Quantcast
Channel: ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

“ევროპის უნივერსიტეტის”სამართლის ინსტიტუტის პროექტი რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

$
0
0

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტის პროექტმა – “ქართული კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა ციფრული ეკონომიკის ეპოქაში“, რუსთაველის ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი მოიპოვა.

კვლევის მიზანს წარმოადგენს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის ეფექტური აღსრულებისთვის ხელისშემშლელი საკითხების გამოკვეთა, მათი შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის და ანალიზის საფუძველზე წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდაციების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის ეფექტურ აღსრულებას ციფრული ეკონომიკის ეპოქაში.

ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ, მსოფლიოში კონკურენციის აღმასრულებელმა სხვადასხვა უწყებებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. განსაკუთრებით, საყურადღებოა საფრანგეთის და გერმანიის კონკურენციის უწყებების, აგრეთვე ევროკავშირის და აშშ-ის აღმასრულებელი თუ სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ. აღნიშნულის გათვალიწინებით, აუცილებელია, რომ ქართულმა კონკურენციის პოლიტიკამაც აუწყოს ფეხი ეპოქის გამოწვევებს და ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული მისია.

კვლევას აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სასწავლო კომპონენტიც. კერძოდ, დღეისთვის არის ჩამორჩენა კონკურენციის სამართლის შესახებ კვლევების და სასწავლო ლიტერატურის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არ არსებობს ფუნდამენტური კვლევები ტექნოლოგიების ჭრილში ქართული კონკურენციის სამართლის რეგულირებისა და აღსრულების შესახებ.

ჩატარებული კვლევის შედეგად ქართულ ენაზე მომზადდება დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ელექტრონული, აგრეთვე ბეჭდური სახით.

The post “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტის პროექტი რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.


Viewing all articles
Browse latest Browse all 15223

Latest Images

Trending Articles


„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ –პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე


„თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას“ –თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში...


ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ...


თბილისის 7 საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი სულ 158–მა პირმა გამოთქვა –...


როცა ბოლო ზარი ახლოვდება –რა შეგიძლიათ დაიხატოთ თეთრ პერანგებზე და რა ფასად


ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი


ფეხმდზიმობა


ბათუმში დღეს ცალ-ცალკე 5 აქცია გაიმართა. რას ნიშნავს ეს? –ინტერვიუ


გასეირნება ყარაბაღში 2 - კონფლიქტის ზონა / A Trip to Karabakh 2 - ქართულად


ტაქსი / Taxi - ქართული ფილმი



Latest Images

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>