დღეს, 6 თებერვალს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ორგანიზებული გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.
შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64).
The post „გააგრძელე სწავლა საქართველოში“ გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა first appeared on ყველაფერი განათლებისთვის და განათლებიდან | edu.aris.ge.




