Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

რა პირობით მიიღებენ 300 ლარს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები წალკაში

$
0
0

წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ დოკუმენტი დღეს, 25 იანვარს გამოქვეყნდა და როგორც საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ, წალკის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურად დაუცველ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის 300 ლარიან, ერთჯერად დახმარებას გასცემს.

იმისთვის, რომ წარჩინებულმა მოსწავლემ დახმარება აიღოს, საჭიროა, ჰქონდეს სოციალურად დაუცველი სტატუსი 100 000-მდე სარეიტინგო ქულით.

„სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 100 000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად – 300 (სამასი) ლარის ოდენობით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

როგორც დადგენილებაშია მითითებული, დახმარების მიღების მსურველმა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში გარკვეული დოკუმენტები უნდა წარადგინოს:

  • წერილობითი განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
  • ცნობა საჯარო სკოლიდან ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატობის შესახებ;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი.

The post რა პირობით მიიღებენ 300 ლარს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები წალკაში first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ასეტრინა მარინადში


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


ფუმფულა ბლინები


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ყოფილი პროკურორი გელა მახარაძე ბათუმში კვარტალის გაშენებას გეგმავს


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


თირკმელი


„თქვენ გამორჩეული თაობა ხართ!“ –ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა სკოლის...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


The Sicilian Clan / სიცილიური კლანი (ქართულად)


პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების...


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ბინძური ჰარი /Dirty Harry - ქართულად


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>