Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

ეროვნული თავდაცვის აკადემია უცხო ენების ინტენსიურ სწავლებას უზრუნველყოფს

$
0
0

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერებისთვის ხორციელდება უცხო ენების ინტენსიური სწავლება, რომელსაც ბაკალავრიატის ენობრივი მომზადების განყოფილება უზრუნველყოფს. იუნკერებს შესაძლებლობა ეძლევათ საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ინგლისური ენის გარდა, შეისწავლონ როგორც ფრანგული, ასევე გერმანული ენა.

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში აკადემიაში 2022 წლის 17 ოქტომბრიდან იმყოფება ფრანგული ენის მასწავლებელი იზაბელ სიბილო, რომელიც იუნკერებს სენ-სირის სამხედრო აკადემიის მისაღები გამოცდებისთვის ამზადებს. ქალბატონი იზაბელი აღნიშნავს, რომ აკადემიაში ყველანაირი პირობაა შექმნილი სწავლისთვის და იუნკერები მონდომებული და მოტივირებული არიან. ფრანგული ენის გაკვეთილები მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

ბაკალავრიატის ენობრივი მომზადების განყოფილებაში 2022 წლის აპრილიდან მუშაობს ამერიკელი მასწავლებელი -ჯოზეფ ბოკუზი, რომელიც ბაკალავრიატის იუნკერებთან ინგლისური ენის პრაქტიკულ კურსს ატარებს. მისი მეცადინეობები ძირთადად მოსმენისა და ლაპარაკის უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული.

“ბოლო ათი წელია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ საქართველოში. როგორც ყოფილი ამერიკელი კადეტი, სამოქალაქო საჰაერო პატრულში, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა ვასწავლი ინგლისურ ენას, როგორც მეორე ენას ქართველ იუნკერებს.

ვამაყობ, რომ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებ ახალგაზრდა ქართველ იუნკერებს და წვლილი შემაქვს მათი შესაძლებლობების განვითარებაში“, – აღნიშნავს ბატონი ჯოზეფი.

აკადემიის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს იუნკერების ცოდნის გაღრმავებასა და უცხო ენის მასწავლებლებთან საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე.

The post ეროვნული თავდაცვის აკადემია უცხო ენების ინტენსიურ სწავლებას უზრუნველყოფს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15227

Latest Images

Trending Articles


Batman: Gotham Knight / ბეტმენი: გოთემის რაინდი (ქართულად)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კრიდი: როკის მემკვიდრეობა / Creed - ქართულად დუბლირებული


მომკალი ნაზად / Killing Me Softly / Убей меня нежно (2002)


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები / Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón...


Saw V / ხერხი 5 - ქართულად დუბლირებული


- მარტო გადაკუზული (რაკამ)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>