Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2023 დამტკიცდა –რა როლი ექნებათ სკოლებსა და უმაღლესებს

$
0
0

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 24 იანვრის ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2023.

სტრატეგიის პრეზენტაცია გასულ დღეებში გაიმართა და როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეთაძემ განაცხადა, ფინანსური განათლება იმ არსებითი კომპეტენციების ერთობლიობაა, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებლები მოქმედებენ ისე, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობის დონე. იმავდროულად, ფინანსური განათლების მაღალი დონე მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორისთვისაც, რამდენადაც მისთვის გაცილებით ხელსაყრელი და ნაკლებად სარისკო იქნება გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ურთიერთობა.

დოკუმენტში, სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის, მოხსენიებული არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.

როგორც სტრატეგიის დოკუმენტშია განმარტებული, სტრატეგიის მისიის შესასრულებლად, ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებს შორის პირველია ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების მიწოდება და მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „OECD-ის“ რეკომენდაციის თანახმად, ფინანსური განათლება რაც შეიძლება ადრე, სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს. მაშინ, როდესაც „PISA-ს“ 2018 წლის კვლევის თანახმად, ქართველი მოსწავლეების ფინანსური განათლების დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გამოკითხულ ქვეყნებს შორის, ასევე, „OECD-ის“ 2020 წლის კვლევის თანახმად, 18- 29 წლის ახალგაზრდები უფროს მოსახლეობასთან შედარებით ნაკლებად აკონტროლებენ თავიანთ ფინანსებს და ნაკლებად აკეთებენ გააზრებულ შესყიდვებს, საჭიროა მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ფინანსური უნარების განვითარება და ჯანსაღი ფინანსური ჩვევების გამომუშავება, რაც მნიშვნელოვანია მომავალში მათი პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისა და გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობისთვის.

სტრატეგიის ავტორები წერენ, რომ მართალია, „OECD-ის“ ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, ახალგაზრდები უფრო ნაკლებ ფინანსურ სტრესს განიცდიან, თუმცა, ეს შესაძლოა გამოწვეულია იმით, რომ მათ ჯერ კიდევ ნაკლები ფინანსური
პასუხისმგებლობები აქვთ, ასევე, შესაძლოა, ისინი კარგად ვერ აცნობიერებდნენ ფინანსური
სირთულეების გრძელვადიან შედეგებს. ამასთან, ახალგაზრდა თაობა უკეთეს ფინანსურ
დამოკიდებულებებს ამჟღავნებს.

რაც შეეხება სტრატეგიით დაგეგმილ ღონისძიებებს საგანმანათლებლო სექტორისთვის, ახალგაზრდების ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები
შესაძლებელია მიწოდებული იყოს სკოლებში როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური
გზებით, ასევე უმაღლესი განათლებისა და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში.

განსაზღვრულია, რომ ფინანსური განათლების აქტივობები ორიენტირებული უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ, უნარების განვითარებაზე, დამოკიდებულებებისა და ქცევის ცვლილებაზე, ახალგაზრდებს ამზადებდეს შრომის ბაზარზე გასვლისთვის.

დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია, რთული თემების ახსნამდე იფარებოდეს ფინანსური განათლების საბაზისო საკითხები, როგორიცაა ბიუჯეტირება და დაზოგვა. ფინანსური განათლების სკოლებში დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვანია მასწავლებლების შესაძლებლობების ზრდა და მათთვის საჭირო რესურსების მომზადება.

“სასურველია, ეს აქტივობები ითვალისწინებდეს არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მშობლების ჩართულობასაც. მომავალი თაობის ფინანსური აღზრდა ითვალისწინებს ეროვნულ ბანკთან ერთად სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კერძო სექტორის, მასწავლებელთა და მშობელთა გაერთიანებების და ა.შ. ჩართვას.

პრიორიტეტული მიმართულების – ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების
მიწოდება და მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება – ფარგლებში სტრატეგიის მისაღწევი ამოცანებია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის ხელშეწყობა; უმაღლესსა და პროფესიული სასწავლო დაწესებულებებში ფინანსური განათლების
დანერგვის ხელშეწყობა. სასურველი შედეგი: ახალგაზრდებს აქვთ საკვანძო ფინანსური საკითხების ცოდნა, გამომუშავებული აქვთ სწორი ფინანსური ჩვევები და დამოკიდებულებები და შეუძლიათ ინფორმირებული ფინანსურ გადაწყვეტილებების მიღება ზრდასრულ ცხოვრებაში”, – წერია გამოქვეყნებულ სტრატეგიაში.

ფინანსური განათლების განათლების ეროვნული სტრატეგია 2023

The post ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2023 დამტკიცდა – რა როლი ექნებათ სკოლებსა და უმაღლესებს first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15228

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თირკმელი


„თქვენ გამორჩეული თაობა ხართ!“ –ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვა სკოლის...


„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“...


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი


კახა დოლიძე - ერთი შემოდგომის, ერთმა მოგონებამ


Siberian Education / ციმბირული აღზრდა - ქართულად დუბლირებული


ბინძური ჰარი /Dirty Harry - ქართულად


- მარტო გადაკუზული (რაკამ)


1-ელი ტიპის დიაბეტი შესაძლოა დამარცხდეს – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის...


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ასეტრინა მარინადში


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


Smallville / სმოლვილი (ქართულად)


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


მარსელი / The Martian - ქართულად დუბლირებუილ


ხმალი ქვაში / The Sword in the Stone (1963)


რამდენიმე ანეგდოტი სვანებზე



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>