Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

თსუ-ის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

$
0
0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა.

გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის მინისტრის პირველ მოადგილედ; აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004 – 2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად.

გიორგი შარვაშიძე არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით. არის მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.

The post თსუ-ის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15219

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


ბნელი ნაკადი / Dark Feed (2013)


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები წლების მიხედვით


რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


საშვილოსნოს ყელში ნაბოთის ცისტა


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


სტუდენტი გამოძახებით / Mes chères études / Студентка по вызову (2010)


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ვიოლინოს გასაღები (სრულად)


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


The Deep End of the Ocean / ოკეანის დასასრული (ქართულად)


მეგობარ ბიჭს(სანდრექსას)


ადექით, ბიჭებო / Stand Up Guys - ქართულად


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>