Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

ჭადრაკის სწავლება მეორე კლასშიც გაგრძელდება –განათლების მინისტრის ბრძანება და განახლებული საათობრივი ბადე გამოქვეყნდა

$
0
0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხელი მოაწერა ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ჭადრაკის სწავლება სკოლებში მეორე კლასშიც გაგრძელდება. ბრძანებით, მეორეკლასელები ჭადრაკის სწავლას 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ.

როგორც დღეს, 1-ელ თებერვალს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, I და II კლასებში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.

გარდა ამისა, II, III და IV კლასებში, საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ერთსაათიანი კვირეული დატვირთვით 2022-2023 სასწავლო წლიდან ხდება სავალდებულო.

ცვლილებების გათვალისწინებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაიწერა განახლებული საათობრივი ბადე.

იხილეთ: საათობრივი ბადე საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის

“ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის – გამოქვეყნებისთანავე.წერია მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.

ასევე იხილეთ:

„ვფიქრობთ, ჭადრაკი მეორე კლასშიც გავაგრძელოთ, ძალიან წარმატებულია“ – განათლების მინისტრი

The post ჭადრაკის სწავლება მეორე კლასშიც გაგრძელდება – განათლების მინისტრის ბრძანება და განახლებული საათობრივი ბადე გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15172

Latest Images

Trending Articles



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>