავლეების ჩართულობა უფრო მაღალია. როგორც მოგეხსნებათ, ისტორია, შესასწავლად საკმაოდ რთული საგანია და მოსწავლეს უნდა დავეხმაროთ, რომ მათ მოვლენები სხვადასხვა კუთხით განიხილონ. მიიღონ არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა, არამედ შეძლონ, შეძენილი ცოდნა, კრიტიკული აზროვნების და არგუმენტირებული მსჯელობის განვითარებით, რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.

– გაგვიზიარეთ ერთი კონკრეტული მაგალითი ისტორიის საგნის მიხედვით, როგორ იყენებთ/ნერგავთ კლასში ჯვარედინი დისკუსიის მეთოდს?

– გავიხსენებ მეათე კლასში ჩატარებულ გაკვეთილს. როდესაც სახელმწიფოს მმართველობის ფორმებზე გადავედით, ჩავთვალე, რომ მმართველობის სისტემის გასააზრებლად, მოსწავლეებთან ჯვარედინი დისკუსია უნდა გამომეყენებინა. საბერძნეთს გავდიოდით და მოსწავლეებმა თავად აირჩიეს სადისკუსიო თემაც, რომელი მმართველობა იყო უპირატესი „დემოკრატიული“ თუ „მონარქიული“. ეს აქტივობა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. გამოითქვა მოსაზრებები თანამედროვე სამყაროსთან მიმართებაში. მოსწავლეებმა მმართველობის ფორმები არა მხოლოდ ძველ სამყაროს, არამედ დღევანდელ რეალობასაც დაუკავშირეს და თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს. მათი ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო, ისმენდნენ ერთმანეთის მოსაზრებებს, ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ არგუმენტებს და ეს გაკვეთილი უფრო ცოცხალი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რაც მთავარია, არ დაირღვა ჯვარედინი დისკუსიის მთავარი პირობა და მე, როგორც პედაგოგი, უბრალოდ დამკვირვებლის როლში ვიყავი, მოსწავლეები კი თავად წარმართავდნენ დისკუსიის პროცესს.

– მიეცით რჩევა პედაგოგებს, როგორ შეუძლიათ გაკვეთილზე ჯვარედინი დისკუსიის მეთოდის სწორად გამოყენება?

I ეტაპი- მასალის გააზრება

მოსწავლეები განიხილავენ კონკრეტულ შესასწავლ მასალას. შესაძლებელია დამატებითი რესურსების მოძიებაც, რათა მოსწავლეებს უფრო მრავალფეროვანი წარმოდგენა შეექმნათ აღნიშნულ საკითხზე.

II ეტაპი- სადისკუსიო თემის შერჩევა

არ ჩავერიოთ მოსწავლეების არჩევანში, აუცილებელია, თავად აირჩიონ და განსაზღვრონ სადისკუსიო თემა სათაურით.

III ეტაპი- დაწყვილდი/დაჯგუფდი/გააანალიზე

სასურველი სადისკუსიო თემის არჩევისას, მოსწავლეები წყვილდებიან ჯგუფში. წყვილის მოვალეობაა სადისკუსიო ცხრილის შედგენა. ერთი მოსწავლე აყალიბებს სამ დადებით არგუმენტს, რომელსაც მეწყვილეს უზიარებს. თანა მეწყვილე კი უარმყოფელ არგუმენტებს უზიარებს. მუშაობის დრო აუცილებლად განსაზღვრული უნდა იყოს, რათა დროის ორგანიზება სწორად მოხდეს (სასურველია 5-7 წუთი). მოსწავლეებს, სურვილისამებრ ეძლევათ ფურცელი ან ფორმატის ქაღალდი, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი და თითოეულ მხარეს დადებითი და უარყოფითი არგუმენტები იწერება. ფურცლის შევსების შემდგომ, პირველი წყვილი მეორე წყვილს უერთდება და ისინი უკვე ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს.

IVეტაპი- ჯგუფში მუშაობა

შეერთებული წყვილები ახლა უკვე 4 ადამიანის შემადგენლობით ჯერდებიან და საბოლოო დასკვნები კლასის წინაშე წარსადგენად გამოაქვთ.

V ეტაპი- პრეზენტაცია კლასის წინაშე

სხვადასხვა ვერსიების განხილვისას, მოსწავლეები მათ მიერ ჩამოყალიბებულ საუკეთესო ვერსიებს დაფაზე წერენ და საბოლოოდ ჯერდებიან თითოეული მათგანის დადებით მხარეზე, ისინი ნელ-ნელა მიდიან სწორი ვერსიებისკენ. რა თქმა უნდა, მათი მოსაზრებები განსხვავებული იქნება, თუმცა, მოსწავლეების თითოეულ გამოთქმულ მოსაზრებას უნდა მოვუსმინოთ.

მასწავლებლის როლი

როგორც აღვნიშნე, მასწავლებელი პროცესში ნაკლებად უნდა იყოს ჩართული. თუმცა, დისკუსიის დროს, მას ევალება თითოეულ ჯგუფზე დაკვირვება, ცალკეული ეტაპის ჩანიშვნა, ჩაწერა, დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოყოფა.

ასევე იხილეთ:

32 ეფექტური აქტივობა და ინსტრუმენტები მოსწავლის განმავითარებელი შეფასებისთვის

სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე

მოამზადა მზეო შველიზემ

The post როგორ გამოვიყენოთ გაკვეთილზე ჯვარედინი დისკუსიის მეთოდი სწორად – ისტორიის მასწავლებელი გირჩევთ first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

Latest Images

Trending Articles


Batman: Gotham Knight / ბეტმენი: გოთემის რაინდი (ქართულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


მომკალი ნაზად / Killing Me Softly / Убей меня нежно (2002)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>