Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება

$
0
0

24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე მეხუთედ აღინიშნება. 2023 წელს ამ თარიღის მსოფლიო გზავნილს – „ადამიანებში ინვესტირება, განათლებისთვის პრიორიტეტის მინიჭება‘‘ წარმოადგენს.

24 იანვარი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა და ამ თარიღის აღნიშვნის მთავარი მიზანია მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უკანასკნელ წლებში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად არის აღიარებული და ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს 2022 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართული „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს შორის იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

„განათლების ტრანსფორმაციის სამიტმა“, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ განათლება მშვიდობისა  და მდგრადი განვითარების უნივერსალურ საფუძველს წარმოადგენს.

The post 24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


გისოსებს მიღმა... (სრულად)


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>